ახალი ესპანელი "არსენალში"
ჩემპიონთა ლიგაში "არსენალს" ხუთ თამაშში 12 ქულა აქვს, თუმცა სიტუაცია ცხრილში იმდენად დაძაბულია, რომ ჯერ გარანტირებული არაფერია.

ბოლო ტურში "ნაპოლისთან" მას ერთბურთიანი სხვაობით წაგებაც კი აძლევს ხელს, რათა პლეი ოფის საგზური მოიპოვოს, მაგრამ იმაშიც დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ არსენ ვენგერი საკუთარ გუნდს მოედანზე ამ მიზნით არ გაიყვანს. მოვუსმინოთ, თუ რა განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა "მარსელთან" გამარჯვების შემდეგ:

"თამაშის მიმდინარეობას მთლიანად ვაკონტროლებდით. შესაძლოა, შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში გარკვეული პრობლემები გვქონდა, თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენი უპირატესობა წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ. მიუხედავად 12 ქულისა, მიზანს ჯერ ვერ მივაღწიეთ. დაუჯერებელია, რადგან ჩემპიონთა ლიგაში 150-მდე თამაში მაქვს ჩატარებული და მსგავსი რამ არ მახსენდება.

შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ "არსენალი" უბრალოდ არ გაუშვებს გოლს და ამით ყველაფერი დამთავრდება, მაგრამ ამაზე ტაქტიკის აგება სერიოზული შეცდომა იქნებოდა. იტალიაში მოსაგებად უნდა წავიდეთ, ნებისმიერი სხვა შედეგი მიუღებელი იქნება. კარგია, რომ ტრავმირებულები დაგვიბრუნდნენ, რადგან ლიგის ბოლო ტურამდე ჩემპიონატში სამი თამაში გველის. შესაბამისად, შემადგენლობის როტაცია მოგვიწევს, რათა არც შიდა ასპარეზზე დავზარალდეთ და არც ნეაპოლის თამაშს შევხვდეთ გადაღლილები.

უილშირი თავისი ბუნებით ბომბარდირი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ბედნიერი ვიქნები, თუკი აღმოჩნდება, რომ აქამდე ვცდებოდი. ჯეკი ალბათ ფიქრობს, რომ თუკი რემსის შეუძლია შედეგიანად თამაში, მან რატომ ვერ უნდა მოახერხოს. ეს ხუმრობით, თუმცა მიმაჩნია, რომ გოლი თითოეული ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, ფეხბურთის თამაშს აზრი დაეკარგება.

კარგია, რომ შეტევის ბოლო ფაზაში უილშირმა ორჯერვე მშვიდად იმოქმედა. რასაც ჯეკი მოედანზე აკეთებს, ყველაფერს წინასწარ თვლის. ხანდახან ის ისეთ ცარიელ ადგილს ხედავს მინდორზე, რომელსაც სხვა ვერავინ შეამჩნევდა".

ესპანელის ლონდონური პერსპექტივა

"ბეტისის" 19 წლის მარცხენა ნახევარმცველს, ალვარო ვადილიოს "არსენალში" ტრანსფერისგან უკვე ძალიან ცოტა აშორებს. ესპანური და ინგლისური წყაროების ცნობით, საკითხს უახლოეს მომავალში დაესმება წერტილი.

ზაფხულში ნიჭიერი თინეიჯერით "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო დაინტერესებული, თუმცა გარიგება ვადილიოს მუხლის უმნიშვნელო ტრავმამ ჩაშალა. მას შემდეგ "ეშმაკები" სევილიელებს აღარ დაკავშირებიან. "არსენალი" უკვე დათანხმდა 20 მილიონი ევროს გადახდაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. V ტური. F ჯგუფი: სამეულის შანსი ბოლო ტურში [VIDEO]

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნორვიჩს" ჯეკ უილშირი გაწვრთნის
პირველი პროფესიონალური სამწვრთნელო საქმიანობა - ჯეკ უილშირს ინგლისური კლუბი ჩააბარეს
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
უილშირმა თამაშს თავი დაანება და 3 დღეში მწვრთნელობა დაიწყო
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
როგორ ავუხსნა შვილებს, რომ აღარავის ვჭირდები?! - ჯეკ უილშირის სევდა...
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა