ბოლო დროს "იუვენტუსის" გულშემატკივრებისთვის მხოლოდ სასიამოვნო ინფორმაციები ვრცელდება

ბოლო პერიოდში "იუვენტუსის" გულშემატკივრებისთვის მხოლოდ სასიამოვნო ინფორმაციები ვრცელდება. გუშინ გაირკვა, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა ვარჯიში განაახლა და სეზონის მეორე ეტაპს ჩვეულებრივად გუნდთან ერთად დაიწყებს. ამასთან, ტურინული გრანდის მესვეურები ერთი ექსტრაკლასის თავდამსხმელის დამატებას ლამობენ და თვალი ემანუელ ადებაიორზე უჭირავთ. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და აფრიკელი "მანჩესტერ სიტის" იანვარში დატოვებს.

და აი, გუშინ "ბიანკონერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა კიდევ ერთი კარგი ამბავი გვამცნო - ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც იქნა, ჯორჯო კიელინიმ კლუბთან ხელშეკრულების 2015 წლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. "იუვესა" და იტალიის ნაკრების ცდენტრალური მცველი კარგა ხანს ითრევდა ფეხს და ბუნებრივია, ბევრმა გამოთქვა ვარაუდი მისი სხვა გუნდში გადაბარგების შესახებ. თუმცა, გუშინ ამ სპეკულაციებს წერტილი დაესვა - აი, რას ამბობს თავად ფეხბურთელი:

"ბედნიერი ვარ, რომ ახალი ხელშეკრულება გავაფორმე და ბედი კიდევ ხუთი წლით დავუკავშირე "იუვენტუსს". ტურინულ გრანდს ბავშვობიდან ვქომაგობდი და მხოლოდ ვოცნებობდი იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს შავ-თეთრ მაისურას მოვირგებდი. უკვე ხუთი წელია "იუვეში" ვასპარეზობ და ახალი კონტრაქტის მიხედვით კიდევ ხუთი წლით ტურინში დავრჩები. ჩემი მიზანია, კლუბთან ერთად უამრავი ტიტული მოვიგო და მჯერა, ასეც მოხდება. ლუიჯი დელ ნერი ახალ გუნდს აკეთებს, ახალი ერა იწყება კლუბის ისტორიაში და მიხარია, რომ მეც შევიტან წვლილს ახალი ისტორიის შექმნაში. რატომ გავაჭიანურე კონტრაქტზე ხელის მოწერა? - იმიტომ, რომ არსად გვეჩქარებოდა და დეტალებზე მშვიდად ვიმუშავეთ".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიელინიმ ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის ძალითაც სეზონში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ჯორჯო ტურინულ გრანდში 2003 წელს ფლორენციის "ფიორენტინადან" გადავიდა. მას შემდეგ სწორედ "ბიანკონერიში" ასპარეზობს და ამ გუნდის მაისურით 200-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. მას შემდეგ, რაც კიელინი "იუვენტუსს" სიყვარულში გამოუტყდა, თბილი სიტყვები არც მთავარი მწვრთნელის მისამართით დაიშურა:

"ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია, მაგრამ დელ ნერი ყველასგან გამორჩეულია. ძალიან დიდი ენერგია მოდის მისგან და რაც მთავარია, ყოველთვის საჭირო სიტყვებს პოულობს. ერთ მუშტად შეკრა გუნდი, რაც უმნიშვნელოვანესია წარმატების მისაღწევად. თუ გუნდში ერთსულოვნება არ არის, რაც არ უნდა ძლიერმა მოთამაშეებმა მოიყარონ თავი, დადებით შედეგს ვერ მიაღწევ. ეს კარგად ესმის დელ ნერის და ცდილობს, გასახდელში ყოველთვის კარგი აქტმოსფერო იყოს. ბედნიერი ვარ, რომ "იუვენტუსში" ვთამაშობ და ლუიჯი დელ ნერის შეგირდი ვარ".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა