ლევან ყიფიანმა ფედერაციების წარმომადგენლებს სამინისტროს დაკვეთით შესრულებული კვლევის შედეგები გააცნო
28 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროში სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

მინისტრმა ფედერაციების წარმომადგენლებს სამინისტროს დაკვეთით შესრულებული კვლევის შედეგები გააცნო. კვლევა საქართველოს სოციალური და მარკეტინგული კვლევის ცენტრმა ჩაატარა.

კვლევის მიზანი იყო - "საზოგადოებრივი აზრის კვლევა სპორტთან მიმართებაში". საქართველოს 10 რეგიონში შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა 1500 რესპონდენტი. კვლევა განისაზღვრა 95%-იანი სანდოობით, სტატისტიკური ცდომილების ±2,5%-ის ფარგლებში.

მეთოდოლოგია

საქართველოს სოციალური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა ჩაატარა მოსახლეობის გამოკითხვა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში სპორტის სფეროში არსებული პრობლემებისა და განვითარების მიმართულებების შესწავლა; მოსახლეობის ინტერესების, მოთხოვნილებების, მოტივაციის, ჩვევების, საქმიანობის და თავისუფალი დროის განაწილების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

გამოკითხვის პროცედურა და ჩატარების ვადები

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2013 წლის 27 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით. კვლევა ჩატარდა საქართველოს 10 რეგიონში, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად, გარდა კონფლიქტური ზონებისა. გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი მრავალსაფეხურიანი რეპრეზენტატული შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. შერჩევის სიდიდე განისაზღვრა მონაცემთა 95%-იანი სანდოობით, სტატისტიკური ცდომილების ±2,5%-ის ფარგლებში.

შედეგი

კითხვაზე - "რა უნდა გაკეთდეს საქართველოში სპორტის განვითარებისათვის პირველ რიგში?" მოსახლეობის უმრავლესობა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უპირატესობას (71%) სპორტული კლუბების შექმნას ანიჭებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი (70%-ზე მეტი) საერთოდ არ არის დაკავებული ფიზიკური აქტივობით. გამოიკვეთა ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორებიც. რესპონდენტთა უმრავლესობა სპორტსა და სპორტულ აქტივობებში ჩაბმის ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად ინტერესის არქონას და დროის სიმცირეს ასახელებს.

კითხვაზე, თუ რა უშლის ხელს საქართველოში სპორტის განვითარებას, რესპონდენტთა დიდი ნაწილი (77,6%) აღნიშნავს, რომ სპორტის განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არასაკმარისი დაფინანსებაა. ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდება სპორტული სკოლებისა და სექციების არასაკმარისი რაოდენობა - 55%. გამოკითხულთა 83% სპორტის უპირატეს მიმართულებად მასობრივ სპორტს ასახელებს. ამ შემთხვევაში სრულად ემთხვევა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აზრი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გაცხადებულ პრიორიტეტს.

მოსახლეობის დიდი ნაწილი (87,1%) სპორტის გამაჯანსაღებელ ფუნქციას ანიჭებს უპირატესობას. ქვეყანაში სპორტის სახეობებიდან ყველაზე განვითარებულად რაგბი ითვლება, რასაც გამოკითხულთა 67,4% აღნიშნავს. ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად ფეხბურთი რჩება - 64,6%.

კითხვაზე: "თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრის სპორტის რომელ სახეობაში ისურვებდით ჩაბმას?" ყველაზე მეტი პროცენტი (23,2%) ფეხბურთმა მიიღო. კვლევაში აღინიშნა, რომ შშმ და სოციალურად დაუცველ ბავშვთა სპორტში ჩაბმა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (96,9%, 98,3%) აღნიშნავს.

კვლევის შედეგები მედიასთან მიმართებაში

რესპონდენტთა უდიდესი ნაწილი (91%) აღნიშნავს, რომ სპორტულ მოვლენებზე ინფორმაციის მიღების ყველაზე კარგი საშუალება ტელევიზიაა. მოსახლეობის უმრავლესობა (57,5%) თავისუფალ დროს ტელევიზორთან ატარებს და გამოკითხულთა თითქმის მესამედი (31.9%) ყოველდღე ადევნებს თვალს სპორტულ სიახლეებს.

წყარო: msy.gov.ge

PARFIUMER
ის არავინ არ თქვა რომ ნორმალური სპორტული გადაცემა არ არსებობს ამ ქვეყანაში? არავინ არსად ლაპარაკობს რაგბზე, კალათბურთზე და ა.შ.
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ავტოკატასტროფის შედეგად ქართველი მორაგბის მამა დაიღუპა
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
კარგი ამბავი მსოფლიო ფეხბურთისთვის - ჩინეთში ხელფასების მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრეს
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
ფეხბურთის წესებში ცვლილებები ძალაში შევიდა - რა იცვლება ფეხბურთში?
"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენას მთების გადადგმა შეუძლია - წინასამატჩო მოთელვა
კურიოზი - გულშემატკივრის გატანილ გოლს ვერავინ მიხვდა [VIDEO]
რაგბიზე შეყვარებული ფანის ისტორია, რომელმაც ალიასკაში სტადიონი ააშენა [PHOTO]
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
რაგბის ლეგიონი: ბექა გორგაძე ელიტურ რაგბის დაუბრუნდა
2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ამბების მიმოხილვა - ქართველები მსოფლიო ასპარეზზე
გასაოცარი საფეხბურთო სამყარო გრენლანდიაში [PHOTO]
რა ხდება უცხოურ რაგბიში? - ივლისის ტესტები...
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
პირველად 1981 წლის შემდეგ - ირანში ქალებს მატჩზე დასწრების უფლება მისცეს [PHOTO]
ისტორიის კვალდაკვალ - ჩვენს ცხენებს საკუთარი ჩრდილის არ ეშინიათ