საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის მეორე წრემ გასულ უქმეებზე აიღო სტარტი
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის მეორე წრემ გასულ უქმეებზე აიღო სტარტი და 2013 წლის ბოლომდე კიდევ ორი ტური გაიმართება.

მშვენიერ ფორმაში ხვდება რეგულარული გათამაშების მეორე ნაწილს ნიკო ჭავჭავაძის გაწვრთნილი "არმია". გასულ ტურში მოქმედი ჩემპიონის, "ლელოს" დამარცხების შემდეგ არმიულმა კლუბმა ამჯერად ძალზე დამაჯერებლად, 31:13 მოუგო თანაქალაქელ "აკადემიას" და მნიშვნელოვნად განიმტკიცა პოზიციები საპლეიოფო ექვსეულში.

სხვადასხვა სახის ტრავმის და სამწვრთნელო შტაბის მიერ განხორციელებული როტაციის გამო "არმია" აკადემიელებს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდა. განაცხადში არ იყვნენ გუნდის ლიდერები: გიორგი ელიზბარაშვილი, ბექა მეკოკიშვილი, ლაშა თავართქილაძე, დავით ჩიტიძე და ირაკლი ჩხიკვაძე, თუმცა, მიუხედავად ამისა, არმიელებმა მაინც იოლად გაართვეს თავი დაკისრებულ ამოცანას.

მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და პირველსავე წუთებზე გამოიკვეთა, რომ სტუმრის სტატუსით მოასპარეზე "არმია" პრემიალური ქულით მოგებაზე აკეთებდა აქცენტს, მოპოვებულ საჯარიმოებს კარში არ ურტყამდა და ჯიუტად ცდილობდა ლელოს გატანას. თუმცა მე-7 წუთზე ლელო საკუთარ ძელებს შუა მიიღო.

შერკინებიდან მოულოდნელად გამოვარდნილი ბურთი დროულად აიტაცა "აკადემიის" ცხრა ნომერმა ჯიმი ღამბაშიძემ, 30 მეტრი დაუბრკოლებლად ირბინა და ნახტომში დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში. მარბიელმა საბა შუბითიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა ზუსტად ვერ დაარტყა - 5:0.

არმიელებს, ცხადია, არ აწყობდათ მოვლენათა ასეთი განვითარება და გაცილებით უფრო აგრესიულად შეუტიეს მეტოქეს, რამაც შედეგი მალევე მოიტანა. მე-14 წუთზე "არმიას" მორკინალებმა ზედიზედ ორჯერ გაჭრეს მეტოქის დაცვის ხაზი. მგეზავმა გიორგი აფციაურმა შექმნილი რაკიდან სწრაფად გაათამაშა ბურთი გრძელ ფრთაზე, რასაც გარემარბ ალექსანდრე ტუჩაშვილის ლელო მოჰყვა. რთული პოზიციიდან რატი ნუცუბიძემ გარდასახა - 7:5.

22-ე წუთზე მსაჯთან გაუთავებელი კამათის გამო ყვითელი ბარათით დაისაჯა აკადემიელთა მარბიელი დავით ნიბლაძე, ისეთი მაღალი კლასის მეტოქემ კი, როგორიც "არმიაა", მეტოქეს ეს შეცდომა არ აპატია და მყისიერად დასაჯა.

არმიელმა მორკინალებმა მშვენიერი მოლი ააგორეს და 25 მეტრი იარეს, რამაც მეტოქის დაცვის ხაზის არევა გამოიწვია. აფციაურმა ამჯერად პასის გაკეთებას საკუთარ თავზე თამაშის აღება ამჯობინა. ინდივიდუალური ოსტატობით იოლად აუარა გვერდი ორ მოწინააღმდეგეს და მორიგი ლელო გაუტანა მასპინძლებს, რომელიც ნუცუბიძემ ისევ იოლად გარდასახა - 14:5.

ტაიმის მიწურულს "არმიამ" სტატიკური მდგომარეობიდან ისევ წამოშალა მეტოქის შერკინება, ბურთი აართვა და სწრაფი კონტრშეტევაც წამოიწყო, რომელიც ტუჩაშვილის მიერ კიდესთან გატანილი ლელოთი დასრულდა - 19:5.

მატჩის მეორე ნახევრის სტარტზე "აკადემია" გამოფხიზლდა. პაატა ნარიმანაშვილის მიერ განხორციელებულმა შეცვლებმა თავისი გავლენა იქონია მატჩზე და მასპინძლებმა თამაში დროულად დაალაგეს. მათ მეტოქის ჩათვლის მოდნიდან ხუთ მეტრში მოპოვებული საჯარიმო ორიგინალურად გაათამაშეს, რასაც "არმიამ" ალღო ვერ აუღო და გიორგი ღამბაშიძემ მეორე ლელო გაუტანა მეტოქეს. ხელსაყრელი პოზიციიდან ამჯერად სოსო მათიაშვილმა ვერ გაიტანა გარდასახვა - 10:19.

შეხვედრაში ინტრიგა დიდი დოზით დაბრუნდა და თითქოს სიტუაცია კიდევ უფრო უნდა დაძაბულიყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავზე აიღო თამაში "არმიას" ფულბეკმა გიორგი შკინინმა, რომელმაც თავისი არაორდინარული გადაწყვეტილებებით და შეტევაში მოულოდნელი ჩართვებით ჯერ შეცვლაზე შესულ გიორგი კალმახელიძეს გაატანინა ლელო, ხოლო მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი, გადამწყვეტ მომენტში დროულად უპასა ტუჩაშვილს, რომელმაც თავის მხრივ, სამი გატანილი ლელოთი ჰეთ თრიქი შეასრულა.

"აკადემიამ" მეტოქეს მხოლოდ მათიაშვილის მიერ გატანილი საჯარიმო დარტყმით უპასუხა და მატჩიც ფავორიტების ლოგიკური გამარჯვებით დასრულდა - 31:13.

"არმიამ" მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულა დაიმსახურა და სატურნირო ცხრილში მეოთხე საფეხურამდე აღზევდა, ხოლო "აკადემია" 10 ტურში მოპოვებული 7 ქულით ცხრილის ფსკერზე ყოფნას განაგრძობს.

აკადემია-არმია 13:31

აკადემია (15-9) მაკაროვი, კალანდარიშვილი (მათიაშვილი 61), სიჭინავა, ილურიძე, ჭუაძე, (წასიძე 56), ქოპილაშვილი, ჯ.ღამბაშიძე (ჩაბრაძე 74); (1-8) ფეიქრიშვილი (მოსეშვილი 61) წვერავა, გ. ღამბაშიძე, მაღლაკელიძე, ბერიკაშვილი (გოგლიძე 67), შუბითიძე (ოზბეთელაშვილი 74), ნიბლაძე, გოგოლაძე

2ლ: ჯ. ღამბაშიძე, გ. ღამბაშიძე. ს: მათიაშვილი

სინბინი: ნიბლაძე

არმია (15-9) შკინინი, ტუჩაშვილი, გაბროშვილი, ჯიმშელაძე (ბაირამაშვილი 53), ნუცუბიძე, აფციაური, ღვინჯილია (ჯინაშვილი 48); (1-8) ზაქაშვილი, მამუკაშვილი, გურგენაძე (ქორიძე 51), სურგულაძე (უჩავა 53), ცხადაძე, ბიწაძე, დარასელია (თხილაიშვილი 49, ხარებავა 62), მაისურაძე (კალმახელიძე 49)

5ლ: ტუჩაშვილი (3), აფციაური, კალმახელიძე 3გ: ნუცუბიძე.

მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: "აკადემიამ" "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "აკადემია" 14:13 დაამარცხა
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" დაძაბულ ბრძოლაში სძლია