გერმანულმა სააგენტო "ტრანსფერმარკტმა" გორის "დილადან" ხორვატულ "ჰაიდუკში" გადასული ქართველის ფასი სამჯერ გაზარდა
ხორვატიის ნაციონალურ ლიგაში მე-18 ტური ჩატარდა. იგორ ტუდორის გაწვრთნილი სპლიტის "ჰაიდუკი" კვლავ მე-2 ადგილზეა. ბოლო უქმეებზე გუნდი ლიდერ ზაგრების "დინამოს" ესტუმრა, 2:2 ითამაშა და კვლავ ქულით ჩამორჩება.

გიორგი ილურიძემ ძირითადში ითამაშა. ის მეორე ტაიმში შეცვალეს.

ხორვატული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მან ტრავმა 3 ნოემბერს მიიღო, როცა მე-15 ტურში სპლიტელებმა სტუმრად კოპრივნიცის "სლავენთან" 3:3 ითამაშეს. იმ დღეს 21 წლის ქართველი თავდამსხმელი "ჰაიდუკის" სასტარტოში კი გამოჩნდა, მაგრამ პირველივე ტაიმში შეცვალეს. ამის შემდეგ სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზა იყო, გიორგი მომჯობინდა და 24 ნოემბერს "ოსიეკთან" შეცვლაზე ითამაშა.

მისი თქმით, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ახლაც, თურმე, ბოლომდე მორჩენილი არაა, მაგრამ თავს უკეთ გრძნობს. მან საინტერესო სიახლეც გაგვანდო.

"ბავშვობიდან "ადიდასის" ბუცებს ვიცვამდი და ძალიან მომწონდა. ხორვატიაში ამ ბუცებს ვხმარობ. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელისთვის აჯობებს, როცა ერთ ფირმას "მიჰყვება". ასე ბუცებს უკეთ მოირგებ და თამაშიც გაგიადვილდება.

არ ვიცი, ამის გამო თუ რა იყო მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ "ადიდასის" წარმომადგენელი დამიკავშირდა და კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა. მერე სარეკლამო კლიპში გადამიღეს და ხელშეკრულებაც გავაფორმეთ.

შეთანხმების მოქმედების პერიოდში "ადიდასი" ყოველწლიურად მომაწვდის იმდენ ბუცს, რამდენიც სეზონში დამჭირდება. ხორვატიაში ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო, რადგან მსგავსი რამ საქართველოში არ ხდება. აქ კი ასეთ კონტრაქტს ბევრ მოთამაშეს უფორმებენ", - გვითხრა ილურიძემ.

სულ რაღაც სამი თვეა, რაც ის "ჰაიდუკში" გადავიდა. ხორვატული გამოცემა "ვეჩერნი ლისტი" წერს:

"ქართველი არის სწორედ ის "ჯეკპოტი", რომელიც სპლიტელებსა და ტუდორს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში სჭირდებოდათ. მას ინდივიდუალურად მრავალი პრობლემის მოგვარება შეუძლია".

აღსანიშნავია, რომ გორის "დილაში" თამაშისას გერმანული სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტი" ილურიძის სატრანსფერო თანხად 125 ათას ევროს ასახელებდა, ახლა - 450 ათასს.

სხვაობა თვალშისაცემია, არადა, ხორვატიის ნაციონალურ ლიგაში მან დღემდე სულ 8 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

ეტყობა, მისი სავარაუდო სატრანსფერო ფასის ზრდის მიზეზი ხორვატიის ჩემპიონატის კარგი რეპუტაციაა. იქ მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელი დაფასებულია და უამრავი სელექციონერიც აკვირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

Nogometni-magazin: გიორგი ილურიძე - "ჰაიდუკის" გმირი თუ ანტიგმირი?!

რეზო
რა გაუხარდა ბუცებს აძლევენ უფასოდ
guja_kakhadze
საქართველოშიც მალე ასე იქნება!!!! უფრო ზუსტად - მინდა, რომ მალე ასე იყოს!
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
კორონავირუსმა "ადიდასი" გაკოტრების პირას მიიყვანა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"ნაპოლის" პრეზიდენტმა "ბარი" შეიძინა და ახლა "ჰაიდუკის" ყიდვას გეგმავს
"არსენალი" Puma-ს Adidas-ით შეცვლას გეგმავს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ᓠᓐᓡ ᓔᓚᓝᓓᓔᓑᓐ ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓨᓘ ᓣᓒᓣᓜᓓᓝᓓ ᓛᓧᓝᓤᓘ ᓒᓘᓝᓠᓒᓘ ᓘᓚᓣᓠᓘᓫᓔ?
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
"იუვენტუსის" მაისურის ინგლისური კლუბების ფორმით დაწყებული ისტორია
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
"ადიდასი" "მილანთან" კონტრაქტს გაწყვეტს
"ჰაიდუკის" ფეხბურთელმა სიმეონესა და რონალდოს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა და გააძევეს
დინამო-ჰაიდუკი 1:2 - ლორიას ტრავმა და კოასის ორმაგი სალტო [VIDEO]
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ხორვატებმა "გუდისონზე" ინგლისელების გალახვა მოინდომეს
"მილანი" "პუმას" ფორმით ითამაშებს
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
"ადიდასის" წარმომადგენელი: ვაჟა ჟვანიამ ყველაფერი აღიარა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა