"არმიასა" და "ქუთაისის" დაპირისპირება ისეთი გამოდგა, ტურის ცენტრალური შეხვედრას რომ ეკადრება
"არმიასა" და "ქუთაისის" დაპირისპირება ისეთი გამოდგა, ტურის ცენტრალური შეხვედრას რომ ეკადრება. საინტერესო და დაძაბული მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. გამარჯვება მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთი წაგების მქონე არმიელებს დარჩათ, რომლებიც ბოლო მეოთხედის წინ 6 ქულით ჩამორჩებოდნენ.

შეხვედრა თავიდან ბოლომდე დაძაბული გამოდგა. შეხვედრის უმეტესობა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა და ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო, პირად აქტივში 2 ქულას რომელი ჩაიწერდა. ყველაზე დიდი სხვაობა მესამე მეოთხედის ბოლო წუთზე დაფიქსირდა, როცა სტუმრებმა 8-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს, ხოლო გადამწყვეტი პერიოდის წინ 54:48 იგებდნენ.

ქუთაისლებმა ვერ შეინარჩუნეს აღნიშნული ლიდერობა და გიორგი შარაბიძის, თეიმურაზ ბაბუნაშვილისა და ბექა წივწივაძის შედეგიანობით "არმიამ" თამაში ჩვეულ, თანაბარ კალაპოტში დააბრუნა. შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი ჟოლივეტ ტუჯანის ორქულიანის შემდეგ არმიელები დაწინაურდნენ კიდეც.

შეხვედრის ბოლო წუთები მეტად დაძაბული და ემოციური გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ არმიელებმა საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე 5-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს, ქუთაიელებმა მოახერხეს ლიდერობის დაბრუნება. ეს აკაკი დვალიშვილისა და გოგა ცეკვავას შედეგიანობას მოჰყვა - 68:67 სტუმართა სასარგებლოდ სირენმდე 1 წუთით ადრე.

გადამწყვეტი აღმოჩნდა ბაბუნაშვილის ზუსტი სამქულიანი, რომელიც ყოფილმა ქუთაისელმა, ახლა კი არმიელთა უკანახაზელმა დასრულებამდე 24 წამითადრე ჩააგდო. სტუმართა ლიდერმა, დავით ბარბაქაძემ საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე 3-ქულიანი ააცილა და გამარჯვება არმიელებს დარჩათ.

გამარჯვებულთა მხრიდან 17 ქულა გიორგი შარაბიძის ანგარიშზეა, 15 ქულა მიითვალა გიორგი ჯგერენაიამ, ხოლო 14 ქულა - ბექა წივწივაძემ.

ქუთაისელთა შემადგენლობაში ყველაზე მეტი 24 ქულა დავით ბარბაქაძემ მიითვალა, 17 ქულა აკაკი დვალიშვილმა, ხოლო გოგა ცეკვავამ საკუთარ გუნდს 13 ქულა შესძინა.

07.12.13, 14:00

არმია-ქუთაისი 70:68

არმია 19 16 13 22

ქუთაისი 17 18 19 14

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში ("არმიის" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში გავიმარჯვეთ. როგორც ველოდით, დაძაბული ბრძოლა გაიმართა. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა მთავარი, რომ მოვიგეთ და მადლობას ვეტყვი ჩემს მოთამაშეებს. ასევე მადლობა მეტოქეს ძალიან ლამაზი და კარგი კალათბურთისთვის. წარმატებას ვუსურვებ მათ მომავალ ტურში. ძლიერ მოწინააღმდეგესთან თამაშისას იჩენს თავს სუსტი მხარეები და ჩვენც ძალიან ბევრი ხარვეზი გვქონდა, შევეცდებით შემდეგი მატჩისთვის, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გამოვასწოროთ დღევანდელი შეცდომები".

მედეა მხეიძე ("ქუთაისის" მწვრთნელი): "მივულოცავ "არმიას" გამარჯვებას. ის უპირატესობა, რაც პირველ ტაიმში გვქონდა, მეორე ნახევარში საერთოდ დავკარგეთ. ფარზე ბურთის მოხსნა და ბურთის ჩაგდების პროცენტი დაბალი იყო, თუმცა გვქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. საწყენია, რომ წავაგეთ, მაგრამ სეზონი გრძელდება, ყველაფერი წინაა და ქუთაისი რევანშს აუცილებლად აიღებს".

ანატოლი ბოისა (არმია): "პირველ რიგში, მადლობა ქუთაისს ძალიან კარგი თამაშისთვის, ძლიერი გუნდია და ყველა მეტოქესთან ბოლომდე იბრძვის. მიხარია, რომ დღევანდელ მატჩში წარმატებას მივაღწიეთ. შევეცადეთ წინანდელი შეცდომები არ გაგვემეორებინა და ამან შედეგი გამოიღო".

წყარო: superleague.ge

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს