საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
რამაზ სოღოლაშვილმა "დილა" რთულ მდგომარეობაში ჩაიბარა, მაგრამ ვითარება ნელ-ნელა გამოასწორა და ბოლოხანს წაუგებლადაც ათამაშებს.

არადა, უკანასკნელ მატჩებში გორელებს მძიმე ბრძოლები გადახდათ - "დინამო", "ტორპედო", "მეტალურგი" და ბოლოს "ზესტაფონი".

8 დეკემბერს გორში ქომაგმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ორი ტაიმი იხილა. "დილა"-"ზესტაფონი" თითქმის არასოდეს ყოფილა ინტრიგის გარეშე. მატჩი ამჯერადაც დაძაბული გამოდგა, მით უფრო, ამას ხელი სატურნირო ცხრილში მეზობლობამაც შეუწყო.

პირველი ტაიმი "ზესტაფონის" კარნახით წარიმართა, თუ არ ჩავთვლით სადებიუტო ხუთ წუთს. დროის ამ მონაკვეთში "დილამ" ორჯერ შექმნა ხიფათი როინ კვასხვაძის კართან, ოღონდ - უშედეგოდ.

ამის შემდეგ გია გეგუჩაძის შეგირდებმა მეტად გააზრებული თამაშით, დინამიკურად გადაიბარეს მეტოქისგან ბურთზე კონტროლის "უფლება", რაც მნიშვნელოვანწილად ნახევარმცველების წყალობით მოხდა.

შესვენებამდე "დილა" მოედნის ცენტრში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. გორელებს უჭირდათ მეტოქის ნახევარზე იერიშების წარმართვა. მათი კომბინაციები შუა ხაზთანვე აწყდებოდა ზესტაფონურ ბარიერს.

როგორც გეგუჩაძის ხელწერას შეეფერება, სტუმრები ყველაზე დიდ ყურადღებას ბურთის ფლობას აქცევდნენ. ყველაზე სახიფათო, რაც შესვენებამდე "დილამ" შექმნა, გიორგი გურულის ფლანგურ ჩაწოდებას მოყოლილი ირაკლი მოდებაძის სახიფათო თავური იყო - კვასხვაძემ საკმაოდ ძნელად მოსაგერიებელი ბურთის უკუგდება შეძლო.

აქ სტუმრები აშკარად გადარჩნენ გოლს, ერთი წუთში კი გიორგი კაჭკაჭიშვილმა ანგარიში ახლო მანძილიდან გახსნა.

მეორე ტაიმში "ზესტაფონის" თავდაჯერება სადღაც დაიკარგა. ამასობაში კი, სოღოლაშვილმა თავდასხმა გიორგი ქვილითაიათი გააძლიერა - თამაშიდან მარცხენა მცველი "მოხსნა", იქ გულვერდ თომაშვილი გადასწია და გუნდი 4-4-2-ზე გადააწყო.

მოედანზე ვითარება უმალ შეიცვალა. ქვილითაია შესანიშნავად ჩაერთო თამაშში. სტუმართა მცველებს ორ ცენტრალურ თავდამსხმელთან პაექრობა გაუჭირდათ, "დილამ" კი, აქტიურობის ხარჯზე, კიდევ უფრო გააძლიერა ზეწოლა კვასხვაძის კარზე.

იმერლებისთვის განგაშის ზარებს 58-ე წუთზე ქვილითაიამ შემოჰკრა - საჯარიმოს მისადგომებთან მიღებული ბურთი წამში დაამუშავა და ძლიერად გაგზავნა კარისკენ. გოლკიპერი უძლური აღმოჩნდა - 1:1.

იქვე კარგი მომენტი ჰქონდა კვახაძესაც, მაგრამ გოლად ვერ აქცია. ცოტა ხანში კი თემურ ღონღაძე კარგად გამოეხმაურა ფლანგურ ჩაწოდებას და თავისიანები თავურით დააწინაურა.

მოგეხსენებათ, თემურს არაერთი წელი აქვს ზესტაფონურ კლუბში გატარებული და გოლის აღნიშვნისგანაც ამიტომ შეიკავა თავი.

"დილამ" გამარჯვების მოახლოება იგრძნო და გაათმაგებული ჟინით გააგრძელა იერიშები. ოთარ ხიზანეიშვილმა შორიდან სტანდარტული იმდენად სახიფათოდ შეასრულა, კვასხვაძემ ძლივს გადაარჩინა "ზესტაფონი".

ისე კი, ერთხანს მასპინძელი მცველებიც გაერთნენ შეტევებში და ორჯერ მწვავე კონტრშეტევაც გაეპარათ, ოღონდ - უშედეგოდ. იქით მხარეს, უკვე ფინიშის სწორზე, ქვილითაიამ ძალიან კარგი მომენტი შეუქმნა მოდებაძეს, თუმცა გორელთა ბომბარდირმა ამჯერადაც ვერაფერი შემატა თავის აქტივს.

მატჩის გმირმა ქვილითაიამ კი 89-ე წუთზე საბოლოო წერტილი დასვა. მის გოლში დიდი წვლილი მიუძღვის ნიკა სადაღაშვილს, რომელმაც მარცხენა ფლანგზე მოპოვებული ბურთი დიდ მანძილზე ატარა და თანაგუნდელს ცარიელი კარის წინ საგოლედ "ჩააბარა" - 3:1.

იხილეთ ვიდეო

სადაღაშვილი ძალიან ცოტა დროს ატარებს მინდორზე და ამ ფონზე, ბოლო ორ მატჩში ერთი გოლი და ერთიც საგოლე პასი მისთვის ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
ბატონო ვასილ, ამ წინადადების აზრი ვერ გავიგე: "აქ სტუმრები აშკარად კი გადარჩნენ, მაგრამ ერთ წუთში მაინც ვერ ასცდნენ გოლს - გიორგი კაჭკაჭიშვილმა ანგარიში ახლო მანძილიდან გახსნა." რა შუაშია აქ "მაინც ვერ ასცდნენ"?! რას ვერ ასცდნენ, გატანილ გოლს?! მე ქართული თუ არ დამვიწყებია მაშინ გუნდი/მეკარე/სტუმარი თუ მასპინძელი შეიძლება გაშვებულ გოლს ვერ ასცდეს, მაგრამ გატანილ გოლზე ასე არ ამბობენ! მოხარული ვიქნები თუ მე ვცდები და არა თქვენ! ისე საინტერესია, ავტორები საკუთარ სტატიებს გამოქვეყნებამდე არ ამოწმებენ? არ მახსოვს სტატია წამეკითხოს და მასში რამდენიმე შეცდომა არ მეპოვნოს! პატივისცემით...,
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ᓒ
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ᓒᕝᜠ
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ლევან კუტალია ქობულეთის "შუქურას" დაეხმარება
გიორგი დარასელიამ "ზუგდიდი" ზესტაფონელებით გააძლიერა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ᜒᓘᕐ ᕒᓘᓒᕐᕢ
თბილისის "დინამომ" "ზესტაფონი" ბოლო წამზე დაამარცხა

ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
კახა კაჭარავა: "ჩიხურასთან" უშეცდომოდ!..
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ᓒᕝᓠᓘᕡ "ᓓᕘᓚᕐ" ᓠᓔᓙᕝᓠᓓᓖ
"სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"ზუგდიდმა" "ზესტაფონიდან" იჯარით გიორგი კაჭკაჭიშვილი დაიმატა