არიენი დაშავდა და თვე-ნახევარი დაისვენებს
"ბაიერნმა" გერმანიის თასის მერვედფინალში "აუგსბურგის" ბარიერი, როგორც მოსალოდნელი იყო, მარტივად გადალახა, მაგრამ მიუნხენელებმა არიენ რობენი დაკარგეს!

"ლევერკუზენი" ფრაიბურგში 30 წამის შემდეგ იგებდა, მაგრამ მერე ბრაისგაუელები ძალიან კარგად ათამაშდნენ, წონასწორობაც აღადგინეს და თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში სჯობდნენ "ლევერკუზენს", მაგრამ მეოთხედფინალში მაინც "ფარმაცევტები" გავიდნენ - სამი ჰიიპიას გუნდს მეორე ტაიმში ერთადერთი საგოლე მომენტი ჰქონდა და ისიც გამოიყენა.

"ვოლფსბურგმა" მეორებუნდესლიგელ "ინგოლშტადთან" პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ თამაში მაინც მოიგო, რაც სტუმრების მეკარის ბრალია. "აინტრახტმა" კი "ზანდჰაუზენის" ბარიერი გადალახა (4:2).

არ გვინდა, ისე გამოვიდეს, რომ თითქოს არიენ რობენი დავთარსეთ, თუმცა ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნეთ სტატია, სადაც სწორედ რობენის დასტაბილურებულ ჯანმრთელობაზე ვამახვილებდით ყურადღებას. ჰოლანდიელს მისთვის უჩვეულოდ დიდხანს გაუგრძელდა უტრავმო პერიოდი და აი, ბედმა ისევ უმუხთლა!

გერმანიის თასის მერვედფინალურ მატჩში, "აუგსბურგთან" ის ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და სანამ მოედანზე იყო, შესანიშნავადაც თამაშობდა. ანგარიში მე-4 წუთზე სწორედ მან გახსნა (მე-5 გოლი ბოლო 4 ოფიციალურ მატჩში), მერე კი დაშავდა და მუხლის ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა. "ბაიერნის" სამედიცინო შტაბმა დიაგნოზი გუშინ გამოაქვეყნა: რობენი თვე-ნახევარი დაისვენებს!

რობენმა ტრავმა მე-14 წუთზე მიიღო, როცა თამაშგარე მდგომარეობიდან ჰიტცისკენ მიჰქროდა, აუგსბურგის მეკარე კი რისკზე წავიდა და დაამტვრია. ჰოლანდიელი ფეხზე დიდხანს ვერ წამოდგა და მაშინვე შეეტყო, რომ ტრავმა სერიოზული იყო.

"რა თქმა უნდა, ძალიან ნაწყენი ვარ, - აღნიშნა რობენმა მატჩის შემდეგ. - იმდენად კარგ ფორმაში ვიყავი და ისე მიხაროდა, რომ ტრავმებს აღარ ვიღებდი, რომ ამის დაჯერებაც მიჭირდა. "ბაიერნის" თითოეულ მატჩს მოუთმენლად ველოდი და მოედანზე გასვლა მიხაროდა. ახლა კი ისე მოხდა, რომ თვე-ნახევარი უნდა ვიმკურნალო. მე დავბრუნდები და ბიჭებთან ერთად უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას გავაგრძელებ."

"სამწუხაროა, რომ არიენი დაშავდა. რობენი მართლაც საოცრად კარგ ფორმაში იყო და ამის გამო მისი ტრავმა ორმაგად საწყენია. არიენს ყველანი მხარში ამოვუდგებით იმისათვის, რომ მალე დაბრუნდეს," - ეს რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორის, მათიას ზამერის სიტყვებია.

ამის დამატება საჭირო აღარც იყო, მაგრამ მაინც ვთქვათ, რომ რობენისთვის საფეხბურთო 2013 წელი დასრულებულია. შესაბამისად, ჰოლანდიელი "ბაიერნს" ვერც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დაეხმარება.

გერმანიის თასი. 1/8-ფინალი

აუგსბურგი-ბაიერნი 0:2

გოლები: 0:1 რობენი (4), 0:2 თ. მიულერი (78)

აუგსბურგი (4-1-4-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ფოგტი, ჰალილ ალთინთოფი (63. მილიკი), ტო. ვერნერი (76. ჰოლცჰოიზერი) - მიოლდერსი (63. ბობადილია).

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ტიაგო ალკანტარა - რობენი (16. თ. მიულერი), ხავი მარტინესი, ტ. კროოსი (86. ჰოიბერგი), გიოტცე (67. რიბერი) - მანჯუკიჩი.

გაფრთხილება: ჰიტცი, ვერჰეგი, ბაიერი - თ. მიულერი

მაყურებელი: 30 660

იხილეთ ვიდეო

აინტრახტი-ზანდჰაუზენი 4:2

გოლები: 1:0 ხოსელუ (19), 2:0 ხოსელუ (49-პენ), 2:1 როდე (64-საკ. კარში), 2:2 ტიუტინგი (66), 3:2 კადლეცი (72), 4:2 ხოსელუ (92)

აინტრახტი (4-1-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ფლუმი, ოჩიპკა - როდე, შვეგლერი - კადლეცი, ბარნეტა (67. როზენტალი), ინუი (89. შრიოკი) - ხოსელუ (94. ლაკიჩი).

ზანდჰაუზენი (4-3-1-2): რიმანი - შაუერტე, ოლაიენგბესი, დ. შულცი, ახენბახი - შტიფლერი (66. ლიონინგი), ლინსმაიერი, ტიუტინგი - თიდე (56. კლუფტი) - მ. ციმერმანი (84. კისტერი), დ. ბლუმი.

გაფრთხილება: ოლაიენგბვესი, დ. შულცი

მაყურებელი: 18 200

ფრაიბურგი-ლევერკუზენი 1:2

გოლები: 0:1 კრუსი (1), 1:1 გინტერი (19), 1:2 ჩანი (77)

ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ზორგი, ჰიონი, დიანიე, კ. გიუნტერი - გინტერი, ჰიოფლერი - ფერნანდესი, კოკელინი (84. ჰანკე) - დარიდა (78. კერკი), მეჰმედი (90. ფრაისი).

ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - დონატი, ვოლშაიდი, თოფრაქი, ჩანი - რაინარტცი (46. კასტრო) - ლ. ბენდერი, როლფესი - კრუსი, სონი (76. ჰეგელერი) - კისლინგი (64. დერდიოკი).

გაფრთხილება: კ. გიუნტერი, დიანიე, ფერნანდესი - როლფესი

მაყურებელი: 16 400

ვოლფსბურგი-ინგოლშტადტი 2:1

გოლები: 0:1 კაიუბი (17), 1:1 ნალდო (66), 2:1 ოლიჩი (89)

ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი - ლუის გუსტავო, ევსეევი (46. პერიშიჩი) - დ. კალიჯური, არნოლდი, დიეგო - დოსტი (61. ოლიჩი).

ინგოლშტადტი (4-2-3-1): იოზქანი - და კოშტა, მიატოვიჩი, მატიპი, დანილო - როჯერი, კოენი (84. პ. გროსი) - აიგლერი, ჰაინალი, კაიუბი - პ. ჰოფმანი.

მაყურებელი: 7 846

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
სახალისო ფრაზები: რონალდო - დი სტეფანო სარკეში
ᓡᕐᓛ
ლევერკუზენი VS პსჟ - პსჟ კავანის გარეშეც ფავორიტია
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
ᓛᓘᕣᕜᓮ
ლევერკუზენი-პსჟ 0:4 - პარიზი უკვე ცაშია [VIDEO]
"აუგსბურგის" მეკარეს, რომელმაც პენალტის წინ გაზონი განგებ გააფუჭა, ჯარიმა გამოუწერეს [VIDEO]
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ᓛᓐᓗᓘᓐს ᓖᓐᓛᓔᓠᓘ: ᓔᓘᓤᓝრᓘᓐ ᓐᓠ ᓒᓕᓭᓘᓠᓓᓔᓑᓐ!
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
ᓮᕝᓡᕔᓞ ᓒᓕᓐᓠᓓᕘᕝᓚᕐ: ᓩᕔᓛᓘ ᓛᓝᓛᓐᓕᓐᓚᕘ? ᕠᓣᕛᓔᓜᕘᓒᕔᓡ ᓓᓐ ᕖᓐᕛᓔᓠᓡ ᕓᓐᕕᓔᓚᓐᓞᓐᓠᓐᓙᕔᓑᓘ
კარლ-ჰაინც რუმენიგე: გვარდიოლა გერმანელზე უფრო გერმანელია!
მიუნხენის "ბაიერნი" ხოსეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაელაპარაკება
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
ტოპის მოსაზრება: "ლევერკუზენმა" პსჟ-სთან თამაშამდე წააგო
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში