პსჟ-ის პირველი მარცხი
მოხდა ის, რაც ადრე თუ გვიან გარდაუვალი იყო - "პარი სენ-ჟერმენმა" წააგო. გმირობა "ევიანმა" ჩაიდინა, რომელმაც კლერკ ნსუკულუსა და მოდუ სუგუს მიერ ბოლო 15 წუთში გატანილი ორი გოლით აჯობა ლორან ბლანის გუნდს.

აღსანიშნავია, რომ პარიზელებს ოფიციალური მატჩი ძირითად დროში 36 თამაშის წინ დათმეს - 2013 წლის 2 მარტს გასვლაზე "რეიმსთან". იმის მერე, წინა ტურამდე იყო თასზე წაგებული შეხვედრა, ოღონდ პენალტების სერიაში (17 აპრილს) და მაშინაც დედაქალაქელების მეტოქე "ევიანი" იყო. ბარემ ვთქვათ ისიც, რომ საკუთარ კედლებში პსჟ 2012 წლის 17 ნოემბრის შემდეგ არ დამარცხებულა, მაშინ კი "რენთან" წააგო - 1:2.

მართალია, პარიზელები დამარცხდნენ, მაგრამ პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და მომენტებიც ჰქონდათ, რომლებიც ვერ გამოიყენეს. ამას "ევიანის" მთავარი მწვრთნელი პასკალ დუპრაზიც აღიარებს: "ჩემს გუნდს ბევრი შეუძლია, რაც ამ მატჩმაც გამოაჩინა. თუმცა ხშირად რაღაც გვაკლდება და ეს უკვე პირველ ტაიმში გამოჩნდა, როდესაც მეტოქეს რამდენჯერმე შეეძლო გატანა, მაგრამ მეორე ნახევარში უკეთ გამოვიყურებოდით და პსჟ-ის დარი გუნდი დავამარცხეთ, რაც გვახარებს".

ლორან ბლანი: "გული მწყდება იმაზე, რომ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ანგარიში რომ გაგვეხსნა, საბოლოოდ სხვა შედეგს მივიღებდით და ამოცანა გაგვიადვილდებოდა. მეორე ნახევარში კი სუსტად გამოვიყურებოდით და ხავიერ პასტორეს გარდა, თამაშს ვერავინ ამწვავებდა. "ევიანი" კი ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა, ბრავო ევიანელებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფრანგეთი. ლიგა 1. XVI ტური: ენიეამას მშრალი კანონი

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს