საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
...არცთუ ხშირად ხდება, როცა უგოლო ფრით დამთავრებულ მატჩს მაინც საინტერესოდ მივიჩნევთ ხოლმე და ამის ნათელი დადასტურება 4 დეკემბერს იყო, როცა სუსხიან ამინდში ჩატარებული უშუალო კონკურენტების შეხვედრა დაძაბულიც გამოდგა და საბოლოოდ, ალბათ, მაინც ლოგიკური შედეგით დამთავრდა.

თუმცა ჰაერის დაბალი ტემპერატურის გარდა, ამ შეხვედრას გარკვეული დაღი იმანაც დაასვა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ორივე გუნდს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა; აღარაფერს ვამბობთ "ფოლადის" სტადიონის მართლაც უვარგის ხელოვნურ საფარზე, რასაც რუსთავში სტუმრად ჩამოსული ყველა გუნდის თავკაცი საჯაროდ იწუნებს ხოლმე.

თუმცა, დავეთანხმებით "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელს, გელა სანაიას მატჩის შემდგომ გაკეთებულ განცხადებაში, რომ ამ ხელოვნურ საფარზე ყველაზე მეტად სწორედ რომ რუსთაველთა გუნდი ზარალდება...

იხილეთ ვიდეო

...ზემოთ საკადრო პრობლემები ვახსენეთ და ამის გამოც იყო, ორივე გუნდის თავკაცს ძირითად შემადგენლობაში გარკვეული კორექტივების გაკეთება რომ მოუწია; თუმცა არც "მეტალურგის" ტაქტიკური განლაგება შეცვლილა და არც "დილას" მთავარ მწვრთნელს, რამაზ სოღოლაშვილს უთქვამს უარი ხუთი მცველით თამაშზე.

მაგრამ, მწვრთნელების ტაქტიკური ჩანაფიქრის შესრულების გარდა, ორივე გუნდის ფეხბურთელებს კლიმატური პირობებიც "აიძულებდათ", მაქსიმალურად სწრაფ ტემპში ეთამაშათ და ასე გაიარა ორმა ტაიმმაც, სადაც პირველ ნახევარში მასპინძლები უფრო უკეთ გამოიყურებოდნენ.

შესვენების შემდეგ კი ბევრად უფრო თანაბარი თამაშიც ვიხილეთ და ეგ კი არა, მატჩის მიწურულს სტუმრებს ერთმანეთზე უკეთესი ორი ისეთი მომენტიც შეექმნათ, თითქმის ასპროცენტიანს რომ ვუწოდებთ ხოლმე! თუმცა სჯობს, თანმიმდევრულად მივყვეთ და ჯერ პირველი ტაიმის პერიპეტიები გვინდა შემოგთავაზოთ.

მასპინძლებმა სწრაფ გოლზე აიღეს აქცენტი და, როგორც ყოველთვის, აქტიურმა დავით კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა არაზუსტი დარტყმით დაასრულა.

თუმცა რამდენიმე წამში კირკიტაძეს ბევრად კომფორტული (გნებავთ - საგოლე) მომენტი შეექმნა: სტუმართა მცველები ბურთის "ამოტანისას" შეცდნენ, ლევან კორღალიძემ სიტუაცია სწრაფად შეაფასა და უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს გადააწოდა ბურთი, მაგრამ "მეტალურგის" მარჯვენაფლანგელის დარტყმას წინ "დილას" კარის ძელი აღუდგა!

პირველ ტაიმში "მეტალურგს" კიდევ ერთი კარგი შანსი ჰქონდა: კირკიტაძემ მერამდენედ იაქტიურა ფლანგზე, საჯარიმოშიც ზუსტად ჩააწოდა, სადაც ლევან კორღალიძე "რბილი" და ტექნიკური დარტყმით ცდილობდა ბურთის "ერთი შეხებით" კარში გადაგზავნას, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

აი, რაც შეეხება "დილას", სტუმრებმა ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნეს მასპინძელთა კართან და ორჯერვე ყურადღების ცენტრში ახალგაზრდა ცენტრფორვარდი გიორგი ქვილითაია მოექცა: პირველ ეპიზოდში გრიგოლ დოლიძის პასის მერე მისი თავური დარტყმაც არაზუსტი გამოდგა და მეორე ეპიზოდშიც იგივე გამეორდა.

თუმცა ის ეპიზოდი კი მართლაც დინამიკური იყო: "დილას" გამოცდილმა ნახევარმცველმა დავით ბოლქვაძემ, როგორც სჩვევია, ძალზე ეფექტური პასით ქვილითაია მოძებნა და ეს უკანასკნელიც არანაკლებ ოსტატურად ასრულებდა საბოლოო დარტყმას.

მეორე ტაიმში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თამაში გათანაბრდა, თუმცა "ფოლადის" ტრიბუნაზე შეკრებილი მცირერიცხოვანი გულშემატკივარი უფრო სხვა ფაქტ(ებ)ის გამო იყო გაღიზიანებული: მათი აზრით, დასავლეთ ტრიბუნასთან მყოფმა ლაინსმენმაც და მთავარმა არბიტრმაც რამდენიმე ეპიზოდში საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს!

ისე, არ დავმალავთ და, ერთი-ორჯერ ჩვენც ამავე აზრის გახლდით, თუმცა რუსთავი ხომ საქართველოში, ალბათ, ერთადერთი ქალაქია, სადაც მსაჯები ძალიან ხშირად ცდებიან... სტუმართა გუნდის სასარგებლოდ! ოღონდ ისიც გვინდა დავიჯეროთ, რომ ეს შეცდომები, ყოველთვის თუ არა, უმრავლეს შემთხვევაში მაინც უნებლიეთ ხდება და არა - წინასწარ განზრახვით!

ასეა თუ ისე, სჯობს ისევ მატჩს დავუბრუნდეთ, რომლის მეორე ტაიმში, როგორც იქნა, ნუკრი რევიშვილსაც მიეცა თავისი ოსტატობის დემონსტრირება: "დილასა" და საქართველოს ნაკრების მეკარეს გურამ გურეშიძის "მოჭრილი" დარტყმის მოგერიება თუ არ გასჭირვებია, აი, გურეშიძის მეორე, თანაც შორეულ "გასროლილს" ჩინებული რეაქცია შეაგება და ურთულესი ბურთი მოიგერია!

...მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა და, ერთი შეხედვით, ორივე გუნდისათვის ფრე "მისაღები" შედეგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გელა სანაიამაც და რამაზ სოღოლაშვილმაც თავიანთი გუნდის შეტევების გასაძლიერებლად ისეთი ფეხბურთელები გამოიყვანეს მოედანზე, ერთი დარტყმით რომ შეუძლიათ კონკრეტული მატჩის გადაწყვეტა (მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემების გამო თადარიგში რომ აღმოჩნდნენ) - გოგა ფიფია, რევაზ გეწაძე, ირაკლი მოდებაძე.

თუმცა მოვლენების ეპიცენტრში არა ეს გამოცდილი შემტევები, არამედ "დილას" ახალგაზრდა ნახევარმცველი გეგა დიასამიძე მოექცა!

გორელთა ახალწვეულმა პირველ ეპიზოდში ჩინებული რეიდი განახორციელა, მერე გრიგოლ დოლიძესთან "კედელი" გაითამაშა და ზუსტი პასით ასევე შეცვლაზე შემოსული ნიკოლოზ სადაღაშვილი მოძებნა, თუმცა გორელთა მარცხენაფლანგელმა ზედიზედ მეორე მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო და ეს, უპირველეს ყოვლისა, "მეტალურგის" ძირითადში გამოჩენილი კოკა სეფიაშვილის დამსახურებაა, რომელმაც კარი დროულად დატოვა და სადაღაშვილს ახლო მანძილიდან ზუსტად არ დაარტყმევინა.

აი, ბოლო წუთზე კი "დილას" ბევრად უკეთესი, უფრო ზუსტად, ასპროცენტიანი მომენტი შეექმნა: დავით ბოლქვაძემ საჯარიმოდან ბურთი ოსტატურად "ჩააბზრიალა" მეტოქის საჯარიმოში, სადაც გეგა დიასამიძე სრულიად მარტოდმარტო აღმოჩნდა კარიდან 2-3 მეტრის მანძილზე, მაგრამ 21 წლის ნახევარმცველი, ეტყობა, ასეთ "საჩუქარს" არც მოელოდა და ბურთი კარს ააცილა!..

იხილეთ ტურის სხვა მატჩების ანონსი:

უმაღლესი ლიგის XV ტურის წინ: იქნებ, ამინდმა პატივი დაგვდოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ᓒ
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
ᓒᕝᜠ
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ᜒᓘᕐ ᕒᓘᓒᕐᕢ
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]

გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
ᓒᕝᓠᓘᕡ "ᓓᕘᓚᕐ" ᓠᓔᓙᕝᓠᓓᓖ
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე