ჯიჯი ბუფონის მე-500 მატჩი, არიენ რობენის მე-100 გოლი
კვირის დღევანდელ მიმოხილვაში ჯანლუიჯი ბუფონის და არიენ რობენის მიღწევებზე, კარლოს ველას შესანიშნავ თამაშზე, "ტოტენჰემის" სარეკორდო მარცხსა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვისაუბრებთ...

500 - მატჩი აქვს უკვე ჩატარებული სერია A-ში ჯანლუიჯი ბუფონს, რომელსაც იტალიის უმაღლეს ლიგაში დებიუტი 18 წლის და 4 დღის წინ ჰქონდა. ვეტერანმა მეკარემ ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა კარის მშრალად შენახვით აღნიშნა და "იუვენტუსში" ჩატარებულ 332-ე მატჩში 145-ე "შათაუტი" შეასრულა, ტურინულმა კლუბმა კი "ლივორნოს" 2:0 მოუგო, რაც ნიშნავს იმას, რომ "იუვეს" გოლი უკვე 5 მატჩია არ გაუშვია.

სერია A-ში თავისი მე-200 მატჩი ჩაატარა კაკამ, ვინც "მილანის" რიგებში 97-ე გოლი გაიტანა, გუშინწინ კი თავი "სელტიკთანაც" გამოიჩინა და გოლების რაოდენობა 98-მდე გაზარდა.

ამასობაში, 2013 წელს პირველი საშინაო მარცხი განიცადა "ნაპოლიმ" (0:1, "პარმასთან") და 16-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია დაასრულა - ყველაზე გრძელი ასეთი სერია 1990 წლის შემდეგ. ეს შედეგი კიდევ უფრო საოცარი იმის გამოა, რომ "პარმას" ამ სეზონში სტუმრად მოგებული არ ჰქონდა. გამარჯვების მომტანი გოლი ანტონიო კასანომ გაიტანა, ვისთვისაც ეს ბურთი ასევე საიუბილეო, მე-100 იყო სერია A-ში.

100 - გოლი აქვს გატანილი ოთხ სხვადასხვა ჩემპიონატში არიენ რობენს, მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელმა დორტმუნდის "ბორუსიას" კარი დალაშქრა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში (3:0) თავისი წვლილი შეიტანა. რობენმა "ბაიერნის" რიგებში 49-ე ბუნდესლიგური გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა: 11 ბურთი "რეალში", 15 - "ჩელსიში", 17 - "პსვ ეინდჰოვენში" და 8 - "გრონინგენში".

საინტერესოა, რომ "ბაიერნი" და "ბორუსია" ერთმანეთს მე-100-ედ შეხვდნენ და მიუნხენურმა გუნდმა, ბუნდესლიგის ეგიდით, "ბორუსიასთან" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, რომელიც 2010 წლის თებერვალში დაიწყო. "რეკორდმაისტერმა" ზედიზედ 50-ე შეხვედრაში გაიტანა, რაც გერმანიის ჩემპიონატის რეკორდია. ასევე, "ბაიერნმა" 15 ტურის შემდეგ 35 ქულა მოაგროვა - ასეთი შედეგი ბუნდესლიგის ისტორიაში აქამდე არავის ჰქონია.

8 - ნაკრებს აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოპოვებული და 2014 წლის მუნდიალზე რვავე ითამაშებს. ეს ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც ურუგვაიმ პლეი ოფში იორდანიას აჯობა და ჩემპიონატის მონაწილე 32-ე გუნდი გახდა.

სამხრეთამერიკელებს ფინალურ ეტაპზე 6 გუნდი ეყოლებათ - ამაზე მეტი წარმომადგენელი კონმებოლს მხოლოდ პირველ, 1930 წლის მუნდიალზე (7) ჰყავდა.

საინტერესოა, რომ აფრიკიდან ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური იმ ხუთმა გუნდმა მოიპოვა, რომელმაც 2010 წლის მუნდიალზეც ითამაშა. ზოგადად კი, მსოფლიოს ჩემპიონატს მხოლოდ ერთი დებიუტანტი ეყოლება - ბოსნიის ნაკრები.

სულ, მომავალ ჩემპიონატზე 8 ისეთი ნაკრები ითამაშებს, რომელიც 2010-ში ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა. ბოსნიის გარდა, ესენი არიან: ბელგია, კოლუმბია, კოსტა რიკა, ხორვატია, ეკვადორი, ირანი და რუსეთი.

6 - უპასუხო გოლი გაუტანა "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" და ლონდონურ გუნდს პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მწარე მარცხი აგემა. ასეთივე ანგარიშით "დეზებმა" 1993 წელს, "შეფილდ იუნაიტედთან" წააგეს, სამი წლის შემდეგ კი "ნიუკასლთან" ასევე 6-ბურთიანი სხვაობით, ოღონდ 1:7 დამარცხდნენ.

"სიტიმ" პირველ 6 საშინაო შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და "სანდერლენდის" 1935/36 წლების სეზონის შედეგი გაიმეორა. იმ წელს "სანდერლენდი" ინგლისის ჩემპიონი გახდა, "მანჩესტერ სიტი" კი ამჟამად მეოთხე ადგილზეა. საინტერესოა, რომ "სიტის" ამ სეზონში მხოლოდ "ეტიჰადზე" აქვს იმაზე მეტი გოლი გატანილი, ვიდრე პრემიერლიგის რომელიმე გუნდს შინ თუ გარეთ.

კვირას გამართული მატჩის პირველი გოლი მე-14 წამზე გავიდა, როდესაც უგო ლორისის კარი ხესუს ნავასმა დალაშქრა და "სიტის" რეკორდი დაამყარა. აქამდე პრემიერლიგაში მანჩესტერული გუნდის ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი ბრაზილიელი ჯოვანი იყო, რომელმაც 2007 წელს "უიგანის" კარში შეხვედრის 30-ე წამზე გაიტანა.

4 - გოლი გაიტანა კარლოს ველამ "სელტას" კარში და "სოსიედადს" 4:3 მოაგებინა. მექსიკელი ფეხბურთელი გახდა პირველი მოთამაშე ამ სეზონის ევროპის წამყვანი ხუთი ჩემპიონატიდან, ვინც ერთ შეხვედრაში სამზე მეტი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე ველას 8-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, ხოლო ბოლო 14 შეხვედრაში თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა.

"ბარსელონამ" "გრანადას" 4:0 მოუგო და ზედიზედ 23-ე საშინაო გამარჯვება მოიპოვა. ამაზე უკეთესი სერია კატალონიურ გუნდს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 1958-60 წლებში ჰქონდა, როდესაც მიჯრით 39 საშინაო შეხვედრაში იმარჯვა.

ხერარდო მარტინოს გუნდის 25-მატჩიანი წაუგებელი სვლა კი სამშაბათს, "აიაქსთან" დასრულდა, როდესაც 10-კაციანმა ამსტერდამულმა გუნდმა გაძლო და "ბარსას" 2:1 მოუგო. ეს იყო არგენტინელი სპეციალისტის პირველი მარცხი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კვირა ციფრებში: ვარსკვლავები და სანაკრებო რეკორდები

ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"მანჩესტერ სიტი": ვის გაუშვებს ზაფხულში პეპ გვარდიოლა?
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
ქართველების "სან ხოსე" პლეი-ოფს მიღმა დარჩა, კარლოს ველამ MLS-ის რეკორდი დაამყარა
ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ
კასანოს კრიტიკით დაიღალა - ლეაომ იტალიელს პასუხი გასცა
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
ევერტონი-მანჩესტერ სიტი 2:1 - მასპინძლებს რომელუ ლუკაკუმ მოაგებინა [VIDEO]
ხესუს ნავასი "სევილიაში" დაბრუნდა
MLS-ის სეზონის MVP ველაა - მან იბრაჰიმოვიჩზე ხუთჯერ მეტი ხმა მიიღო
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ბეილის ახალი კლუბი ცნობილია - უელსელი ევროპაში აღარ ითამაშებს
"მომდევნო 15 წელიწადში ეს ორი მსოფლიოს გააგიჟებს" - ანტონიო კასანო
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
შესაძლოა, დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" პარალელურად არგენტინის ნაკრებიც გაწვრთნას
არგენტინის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
კარლოს ველა "ბარსელონაზე" - ვის არ უნდა მესისთან თამაში?
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
მექსიკის ნაკრებს მუნდიალზე 2 ვარსკვლავი დააკლდება
ვარსკვლავები, რომლებსაც ზაფხულში კონტრაქტები უმთავრდებათ
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი მექსიკის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
კარლოს ველამ "ბარსელონაში" ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი - 28 აგვისტოს დაიჯესტი
"არავითარი რაშფორდი, "ნაპოლიმ" "კვარას" შემცვლელად ეს შემტევი უნდა დაიმატოს" - კასანოს რჩევა "პარტენოპეის"
მაიამის "ინტერის" მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნეს
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს პატივისცემის ნიშნად პომიდვრები აჩუქეს
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია