კვირას, 1 დეკემბერს, 15:00 საათზე ახალციხის მკვიდრი არტაშეს ელბაქიანი რაბათის ციხეზე მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება
კვირას, 1 დეკემბერს, 15:00 საათზე ახალციხის მკვიდრი არტაშეს ელბაქიანი რაბათის ციხეზე მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება.

მისი მიზანია ტურნიკზე წინ მიმართულებით ტრიალში ყველაზე მეტი მოძრაობის შესრულება. ღონისძიების მხარდამჭერია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა.

აღნიშნულ კატეგორიაში მიმდინარე რეკორდი სომხეთის მოქალაქე რომან შარადიანს ეკუთვნის 152 ერთეულით. აქედან გამომდინარე, მსოფლიო რეკორდსმენის ტიტულის მოსაპოვებლად არტაშეს ელბაქიანს მინიმუმ 153 ბრუნის შესრულება მოუწევს.

ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯების მეთვალყურეობის ქვეშ, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება და წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ახალციხელ სპორტსმენს მისი მიღწევის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მედალი გადაეცემა.

ელბაქიანის ასპარეზობა პირდაპირ ეთერში გადაიცემა საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინტერნეტ-მაუწყებლობის - GRF TV-ის მეშვეობით და ნებისმიერ ინტერნეტ-მომხმარებელს საშუალება ექნება, ფედერაციის ვებ-გვერდიდან, ონლაინ რეჟიმში დააკვირდეს რეკორდის დამყარების პროცესს.

25 წლის არტაშეს ელბაქიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეკორდსმენობის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პრეტენდენტია.

წყარო: www.georgianrecords.com

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა