კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის გახმაურებას სხვადასხვა ციფრის დასახელება მოჰყვა
ლანჩხუთის "გურიაში" არსებული ფინანსური კრიზისის გახმაურებას მოჰყვა სხვადასხვა ციფრის დასახელება - მაინც რამდენი ლარი გამოუყვეს კლუბს?

"გურიას" მმართველების მიერ დამფუძნებლის, ადგილობრივი საკრებულოს მიმართ გაკეთებულ მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ თუ პირველ ლიგაში მყოფ გუნდს უმაღლესში გადასასვლელად 1.3 მილიონი გამოუყავით, ახლა 1.7 მილიონის მოთხოვნა არ უნდა გაგიკვირდეთო. თანაც, ამ თანხაში 400-ათასიან საბანკო დავალიანებასაც გულისხმობდნენ.

მაშინ საკრებულოს პასუხი იყო - ასეთი თანხა "გურიასთვის" არასდროს გადაუციათო, ხოლო ძველმა დირექტორატმა დააკონკრეტა, რომ უმაღლეს ლიგაში გადასვლა ადგილობრივ ბიუჯეტს 700 ათას ლარამდე დაუჯდა.

ამ დღეებში კი სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა "გურიას" პრობლემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კლუბს ფედერაციამ (ალბათ, ბიუჯეტს გულისხმობდა, რადგან ფედერაცია კლუბს ფინანსურად არ დახმარებია - ავტ.) მილიონ ლარზე მეტი გამოუყო და თანხა არასწორად გადანაწილდა.

იხილეთ: ლევან ყიფიანი: "გურიამ" ფედერაციისგან მილიონზე მეტი აიღო და თანხები არასწორად გაანაწილა

რა ხდება სინამდვილეში? მარჩიელობას ბოლო მოუღო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგეობის პრესსამსახურმა, რომელმაც საფინანსო სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, თვეების მიხედვით გამოაქვეყნა მიღებული თანხა: თებერვალი - 2 980 ლარი; მარტი - 135 813 ლარი; აპრილი - 127 337 ლარი; მაისი - 111 454 ლარი; ივნისი - 22 416 ლარი; ივლისი - 17 798 ლარი; აგვისტო - 111 384 ლარი; სექტემბერი - 18 300 ლარი; ნოემბერი - 85 000 ლარი.

მიმდინარე წლის განმავლობაში სულ მიღებულია 632 ათასი ლარი, რომელშიც შედის წინა სეზონის მეორე ნაწილი (ანუ 2013 წლის პირველი ნახევარი) და გამოდის, რომ "გურიას" ამ სეზონისთვის დაახლოებით 180 ათასი ლარი აქვს ბიუჯეტიდან გამოყოფილი, რაც სხვადასხვა საჭიროებისთვის საკმარისი ვერ იქნებოდა. ამიტომაც არსებობს სახელფასო დავალიანება.

გარკვეული თანხა კლუბს დირექტორმა, კობა მირზაშვილმა პირადად მოახმარა, თუმცა ერთი კაცი უმაღლესი ლიგის კლუბს ვერ შეინახავს.

რაც შეეხება გასულ სეზონს, როცა კლუბი პირველ ლიგაში იყო, ელიტაში დაწინაურება ბიუჯეტს 650 ათასი ლარი დაუჯდა. ასევე, მოგვიანებით გასტუმრებულ იქნა ნარჩენი დავალიანება - 60 ათასი ლარი.

გამოდის, რომ გასულ და მიმდინარე სეზონებში "გურიას" ჯამურადაც კი არ აქვს მიღებული მილიონი ლარი - ლაპარაკია 880 ათას ლარზე. აქედან 350 ათასი მუნიციპალიტეტს სესხად აქვს აღებული, რასაც ორი წლის წინანდელი სასესხო დავალიანებაც (150 ათასი ლარი) ემატება.

როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ურუშაძემ "ლელოს" ამას წინათ უთხრა, ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება, დეკემბრის ჩათვლით, 160 ათასი ლარის ფარგლებშია.

ასევე, კლუბს ერიცხება ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და პერსონალის სახელფასო დავალიანებაც. ასე რომ, ლანჩხუთში მინიმალური ხარჯებითაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
მოგვეცით დრო! ვისთვისაა სფფ-ის ლიცენზირების მკაცრი მარყუჟი?
ᓜᓐᓒᓕᕘᕡ ᓣᓠᕜᕐ ᓗᓣ ᓤᓔᕮᕑᓣᕠᓗᓘ?! - "ᓒᕣᕠᓘᓐᕡ" ᕮᓔᓚᕘᕡᕣᕤᓚᕔᕑᕐ ᕓᓐᓣᕞᕘᕠᕘᓡᓞᓘᕠᓓᓐ
"ᓛᓐᓡ
ᓐᓛᓝᓕᓘᓓᓐ ᓧᓔᓚᓨᓘ! - ᓕᓘᓡᓘᓐ "ᓒᓣᓠᓘᓐ", "ᓡᓐᓛᓢᓠᓔᓓᓘᓐ", "ᓢᓝᓠᓞᓔᓓᓝ"?
ᕚᓐᓜᓩᕮᕣᓗᓨᓘ ᓢᕐᓘᓛᓑᓝᓚᓖᓔ, ᓛᕐᓖᓔᕑᕡᓐ ᓓᓐ ᓧᓝᓛᓐᓠᓑᕐᓖᓔᕑᕖᓔ ᕐᓚᓐᓞᓐᓠᓐᕙᓓᕜᓔᕜ!
Gurianews: ლანჩხუთის "გურიიდან" სამი ლეგიონერი გაიპარა
ლანჩხუთის "გურიამ", არსებობის ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიცენზია მიიღო!
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
რატომ გაიპარნენ და რა სასჯელი ელით "გურიის" ლეგიონერებს?
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
"1 ᓚᓐᓠᓘᓗ 10 ᓚᓐᓠᓘᓡ ᓡᓐᓥᕛᓔ ᓒᓐᓕᓐᓙᓔᕗᓔᕗ... ᕛᓔᓠᕔ ᓙᓘ ᓔᓕᓠᓝᓞᕐ ᓚᓘᕒᓐᓖᓔᓪ ᕒᓐᓡᓕᓚᓐ ᓛᓝᓒᓕᓗᓮᕝᓕᓔᓡ"
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურიაში" ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი მოიყვანეს
ᓚᓐᓜᓩ
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]