სამი შაიბა 53 წამში!
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ თავის ისტორიაში სარეკორდო გარიგება განახორციელა. მან კომპანია Rogers Communications-ს მიჰყიდა NHL-ის მატჩების კანადის ტერიტორიაზე ტრანსლირების უფლება. გარიგების ღირებულება 4,963 მილიარდ დოლარს უდრის.

კონტრაქტი 2014-15 წლების სეზონიდან ამოქმედდება. ახლა ეს გარიგება უნდა დაამტკიცოს ჰოკეის ეროვნული ლიგის დირექტორთა საბჭომ, რომლის სხდომა 9-10 დეკემბერს გაიმართება.

ამასობაში, ჰოკეის ეროვნული ლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც უცნაური ამბავი მოხდა. მესამე პერიოდში, როცა "დალასი" 1:2-ს აგებდა "ანაჰაიმთან", მასპინძელმა გუნდმა 53 (!) წამის ინტერვალში სამი შაიბის გატანა მოახერხა. ჯერ კოდი იკინმა გაათანაბრა ანგარიში, 25 წამის შემდეგ სტეფან რობიდასმა წინ გაიყვანა "სტარზი", კიდევ 28 წამის შემდეგ კი რაიან გერბატმა ორამდე გაზარდა მასპინძლების უპირატესობა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო "დალასის" რუსი მცველისთვის, სერგეი გონჩარისთვის NHL-ში რიგით 1200-ე შეხვედრა. რუს ჰოკეისტთაგან უფრო მეტი მატჩი სერგეი ფიოდოროვსა (1248) და ალექსეი კოვალიოვს (1316) აქვთ ჩატარებული.

დალასი-ანაჰაიმი 6:3

0:1, 1:1, 5:1

გოლები: 0:1 იტემი-6 (ვინიკი-7, ლინდჰოლმი-6), 1:1 რუსელი-3 (ფიდლერი-4, გერბატი-1), 1:2 ბონინო-7 (კოლიანო-5, პალმიერი-4), 2:2 იკინი-6 (კოული-6, ჯორდი ბენი-5), 3:2 რობიდასი-4 (პევერლი-7, რეი უიტნი-8), 4:2 გერბატი-3 (დელეი-4), 5:2 რუსელი-4 (გერბატი-2, ფიდლერი-5), 5:3 პენერი-7 (გეტცლაფი-15, პერი-13), 6:3 ჩიასონი-7 (კოული-7, იკინი-8).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ყველაზე მდიდრები

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა