ქალაქელთა დაცვა კომპანის გარეშე ისევ კოჭლობს
ჩემპიონთა ლიგის V ტურში, თანაქალაქელისგან განსხვავებით, საკუთარი ძალების დემონსტრირება "მანჩესტერ სიტიმ" ვერ შეძლო, რაც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ქალაქელთა" თავკაცს არც დაუმალავს.

გუნდს აშკარად აკლდა მოტივაცია. ფეხბურთელებს ეტყობოდათ, რომ პლეი ოფში გასვლის შემდეგ ყურადღება გაფანტული ჰქონდათ. ასეთი თამაშით ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაზე ხმამაღლა ლაპარაკი დაუსაბუთებელი ოპტიმიზმის ბრალი გვგონია, მით უმეტეს, რომ მიზნის მისაღწევად "სიტის" მიუნხენის "ალიანს არენაზე" დიდი ანგარიშით მოგება სჭირდება.

მანუელ პელეგრინი: "კმაყოფილი ვარ, რომ სამი ქულა ავიღეთ, თუმცა კარგად ნამდვილად არ გვითამაშია. ფაქტი სახეზეა, რადგან ჯო ჰარტს აქამდე ჩატარებულ არც ერთ შეხვედრაში ამდენი საქმე არ ჰქონია, რასაც ნამდვილად არ ველოდი. "პლზენი" მომენტს მომენტზე ქმნიდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ჩვენ გავიმარჯვეთ. დადასტურდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია მოტივაცია. ამან ჩეხებს კარგი სამსახური გაუწია, ისინი ხომ ევროპალიგაზე გადასასვლელად იბრძვიან.

ჩვენ შორის განსხვავება სწორედ ეს იყო. დაცვაში ნამდვილად სერიოზული პრობლემები გვაქვს, რადგან იგივე სიტუაცია იყო ცსკა-სთან წინა მატჩშიც. ორი გოლის გარდა, "პლზენს" დღეს 2-3-ჯერ კიდევ შეეძლო თავის გამოჩენა. შეტევაში მაღალ დონეზე თამაში და თითოეულ შეხვედრაში 4-4 გოლის გატანა რომ შეგვიძლია, ეს კარგია, თუმცა, პარალელურად, ამდენ შეცდომას ნამდვილად არ უნდა ვუშვებდეთ.

შემტევი გუნდი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუკი თავს მშვიდად დაიცავს. კონკრეტული ფეხბურთელების გვარების ჩამოთვლას არ მოვყვები, რადგან კარის უსაფრთხოება მთლიანად გუნდის საზრუნავია. თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებს ვაფრთხილებდი, რომ მეტოქისთვის სივრცე არ უნდა დაეთმოთ, რადგან მას შეეძლო ჩვენი დასჯა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. V ტური. D ჯგუფი: შეუჩერებელი რეკორდმაისტერი [VIDEO]

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
"მათი გუნდური სულისკვეთებით მოხიბლული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს ვეთამაშებით" - ვენსან კომპანი პსჟ-სთან მატჩის წინ
ლონდონის "ჩელსი" ახალ მეკარეს ეძებს
ქართველმა ნახევარმცველმა "ბაიერნის" პირველ გუნდში ივარჯიშა
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
ჰარტი გვარდიოლაზე ნაწყენი არ არის
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
ჯო ჰარტი შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გადავიდეს
"ბაიერნმა" კომპანის გარანტიები მისცა - ბელგიელს მარტივი ამოცანა აქვს
კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
ჯო ჰარტმა 12 წლის შემდეგ "სიტი" დატოვა და ახალ კლუბში გადავიდა
ჰარტი: არ მგონია, რომ "რეალი" კურტუას მოისვრის და მე ამიყვანს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
ჯო ჰარტი: რა დამოკიდებულება მაქვს გვარდიოლას მიმართ?!.