მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანიც (90) ბრინჯაოს დასჯერდა
ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) მსგავსად, ჩვენი მეორე ლიდერიც, მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანიც (90) ბრინჯაოს დასჯერდა ძიგორო კანოს წლევანდელ მემორიალზე.

ჭრიკიშვილის მსგავსად, ერთადერთი შეხვედრა ამანაც უსახელო იაპონელთან წააგო, რომელიც მერე ასევე ჩემპიონი გახდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამჯერად ეს ნახევარფინალში მოხდა...

კიდევ ერთი მსგავსება ისაა, რომ ბრინჯაოსთვის შეხვედრა ლიპარტელიანმაც უსწრაფესად მოიგო - მხოლოდ 2.03 წუთი დასჭირდა იაპონელი შოჰეი შიმოვადას დასამარცხებლად. საამისოდ ჩვენებურმა ორი, დაახლოებით ერთნაირი გდება გამოიყენა, რაც მისი ტექნიკური არსენალის სიახლედაც შეიძლება მივიჩნიოთ - მარჯვენა ხელიდან ჩავლებით თავისკენ მიიზადა და მოგვერდით წამოიღო.

პირველად ეს შეხვედრის დაწყებიდან სულ რაღაც 20 წამში გააკეთა, რასაც მალევე მიაყოლა მეორეც.

ლიპარტელიანმა პირველ შეხვედრაში ძალიან დაჩაგრა იაპონელი ჰიროტაკა კატო - ჯერ ვაზარი აართვა, მერე კი იპონზეც დასცა. გერმანელი აარონ ჰილდებრანდიც ბეჭებზე დააგდო და ნახევარფინალში გავიდა, იქ კი უძნელეს ბრძოლაში დამარცხდა უცნობ იაპონელ მასიუ ბაიკერთან - ვაზარი კი მიითვალა, მაგრამ ვაზარ-იპონით წააგო.

იაპონელებთან დამარცხდნენ კვირას მოასპარეზე ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც. ალექსანდრე მსხალაძემ (100) პირველივე წრეში ორგზის მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან ტაკაშო ონოსთან წააგო იუკოთი, ლევან მატიაშვილმა (+100) - რიუ სიჩინოესთან წმინდად, გიორგი ზაქარიაძემ - მასარუ მომოსესთან ასევე სუფთად, ოღონდ მანამ გერმანელი სვენ ჰაინლე დაჯაბნა იუკოთი.

ამდენად, ჩვენმა ნაკრებმა ძიგორო კანოს წლევანდელ მემორიალზე გამოსვლა ორი ბრინჯაოთი დაასრულა...

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ძიგორო კანოს მემორიალზე აღარ გამოვა