კობის დაბრუნება გადაიდო?
"ნიუ ორლეანისა" და "გოლდენ სტეიტის" მატჩს ინტრიგას სძენდა ის ფაქტი, რომ "მეომრებს" აკლდათ ორი წამყვანი მოთამაშე - ენდრიუ ბოგუტი (დისკვალიფიკაცია) და ანდრე იგუოდალა (ტრავმა). გარდა ამისა, "პელიკანსს" შეეძლო გამოეყენებინა ისიც, რომ "უორიორზი" ოდნავ ამოვარდნილია ფორმიდან, რაზეც მისი ზედიზედ სამი მარცხი ლაპარაკობდა.

სტუმრებმა თავიდანვე მოიპოვეს ინიციატივა და ჩვეული მხიარული თამაშით კომფორტული უპირატესობაც მიიღეს დიდი შესვენებისთვის, მაგრამ მეორე ტაიმში, როცა "მეომრებს" დაღლა დაეტყოთ, ინიციატივა "ნიუ ორლეანის" მხარეს გადავიდა. ენტონი დევისი და რაიან ანდერსონი სჯობნიდნენ მეტოქის წინა ხაზს ფარქვეშ ბრძოლაში, მასპინძელთა სნაიპერებმა კი სამქულიანების გამოყენების უკეთესი პროცენტი დააფიქსირეს.

საბოლოოდ, თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. "გოლდენ სტეიტმა" ბოლო მეოთხედში რამდენჯერმე შეძლო 5-6 ქულით წინ გასვლა, მაგრამ მეტოქე ყოველ ჯერზე ახერხებდა ანგარიშის გათანაბრებას. სირენამდე ერთი წამით ადრე კი "პელიკანებს" გამარჯვებაც შეეძლოთ: ერიკ გორდონმა წინააღმდეგობის გარეშე ისროლა სამქულიანი, მაგრამ თითქმის ჩავარდნილი ბურთი კალათიდან ამოვარდა. "უორიორზმა" ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა "პელიკანსი".

"ორლანდოს" დიდი ხანი არ ჰქონდა სტუმრად მოპოვებული გამარჯვება - ჟაკ ვონის გუნდის წარუმატებელი გასვლითი სერია 17 შეხვედრას უდრიდა და ის გასული სეზონიდან იღებდა სათავეს და 26 ნოემბერს ამ სერიის შეწყვეტის არანაირი პირობა არ არსებობდა. "ორლანდოს" ზედიზედ 11 მატჩი არ ჰქონდა მოგებული "ატლანტასთვის" - არც შინ და არც გასვლაზე.

მაგრამ ნებისმიერი სერია, ადრე თუ გვიან, სრულდება. პირველი ტაიმის ბრძოლაში წაგების შემდეგ, მესამე მეოთხედში სტუმრებმა მეტოქეს ნამდვილი დაბომბვა მოუწყვეს. განსაკუთრებით აქტიურობდა არონ აფლალო. მცველი არა მხოლოდ თავად უტევდა (18-დან 9 ზუსტი ტყორცნა, სამქულიანები - 4/7), არამედ კარგად ურთიერთქმედებდა დებიუტანტ ვიქტორ ოლადიპოსთან.

ამასობაში, "ატლანტას" მცველმა კაილ კორვერმა გააგრძელა ზუსტი სამქულიანების სერია. ეს კალათბურთელი ზედიზედ 88 მატჩია მინიმუმ ერთ შორეულ ტყორცნას ათავსებს კალათში. დენ ბაროსის აბსოლუტურ რეკორდამდე ერთი მატჩია დარჩენილი.

"ვაშინგტონი" შესუსტებული შემადგენლობით შეხვდა "ლეიკერსთან" მატჩს: დედაქალაქელებმა ორი კვირით დაკარგეს ბრედლი ბილი, მაგრამ "უიზარდსმა" არ შეიმჩნია ეს დანაკლისი, რადგან კარგად გამოიყურებოდნენ ტრევორ არიზა, მარტელ უებსტერი, ნენე ილარიო და ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ჯონ უოლი. ამ უკანასკნელმა კარიერაში პირველად დააგროვა ზედიზედ ორ მატჩში 30 ქულა, ბრაზილიელმა კი შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.

"ლეიკერსს" კადრების უფრო სერიოზული დეფიციტი აქვს. კვლავაც ლაზარეთშია კობი ბრაიანტი, ასევე ვერ ვიხილეთ მოედანზე სტივ ნეში და კრის კამანი.

კალიფორნიელთა რეზერვისტებმა, პირველ რიგში კი, ბრწყინვალედ მოთამაშე ჯორდან ფარმარმა (11-დან 9 ზუსტი ტყორცნა და 8 შედეგიანი პასი), ყველაფერი გააკეთეს მატჩის გადასარჩენად, მაგრამ "ლეიკერსს" ამისთვის სულ ცოტა დააკლდა. სირენამდე 11 წამით ადრე პაუ გასოლმა შესანიშნავად მოატყუა ნენე და თითქოს იოლადაც უნდა აეღო ორი ქულა, მაგრამ დაუჯერებელი ბურთი ააცილა და მატჩის გადარჩენის შანსი აღარ დარჩა.

როცა "ტორონტოსთან" მატჩის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე "ბრუკლინი" 15 ქულას იგებდა, ისე ჩანდა, რომ კანადელებს უკვე ვეღარაფერი გადაარჩენდა, რადგან "ნეტსის" გამოცდილი ვარსკვლავები არ დაუშვებდნენ თავიანთი გუნდის წაგებათა სერიის გაგრძელებას.

მაგრამ ამ ვარსკვლავებმა მოულოდნელად გაუშვეს მეტოქის 1:14 გაქცევა და გამარჯვებულის საკითხი ბოლო წამამდე ღიად რჩებოდა.

ძირითადი დროის დამთავრებამდე 11.2 წამით ადრე შონ ლივინგსტონმა საჯარიმო ააცილა და მასპინძლებს დაუტოვა ორქულიანი ჩამორჩენის გაბათილების შანსი, მაგრამ ყველაფერი გააფუჭა "რეპტორზის" მთავარმა მწვრთნელმა დუეინ კეისიმ. მან ტაიმ-აუტზე ორიგინალური, მაგრამ ძალიან მოულოდნელი კომბინაცია მოიფიქრა. მასპინძლებმა სამქულიანით პირდაპირ მოგება გადაწყვიტეს და სუფთა შორეული ტყორცნის შესასრულებლად გაიყვანეს... ცენტრი ამირ ჯონსონი. საბოლოოდ, კანადელებს ხელში არც ოვერტაიმი შერჩათ და არც მოგება.

ნ. ორლეანი-გ. სტეიტი 101:102

18:28, 31:29, 28:19, 24:26

ნ-ო: ანდერსონი (21+12 მოხსნა), ჰოლიდეი (17+7 პასი), გორდონი (16+7 პასი), დევისი (14+11 მოხსნა), სმიტი (14), ევანსი (12).

გ-ს: ტომპსონი (22+8 პასი), ლი (19), ო'ნილი (18+8 მოხსნა), კარი (16+9 პასი+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბარნსი (14).

ვაშინგტონი-ლეიკერსი 116:111

31:29, 28:26, 23:22, 34:34

ვ: უოლი (31+9 პასი+3 ჩაჭრა), ნენე (30), უებსტერი (20+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), გორტატი (15+8 მოხსნა), არიზა (13+3 ჩაჭრა).

ლ: ფარმარი (22+8 პასი), გასოლი (17+8 პასი), იანგი (16), ბლეიკი (15), ჯონსონი (11), ჰილი (10+8 მოხსნა), მიქსი (10).

ატლანტა-ორლანდო 92:109

25:26, 28:23, 20:36, 19:24

ა: ჰორფორდი (15), ტიგი (15+6 პასი), უილიამსი (11+8 პასი), მილსეპი (10).

ო: აფლალო (26), ნიკოლსონი (18+8 მოხსნა), ოლადიპო (18), ვუჩევიჩი (12+15 მოხსნა), მური (12).

ტორონტო-ბრუკლინი 100:102

28:26, 23:29, 25:26, 24:21

ტ: დეროზანი (27), ლოური (24+6 პასი), ნოვაკი (12).

ბ: ბლეტჩი (24), ჯონსონი (21), პირსი (16), გარნეტი (12).

კობის დაბრუნება გადაიდო?

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაბრუნება აქილევსის მყესის დაზიანების შემდეგ, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის შემდეგ შედგება.

"როგორც ჩანს, კიდევ რამდენიმე კვირა მომიწევს მოცდა", - განაცხადა ბრაიანტმა, რომელიც უფრო ადრე ამტკიცებდა, რომ ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობას უკვე ნოემბრის ბოლოს შეძლებდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კობიმ ახალი ხელშეკრულება გააფორმა კალიფორნიელ კლუბთან, რომელიც 2016 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში და ამ დროის განმავლობაში კალათბურთელი 48 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი - "პორტლენდი": ექვსი მოგება რეკორდამდე

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
"ვაღიარებ, თავის მოკვლაზე ვფიქრობდი" - ჯონ უოლი
NBA. პლეი ოფი: ისევ უოლი და მეშვიდე მატჩი იქნება
ისტორიულ რეკორდთან 3 ნაბიჯში! უესტბრუქის მორიგი სამმაგი "ბაქსის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
ვისურვებდი, რომ დღეს კობი და ჯიჯი აქ ყოფილიყვნენ - "ლეიკერსმა" პაუ გასოლის 16-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო და "მემფისს" სძლია [VIDEO]
NBA. პლეი ოფი: "ვაშინგტონს" უოლი და ბილი მიათრევენ
ევრობასკეტი 2017: ყველა მერვედინალისტი ცნობილია
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
ტეიტუმის 50 ქულა! დედაქალაქელები პლეი-ოფისთვის "ინდიანას" დაუპირისპირდებიან [VIDEO]
"შავი მამბა" კიდევ ერთხელ დააფასეს
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
ჯა მორანტმა ბევრი "ხატა", თუმცა გუნდს გამარჯვებაში ვერ დაეხმარა; უესტბრუქის ერთდროულად ფანტასტიკური და საშინელი ციფრები [VIDEO]
ვარსკვლავები პაუს კალათბურთიდან წასვლას ემოციურად ეხმაურებიან
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
გოგამ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩააგდო.. "ინდიანა" პლეი-ოფს მიღმა დარჩა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ახალი რეკორდი: 13 ბომბი ერთ მატჩში!
ტრავმირებულ უესტბრუქს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე პოპკორნი ესროლეს! "იუტამ" და "ნიუ იორკმა" წონასწორობა აღადგინეს [VIDEO]
პაუ გასოლი "ბარსელონასთან" გააფორმებს კონტრაქტს
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
ჯონ უოლი: ჩემი შვილების შვილების შვილებს ყველაფერი წესრიგში უნდა ჰქონდეთ
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: თვე ოკლაჰომელებისა და უოლისაა
მოქმედი ჩემპიონები საუკეთესო მექულესთან და მეპასესთან ვერაფერს გახდნენ [VIDEO]