გასულ უქმეებზე "ვიტ ჯორჯია"-"ზუგდიდის" მატჩს დავესწარი მცხეთაში. წარმოვიდგინე ამ გუნდების შეხლა სულ სხვა, უკეთეს ქვეყანასა და ლიგაში
გული მოგიკვდება, როცა სულ ერთსა და იმავეს ისმენ - რესურსი არ არის, ნახეთ, სად და როგორ გუნდებში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები, ეს ეროვნული ჩემპიონატი კი სულ უკან-უკან მიდისო...

მე კი მგონია, რომ ამ ყველაფერთან შეგუებას გამოუსწორებელი ოპტიმისტის როლში ყოფნა სჯობს. დარწმუნებული ვარ, ამის სურვილი, ჩემ გარდა, კიდევ ბევრს ექნება, რადგან ასეთ პოზიციაში ყოფნის სურვილი ადამიანის თვისებაა. სინამდვილე - ეს ისეთი რამ არის, ნაირგვარი თვალით რომ შეხედავ.

გასულ უქმეებზე "ვიტ ჯორჯია"-"ზუგდიდის" მატჩს დავესწარი მცხეთაში. წარმოვიდგინე ამ გუნდების შეხლა სულ სხვა, უკეთეს ქვეყანასა და ლიგაში, პატარა, მაგრამ გადაჭედილ სტადიონზე, სადაც თამაშს 12 თუ 24 კამერა იღებს, სადაც კომფორტულად მიხვალ, იყიდი სენდვიჩსა და ლუდს, უქომაგებ საყვარელ გუნდს, ნახავ შენს საყვარელ მოთამაშეებს და მიუხედავად მატჩის შედეგისა, შინ მაინც ნასიამოვნები დაბრუნდები, რადგან ფეხბურთზე წასვლა უკვე ზეიმია.

"ვიტ ჯორჯიას" ახლა კარგი დროება არ უდგას, თუმცა დარწმუნებული ვარ, წელში მალე გაიმართება. ასეთ "ვიტ ჯორჯიასაც" ჰყავს კარგი ფეხბურთელები, მაგალითად, გიორგი ჯანელიძე, ვინც უკვე გადაიზარდა ამ გუნდისთვის და სხვაგან გადასასვლელად არის მომართული.

ჯანელიძის გარდა, ამ გუნდს კიდევ ჰყავს საინტერესო მოთამაშეები. მათ სპეციფიკურ ფეხბურთელებს დავარქმევდი, რადგან სწორედაც რომ საკუთარი სპეციფიკა აქვთ.

გიორგი კორიფაძე 24 წლის გახლავთ, ფლანგის შემტევია. საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, ფლანგური ჩაწოდება კარგად დახვეწილი რომ ჰქონდეს. ამ საქმეში ჩინებულად არის გაწაფული დავით ოდიკაძე, ვინც ახლა საჩხერის "ჩიხურაშია" და რამდენიმე კეპი ეროვნულ ნაკრებშიც აქვს მონაგრებული.

კორიფაძემ მიმდინარე სეზონში 4 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ის ძალიან ხშირად ასრულებს საგოლე გადაცემასაც.

კორიფაძე სწრაფია, ტექნიკაც აქვს და დრიბლინგის უნარიც, ორივე ფლანგიდან შეუძლია ბურთის ზუსტად ჩაბზრიალება მეტოქის საჯარიმოში მყოფი თანაგუნდელისკენ.

"ვიტ ჯორჯია"-"ზუგდიდის" შეხვედრაში მან ბოლო წუთზე შეასრულა საგოლე გადაცემა ლევან კუხალეიშვილის მისამართით. ეს არ იყო შემთხვევითი გოლი, კორიფაძემ ყველაფერი მიზანმიმართულად გააკეთა. ბოლო წუთზე ამას რომ მოახერხებ, ესე იგი, ამ საქმის ოსტატი ხარ.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ კორიფაძეს ხალხით გადაჭედილ სტადიონზე უწევს თამაში და მატჩის ბოლო წუთზე ერთი ჩინებული პასით წყვეტს ყველაფერს. ასეთი მოთამაშე ყველა გუნდისთვის ფასეულია. დამცავ ჯებირებს ყოველთვის ბურთის მოედნის ცენტრში გაგორებით ვერ გაარღვევ, აუცილებლად დაგჭირდება ზუსტი ფლანგური ჩაწოდება, რაც ყველას არ ეხერხება ისე კარგად, როგორც კორიფაძეს.

ვიტჯორჯიელი ლაშა კასრაძე კორიფაძის ტოლია. ის ცენტრალური მცველია, თუმცა საყრდენ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში.

დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ კასრაძე რბილი მანერით მოთამაშე მცველია, ასეთი კი იშვიათია. მცველის მთავარი მოვალეობა ბურთის წართმევაა და კასრაძე ამას ისე ახერხებს, რომ თითქმის არასდროს აკეთებს "პადკატს".

მცველის კიდევ ერთი მოვალეობა ბურთის ამოტანაა, ოღონდაც ამის უნარი ღმერთმა ცოტას მისცა, კასრაძეს კი ნახევარდაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში, ბურთის მოთვინიერებაც და შენარჩუნება.

წინა სეზონში კასრაძის შეძენით ერთ-ერთი მოწინავე ქართული კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა ტრანსფერი არ გამოვიდა, მსურველმა კლუბმა კურსი შეცვალა და გაცილებით ახალგაზრდა ფეხბურთელებით ჩაანაცვლა გამოცდილები.

კასრაძე უკეთეს გუნდსა და ჩემპიონატში რომ თამაშობდეს, საკუთარი მონაცემებით უფრო გამორჩეული იქნებოდა, ვიდრე ახლაა. ამიტომაც აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ქართული კლუბების მოღონიერებას - სიდუხჭირე ხომ ფეხბურთელის წინსვლის მუხრუჭია.

"ვიტ ჯორჯია"-"ზუგდიდის" შეხვედრაში არ უთამაშიათ ზუგდიდელ ზვიად სიხარულიასა და ლუკა გუგუჩიას. ამ ფეხბურთელებს თვითნაბადი ტექნიკა აქვთ, ის განსაკუთრებული მოძრაობა, რაც მხოლოდ საქართველოს ამ კუთხიდან წამოსულ ფეხბურთელებს ახასიათებთ.

გარემო, სავსე სტადიონი, საფეხბურთო ხმები და ატმოსფერო, ყოველმხრივ მოწესრიგებული კლუბი... მერწმუნეთ, საქართველოში მოთამაშე ზოგი ფეხბურთელი, ხელფასსა და პრემიაზე არანაკლებად, ამაზეც ოცნებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 1:0 - გამარჯვება ბოლო წუთზე

Nietzcshe
ჯერ თამაში ისწავლონ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
საფრანგეთის ნაკრების მეკარე პსჟ-დან წასვლას აპირებს
დავით ნემსაძე "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ფიზ. მომზადების მთავარი მწვრთნელია
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
ახალი კონტრაქტი კარიუსს - გერმანელი სავარაუდოდ, "შალკეში" დარჩება
შენარჩუნება სურთ - რაშფორდი სავარაუდოდ, "ბარსელონაში" დარჩება
რეკორდები - პსჟ-ისა და "ბაიერნის" გუშინდელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევა
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში? - პარიზული გუნდის წარმომადგენელი შესაძლოა, მოსკოვში ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდეს
"ხვიჩა ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" - ზეედორფი კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებულია
პრესტიანისა და ვინისიუსის საქმის შედეგი - FIFA 2026 წლის მუნდიალზე ორ ახალ წესს ამატებს
კომპანი პსჟ-სთან მატჩზე: სიკვდილიც რომ მოგვიწიოს - ვალდებული ვართ მიუნხენში გავიმარჯვოთ
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დემბელეს რეკორდი დაამხო
"ის, რაც "ბაიერნის" წინააღმდეგ გააკეთა, უბრალოდ ტალანტი არ არის" - რუნიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარაცხელიას უფრო მაღალი ქულები და MVP დემბელე - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბაიერნთან" მატჩში?
[VIDEO] სეზონის მშვენება მატჩი. კვარაცხელიას დუბლი - პსჟ-მ "ბაიერნს" მოუგო
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
ლევან სალუქვაძე: "დინამოსი" რა ბრალია, ივანიშვილს თუ საჩხერეში გაჩერება არ სურს?
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
გიორგი კორიფაძე: "ჩიხურასთვის" დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 1:0 - გამარჯვება ბოლო წუთზე
კანკავამ და კვეკვესკირმა ყაზახეთის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს
ელგუჯა ლობჯანიძე და ლაშა კასრაძე ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ
გიორგი კორიფაძე: "აბერდინთან" მატჩის შემდეგ უკმაყოფილების განცდა გვქონდა
"ვიტ ჯორჯიამ" აზერბაიჯანული "სიმურგის" დუბლებს მოუგო
ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა
დილა-კოლხეთი 1:1 - ზესტაფონში სოსიაშვილი ახსენეს... [VIDEO]
გიორგი კორიფაძე: "ფოლა" თბილისშიც უნდა დავამარცხოთ, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ
გორის "დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა
კვეკვესკირმა გოლი გაიტანა, კანკავამ კი საგოლე გადაცემა გააკეთა
გუჯა ლობჯანიძე კარიერას ყაზახეთის "ტარაზში" გააგრძელებს
"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?
თემურ ბარქაია: გამოდის, რომ "კოლხეთისთვის" გამოყოფილი 200 ათასი ლარი წყალში ჩაიყრება
უმაღლესი ლიგის XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ლაშა კასრაძე ყაზახური "ტარაზის" მოთამაშე გახდა
ვიტ ჯორჯია-სიონი 2:2 - ზავი მცხეთაში
ბათუმის "დინამო" ვიცე-კაპიტანმა დატოვა
დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა: რა ხდება ფოთის "კოლხეთში"?
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
ელგუჯა ლობჯანიძემ "ტარაზს" გამარჯვება 90+2-ე წუთზე მოუპოვა
დავით ოდიკაძე "შევარდენში" ითამაშებს - მეორე ლიგაში უმაღლესის შემადგენლობით
კოლხეთი-მერანი 2:1 - მოგება ზღაპარში
"თელავი" ორმა ფეხბურთელმა დატოვა
წარმოუდგენია თუ არა გიორგი ჯანელიძეს კვარაცხელია "ბაიერნში"?! 10 შეკითხვა ჯანელასთან