მინსკის ტურნირი კომერციულია და გამარჯვებული ნაკრები 60 ათას დოლარს მიიღებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუშინ მინსკში გაფრინდა, სადაც ხვალ ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ოლეგ კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირში იჭიდავებს. ბეგი დარჩიამ იქ ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), ანტონ მამაგეიშვილი (66), გენადი გოგიშვილი (74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), მიხეილ ქაჯაია (96) და გურამ ფერსელიძე (120) წაიყვანა.

ამ შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა, რისი გაკეთებაც დარჩიას იძულებით მოუხდა - კოჭი ვერ მოირჩინა ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა სოსო ჯაბიძემ (96) და მის ნაცვლად გუნდში ქაჯაია ჩართო. ჯაბიძეს კოჭი მაშინაც აწუხებდა, როცა დარჩიამ შემადგენლობა დაასახელა - სამი კვირის წინ, თუმცა ექიმებზე დაყრდნობით იმედოვნებდა, რომ ტრავმა მოუშუშდებოდა. ეს არაა ერთადერთი ტრავმა, რამაც გუნდის დაკომპლექტებაზე გავლენა მოახდინა - იმავე მიზეზით მინსკში მსოფლიოს ვერცხლისა და ევროპის ბრინჯაოს პროზიორ მანუჩარ ცხადაიას (66) და ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას (74) წასვლა ადრევე გამოირიცხა. გაცივდა და სრულყოფილად ვერ ივარჯიშა ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა რამაზ ნოზაძემ (96). მისი წასვლაც ამ მიზეზით გამოირიცხა.

კარავაევის ტურნირი გუნდური შეჯიბრებაა, თუმცა აქამდე ჩვეულებრივი ფორმატით ტარდებოდა. რეფორმა გაისად მინსკშივე გასამართ მსოფლიოს თასს უკავშირდება - მასპინძლები იმ შეჯიბრებისთვის რეპეტიციას ახლავე გადიან. თუმცა გუნდურობაა იმის მიზეზი, რომ დარჩიამ უფრო დიდი შემადგენლობა არ წაიყვანა - იქ მხოლოდ ერთი სათადარიგოა დასაშვები. ამასთან, ჩვენებისთვის მთავარი შეჯიბრება მაინც 22-24 დეკემბერს გასამართი საქართველოს ჩემპიონატია. ზოგმაც იმ ტურნირისთვის უკეთ მომზადების მიზნით ითხოვა გათავისუფლება - ვისაც წონის დაკლება უწევს ან გადაღლილობის საფრთხე არსებობდა (თუმცა ამის საშიშროება ნაკლებად გვგონია, რადგან ჩვენები არ არიან შეჯიბრებებით გადატვირთულები).

წინასწარი მონაცემებით, ტურნირში ჩვენს გარდა ბელარუსის, რუსეთის, აშშ-ს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და საფრანგეთის გუნდები გამოვლენ. კარავაევის მემორიალი კომერციულია - გამარჯვებული ნაკრები 60 ათას დოლარს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

intereli
ცხადაია მომავალი ოლიმპიური ჩემპონია
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა