თბილისი კონტინენტის ახალგაზრდობის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის იბრძვის

27 ნოემბერი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად შევიდეს. შეგახსენებთ, რომ თბილისი კონტინენტის ახალგაზრდობის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის იბრძვის და სწორედ ამ დღეს ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე ფარული კენჭისყრით გადაწყდება ეს პატივი საქართველოს დედაქალაქს ერგება თუ ჩეხეთის ქალაქ ბრნოს.

ნიშანდობლივია, რომ ბრნო ამ უფლების მოპოვებას ჯერ კიდევ 2007 წლიდან ცდილობს. 2011 წლის ფესტივალის მასპინძლობა ტრაპზონს დაუთმეს, ხოლო 2013 წლის თამაშებისთვის ბრძოლაში ჰოლანდიურ უტრეხტთან დაყარეს ფარ-ხმალი. იმედია, ბელგრადში გასამდება და ამ საპასუხისმგებლო მისიას ამჯერად თბილისს დააკისრებენ.

ასამბლეა მუშაობას ხვალ დაიწყებს. მოისმენენ ეოკ-ის პრეზიდენტის პატრიკ ჰიკის წლის შემაჯამებელ სიტყვას, ასევე ლონდონისა (2012), რიო-დეჟაინეიროს (2016) ზაფხულის ოლიმპიადებისა და სოჭის (2014) წლის ზამთრის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების მოხსენებებს, თუმცა ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ზეგ განვითარდება.

ევროპის 49 ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წინაშე ჯერ ზამთრის 2015 წლის კანდიდატი ქალაქები – სარაევო (ბოსნია) და ავსტრია-ლიხშტენშტეინი (ერთობლივი განაცხადი) წარსდგებიან პრეზენტაციით, შემდეგ ზაფხულის ფესტივალის მსურველები - თბილისი და ბრნო.

ქართული დელეგაციის ნაწილმა, რომელშიც სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე, ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი, სეოკ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ემზარ ზენაიშვილი, `თბილისი 2015~-ის პრეზენტაციის რეჟისორი დავით დოიაშვილი და სხვები შედიან, სერბეთის დედაქალაქისკენ დღეს გამთენიისას აიღეს გეზი. თბილისის მერი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიგი უგულავა, დუეტი `ჯორჯია~, რომელიც თბილისზე სპეციალურად შექმნილ სიმღერას შეასრულებს და დელეგაციის სხვა წევრები ბელგრადში მოგვიანებით გაემგზავრებიან.

კენჭისყრის შედეგები 27 ნოემბერს თბილისის დროით 16 საათისთვის გახდება ცნობილი.

სეოკ-ის პრესსამსახური

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა