ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

არგენტინის TOP 25

არგენტინის TOP 25

არგენტინის ჩემპიონატი ყოველთვის იყო ნიჭიერი და არაორდინალური მოთამაშეების ნამდვილი საბადო

არგენტინის ჩემპიონატი ყოველთვის იყო ნიჭიერი და არაორდინალური მოთამაშეების ნამდვილი საბადო, მაგრამ ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ევროპა აბსოლუტურად ყველა არგენტინელს თავისკენ ექაჩება. შესაბამისად, იქაური მოთამაშეების კლასზე მხოლოდ ევროპულ კლუბებში ან ეროვნულ ნაკრებში გამოსვლით არ უნდა ვიმსჯელოთ.

აქ მოყვანილ რეიტინგში არჩეულია 25 საუკეთესო მოთამაშე - ისინი არგენტინის პრიმერა დივიზიონს წარმოადგენენ. და რაც მთავარია, ეს მხოლოდ ნაწილია იმ მოთამაშეებისა, რომლებიც საფეხბურთო სამყაროს ღირსეულ ყურადღებას იმსახურებენ.

25. როლანდო სკიავი (37 წლის, ცენტრალური მცველი, ნიუელსი)

თავისი კარიერის საუკეთესო წლებშიც სკიავის ვერ ამჩნევდნენ ნაკრების მწვრთნელები, არადა, ეს ფეხბურთელი იმსახურებდა თუნდაც ერთი შანსის მიღებას. დიეგო მარადონამ კი გარისკა და "ნიუელსის" დაცვის 36 წლის ლიდერი ნაკრებში მიიწვია, თანაც ოფიციალურ მატჩში. უფრო მეტიც, დიეგომ კარგად იცოდა ამ მცველის "მეორე სართულზე" უნარიანი თამაშის შესახებ და როლანდო არგენტინის გადასარჩენად შეუშვა მოედანზე (სებასტიან დომინგესის ნაცვლად) მაშინ, როცა ნაკრები მინიმალური ანგარიშით, მაგრამ უიმედოდ აგებდა პარაგვაიში. და ამ ნაბიჯმა კინაღამ გაამართლა - ერთადერთი მომენტი "ალბისელესტემ" 93-ე წუთზე შექმნა, როცა მარტინ პალერმოს პასის შემდეგ სკიავიმ ბოლო მომენტში ვერ მოარტყა ბურთს თავი, არადა კარი ცარიელი იყო. მარადონას პერიოდში მცველმა კიდევ სამი მატჩი ითამაშა ნაკრებში, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ წავიდა.

სამაგიეროდ, სკიავის საკლუბო კარიერა შთამბეჭდავი გახლავთ. 177 მატჩი (11 გოლი) "არხენტინოს ხუნიორსში", 121 (13) - "ბოკაში" და 108 (16) - "ნიუელსში". მოასწრო ესპანულ "ერკულესსა" (2006) და ბრაზილიურ "გრემიოში" (2007) თამაში.

"ბოკაში" იმ დროს გამოდიოდა, როცა გუნდი ტიტულებს აგროვებდა: კოპა ლიბერტადორესი, სუდამერიკანა, საკონტინენთაშორისო თასი, არგენტინის ჩემპიონობა - ყველაფერი, რაზეც შეიძლება ლათინოამერიკელმა იოცნებოს. ახლაც 37 წლის ასაკში ის ჩემპიონატის ერთ-ერთი საიმედო დაცვის ლიდერია და თან რეგულარულად გააქვს გოლები. ჯერერთი შტატიანი პენალტისტია და გარდა ამისა, სტანდარტების დროს ძალიან საშიშია მეტოქის საჯარიმოში.

24. სებასტიან გრაცინი (29 წლის, ენგანჩე, ოლ ბოისი)

არგენტინული ფეხბურთის ძალიან ნიჭიერი, მაგრამ დაუფასებელი ენგანჩე. მეტსახელიც შთამბეჭდავი აქვს - El Magico. ახალგაზრდა ასაკში ის "სევილიას" სკაუტებმა შეამჩნიეს, მაგრამ შანსი ვერ მიიღო და დაიწყო მოგზაურობა არგენტინის, ბელგიის, იტალიისა და ვენესუელას მეორეხარისხოვან კლუბებში. 2008 წელს "ნიუელსისგან" მიიღო მიწვევა, ნახევარი წლის შემდეგ კი აველანედიას "რასინგში" გაიყიდა. წლინახევრის განმავლობაში ის "აკადემიის" ("რასინგის" მეტსახელი) საყვარელი ფეხბურთელი გახდა, მაგრამ მწვრთნელმა მიგელ ანხელ რუსომ მიანიშნა, რომ გრაცინიზე იმედებს არ ამყარებდა. ამიტომაც სებასტიანს მთავარი დივიზიონის დებიუტანტ "ოლ ბოისში" გადასვლა მოუწია. ახლა ის ამ მოკრძალებულ კლუბში ერთადერთი ნათელი წერტილია, მაგრამ აქაც იგრძნო მწვრთნელისგან დაუფასებლობა, შესაბამისად ყოველთვის ვერ ხვდება სასტარტოში.

23. ლუკას ვიატრი (23 წლის, თავდამსხმელი, ბოკა ხუნიორსი)

ვიატრიმ საკუთარი თავი ორი წლის გააცნო საფეხბურთო საზოგადოებას. მისი გოლების გარეშე "ბოკა" ვერ მოიგებდა 2008 წელს აპერტურას (8 გოლი, მათ შორის ერთი "სუპერკლასიკოში), რომელიც ჯერჯერობით ბოლოა არგენტინული გრანდისთვის. მაგრამ ლუკასს ხშირად რეზერვისტის როლით უწევდა დაკმაყოფილება, რადგან ცენტრფორვარდის პოზიცია მარტინ პალერმოს ჰქონდა ჩაბარებული.

კლაუდიო ბორხიმ გადაწყვიტა, რომ გუნდში არ ჰყავდა კარგი "მსუბუქი" ფორვარდი და შეიძლებოდა შეტევაში ორივე პოზიციაზე ორი "ცხრიანის" დაყენება. და როგორც აღმოჩნდა, ასეთი ვარიანტი ეფექტური ყოფილა - ვიატრიც და პალერმოც მიმდინარე ჩემპიონატში ბომბარდირთა შორის არიან.

22. ლეანდრო რომანიოლი (29 წლის, ენგანჩე, სან ლორენსო)

2001 წელს იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაბრწყინების შემდეგ რომანიოლი თავიდანვე ევროპაში არ გაქცეულა. 2004 წლამდე "სან ლორენსოსში" დარჩა, რის შემდეგაც ჯერ მექსიკაში გადავიდა და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოჩნდა ლისაბონის "სპორტინგში". პორტუგალიაში ამ ნიჭიერი მოთამაშის საქმეები არ აეწყო, რასაც ტრავმებმაც შეუწყო ხელი. 2009 წლის ზაფხულში ლეანდრომ საყვარელი "სან ლორენსოს" გამო უარი თქვა მექსიკური და ბრაზილიური კლუბებისგან სარფიან წინადადებებზე, მაგრამ დიეგო სიმეონეს სათამაშო სქემას ვერ მოერგო - "ელ ჩოლოს" პრიმიტიული ფეხბურთისთვის ის გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

2010 წელს კლაუსურაში წარუმატებლობის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ სიმეონეს კარისკენ მიუთითა. მოვიდა რამონ დიასი და ლეანდრო ისევ ძირითადშია.

21. მაურისიო სპერდუტი (24 წლის, შემტევი ნახევარმცველი, ნიუელსი)

როსარიოში დაბადებული, დღემდე ამ ქალაქის ერთ-ერთ კლუბში თამაშობს. ტექნიკურია, აქვს კარგი პასი, ურტყამს საჯარიმოებს და ხშირად იტანს სტანდარტული მდგომარეობებიდან. შესანიშნავ შემტევ დუეტს ქმნის მაურო ფორმიკასთან, რისი წყალობითაც "ნიუელსი" ცხრილის ზედა ნაწილშია.

20. ხუან მერსიერი (30 წლის, საყრდენი ნახევარმცველი, არგენტინოს ხუნიორსი)

2010 წელს კლაუსურაში "არგენტინოს ხუნიორსის" ჩემპიონობა არ შედგებოდა, რომ არა სამი ადამიანი: მწვრთნელი კლაუდიო ბორხი და ცენტრში მერსიერისა და ნესტორ ორტიგოსას ტანდემი. თუ ორტიგოსამ პარაგვაის ნაკრებში მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატში ითამაშა, მარადონამ მერსიერი ბოლო მომენტში ამოაგდო შემადგენლობიდან.

ტექნიკა არ დაეწუნება, შეუძლია შეტევა და ბურთის ართმევა, კარგად ხედავს მოედანს. "ბოკას" მხრიდან დიდი ინტერესის მიუხედავად, მან არ დატოვა "არგენტინოსი", ისევე როგორც, ორტიგოსამ. მაგრამ მათ ძველი პარტნიორები აღარ ჰყავთ. თანაც ბორხი "ბოკაში" გადავიდა, რასაც მკვეთრი ჩავარდნა მოჰყვა. თუმცა დუეტი მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყანაში.

19. ხუან მარტინესი (25 წლის თავდამსხმელი, ველეს სარსფილდი)

"ველეს სარსფილდის" აღზრდილია, თუმცა თავდაპირველად თავი ვერ გამოიჩინა და მხოლოდ მას შემდეგ ათამაშდა, რაც იჯარის წესით რამდენიმე კლუბი მოიარა. კოლუმბიასა და საუდის არაბეთში თამაშიც კი მოასწრო. ახლა ის გაიხსნა და რიკარდო გარეკას გუნდში ერთ-ერთ შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ამ მომენტისთვის პარტნიორ სანტიაგო სილვასთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. სხვათა შორის, ამ სიაში სილვას ვერ იპოვნით - ის ურუგვაელია.

არიელ ორტეგასთან გარეგნული მსგავსების ხუანს გამო "ბურიტო" ("ვირი") უწოდეს.

18. ვალტერ ერვიტი (30 წლის, შემტევი ნახევარმცველი, "ბანფილდი")

2009 წლის აპერტურაში "ბანფილდის" ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. იმ სეზონში თავისი პარტნიორების უმრავლესობისგან განსხვავებით, დღემდე ამ გუნდის რიგებშია, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენა ძალიან უნდოდა "რივერ პლეიტს". ახლა მთელი "ბანფილდი" ერვიტის იმედზეა. ტექნიკა, ინტელექტი, პასი - მას ეს ყველაფერი აქვს.

17. მარიანო პავონე (28 წლის, თავდამსხმელი, რივერ პლეიტი)

ფეხბურთში იშვიათად შეხვდები ასეთი თვისებების მქონე თავდამსხმელს. აქვს კარგი საგოლე ალღო და ფიზიკური მონაცემები, მაგრამ ტექნიკაც არ დაეწუნება. ფეხებით მუშაობაში ძლიერია და დამაჯერებლად გრძნობს თავს ჰაერში. ნებისმიერი ურთულესი სიტუაციიდან იტანს გოლებს და არც პარტნიორებს ივიწყებს.

ასეთი იყო ის "ესტუდიანტესში", "ბეტისში" კი ეს თვისებები ვერ გამოავლინა. ახლა სამშობლოში დაბრუნდა - "რივერ პლეიტის" შეტევების ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

16. მაურო ფორმიკა (22 წლის, შემტევი ნახევარმცველი, ენგანჩე, თავდამსხმელი, "ნიუელსი")

ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე არგენტინის ჩემპიონატში იმათგან, ვინც "ოც წელზე ცოტა მეტისაა". ფორმიკა 22 წლის ასაკში "ნიუელსის" ლიდერია. ერთი წლის წინ ის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, როცა გუნდს ტიტულამდე ბოლო მატჩის მოგება დააკლდა. სწრაფი, ძალიან ტექნიკური, კარგი პასის მქონე. თამაშის მანერით ოდნავ კაკას მოგვაგონებს. არგენტინის ჩემპიონატში 18 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი.

P. S. რამდენჯერმე ვახსენეთ სიტყვა - "ენგანჩე". ეს სამხრეთამერიკული ტერმინია და ის საფეხბურთო ამპლუას ნიშნავს, რომელიც თავის თავში აერთიანებს სუფთა გამთამაშებლისა (მოედანზე ყოველგვარი კონკრეტული პოზიციის გარეშე) და გუნდის ლიდერის ფუნქციებს. ენგანჩე, როგორც წესი, ნახევადაცვასა და თავდასხმას შორის მოქმედებს და მუდმივად თავის თავზე იღებს გუნდის თამაშს. ეს არ არის ეპიზოდის ფეხბურთელი - მასზე უნდა აეწყოს გუნდის მთელი თამაში, რაც იშვიათია თანამედროვე ფეხურთში. ამიტომაც უმაღლესი დონის გუნდებში ენგანჩეები სულ უფრო იშვიათად გვხვდებიან.

აპერტურა 2010

ტურის შემდეგ

ტურის გმირი. სერხიო არაუხო ("ბოკა ხუნიორსი"). 2009 წელს ნიგერიაში გამართულ 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაბრწყინების შემდეგ, არაუხოს გამოჩენას "ბოკა ხუნიორსის" შემადგენლობაში მოუთმენლად ელოდნენ. "არსენალის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა მხოლოდ მეხუთე იყო 18 წლის თავდამსხმელისთვის, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კვირას შედგა მისი ნათლობა დიდ ფეხბურთში.

მატჩის დასაწყისში ტრავმა მიიღო ლუკას ვიატრიმ და რობერტო პომპეიმ მოედანზე ახალგაზრდა ტალანტი შეუშვა. უკვე შვიდი წუთის შემდეგ მან ლამაზი გოლი გაიტანა, რომელიც თავიდან ბოლომდე მან შექმნა. ამ გოლს კი დარჩენილ დროში კარგი თამაშიც დაურთო თან.

ვიატრი მინიმუმ კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებს, ასე რომ, არაუხოს ჩვენ "ნიუელსთან" მომდევნო ტურში სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

ტურის კურიოზი. მაინც და მაინც სახალისო ეპიზოდი არ არის, მაგრამ კურიოზთა რიცხვს მაინც უნდა მივაკუთვნოთ. "ოლიმპოსა" და "არგენტინოს ხუნიორსის" მატჩის არბიტრმა ხუან პაბლო პომპეიმ თამაშის დროს... მზის დარტყმა მიიღო. ამასთან, ტემპერატურა სულ რაღაც 21 გრადუსი იყო.

- "ესტუდიანტესი" ისევ ერთპიროვნული ლიდერია. "სტუდენტებმა" სუფთა პირველი ადგილი მე-14 ტურის შემდეგ დაკარგეს, მაგრამ მათ მშველელად თანაქალაქელი და დაუძინებელი მტერი "ხიმნასია" მოევლინა, რომელმაც ორი ქულა არ დაანება "ველეს სარსფილდს". თუმცა დარჩენილ ტურებში "ველესს" უკეთესი კალენდარი აქვს და ამიტომაც არავინ ჩქარობს "ესტუდიანტესისთვის" უპირობო ფავორიტის სტატუსის მინიჭებას.

- რობერტო პომპეი დაუბრუნდა "ბოკა ხუნიორსის" მთავარი მწვრთნელის სავარძელს. ხელმეორე დებიუტი მას კვლავ "არსენალის" წინააღმდეგ ჰქონდა და ისევ მოიგო - ამჯერად 2:1 (შარშან - 4:0).

- ასევე პირველივე მატჩი მოიგო გაბრიელ შურერმა. ეს გახლავთ "ლანუსის" ახალი მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ლუის სუბელდია შეცვალა. "ლანუსი" ბოლო ტურში დამაჯერებლად გაუსწორდა "ტიგრეს". საინტერესო იქნება შურერის მუშაობაზე დაკვირვება, რადგან მის გუნდს ლიბერტადორესის თასზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს.

სხვათა შორის, 2007 წლის აპერტურას ჩემპიონმა ბოლო მოგებით ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

- "ინდეპენდიენტეს" მოუგებელი სერია ხუთ მატჩამდე ავიდა, აქედან ოთხი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

- "მწვრთნელი-ყოფილი კლუბის" პრინციპით ორი საინტერესო დაპირისპირება შედგა: რამონ დიასი "რივერ პლეიტის" და ანტონიო მოჰამედი "კოლონის" წინააღმდეგ. დიასისთვის "რივერი" მშობლიური კლუბია, რომელსაც უამრავი ტიტული მოაპოვებინა. შესაძლოა, მოჰამედისთვისაც "კოლონი" ასევე მშობლიური გუნდი იყოს, რადგან წლევანდელი აპერტურა სწორედ ამ კლუბის მთავარ მწვრთნელად დაიწყო, მაგრამ შვიდი ტურის შემდეგ კარისკენ მიუთითეს და სულ მალე "ინდეპენდიენტეში" დანი გრანეროს ადგილი დაიკავა.

არ შეიძლება არ ვახსენოთ ერთი საინტერესო ინციდენტი. მეორე ტაიმის წინ მსაჯმა მოჰამედი ტრიბუნებზე მიაბრძანა, რადგან "ინდეპენდიენტე" დაგვიანებით გაიყვანა მოედანზე. არადა, "ეშმაკებმა" სულ რაღაც 35 წამით დაიგვიანეს გასახდელიდან გამოსვლა, მაგრამ მსაჯმა ლუსტომ პრინციპულობა გამოიჩინა. ასეთია ახალი წესი და მის გამო უკვე დაზარლდა კლაუდიო ბორხი - "ბოკა ხუნიორსის" აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი.

- ბოლო ტურში მხოლოდ 18 გოლი გავიდა (საშუალოდ - 1.8), აქედან მასპინძლებმა 13-ჯერ გამოიჩინეს თავი.

წლევანდელ აპერტურაში იშვიათად ფიქსირდება დუბლები. ამ ტურშიც მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა შეძლო ორი გოლის გატანა - მარიო რეგეირომ "ტიგრესთან" მატჩში გამოიჩინა თავი.

"ველესის" ფეხბურთელები - სილვა და მარტინესი კვლავ რვა გოლით ლიდერობენ ბომბარდირთა დავას. მათ სამი მოთამაშე უდგათ კვალში: სტრაკალურსი ("ტიგრე"), პალერმო ("ბოკა") და დავიდ რამირესი ("გოდოი კრუსი") - შვიდ-შვიდი გოლი. მაურო ობოლოს ("არსენალი") - ექვსი გოლი აქვს.

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?