საოცარია, მაგრამ ასეა: "მანჩესტერ სიტიმ" დიდიე დროგბას ყიდვა მოიწადინა. ისტლენდელთა მწვრთნელი რობერტო მანჩინი დიდი ხანია...

საოცარია, მაგრამ ასეა: "მანჩესტერ სიტიმ" დიდიე დროგბას ყიდვა მოიწადინა. ისტლენდელთა მწვრთნელი რობერტო მანჩინი დიდი ხანია მისი თაყვანისმცემელია და მის "სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე" გადაყვანაზე ოცნებობს. გასაგებია, "სიტის" მეპატრონეები არაბი მილიარდერები არიან, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერი ფეხბურთელის შესაძენად საკმარისი თანხა გამოჰყონ, მაგრამ, მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ დროგბას კლუბი არის "ჩელსი" და მისი პატრონი რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩია. მთელ ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ როგორც ერთმა საქმეში ჩახედულმა ადამიანმა თქვა, ლონდონიდან მანჩესტერში გადაბარგებას არც თავად 32 წლის თავდამსხმელი გამორიცხავს.

"ლონდონელებმა უნდა გადაწყვიტონ, სჭირდებათ დროგბა მომავალშიც თუ არა - თქვა ხსენებულმა ადამიანმა - თუ დიდიეს ასაკს გავითვალისწინებთ, "სიტის" წინადადება შესაძლოა ძალიან მაცდურიც კი გამოდგეს".

როგორც ამბობენ, თუ დიდიე დროგბა ისტლენდზე გადაბარგდება, სამ წელიწადში 18 მილიონ ფუნტს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ კოტ დივუარელმა გასულ სეზონში 29 გოლი გაიტანა და პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული, ეგრეთწოდებული "ოქროს ბუცი" მოიპოვა. გარდა ინდივიდუალური წოდებისა, დროგბამ გუნდური ტიტულებიც მიგო: ინგლისის ჩემპიონობა და ფეხბურთის ასოციაციის თასი. დროგბას კონტრაქტის თანახმად, მან "სტემფორდ ბრიჯზე" კიდევ ორი წელიწადი უნდა გაატაროს. როგორც მიმომხილველები წერენ, იმ შემთხვევაში თუ თავდამსხმელი "ჩელსიდან" წასვლას მაინც გადაწყვეტს, ლონდონელები "ლივერპულს" მიმართავენ და იქიდან "ფერნანდო ტორესის" წამოყვანას შეეცდებიან.

იმის დასამტკიცებლად, რომ "სიტის" პატრონებს ფული არ უჭირთ, შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს მათ უკვე იყიდეს სამი ფეხბურთელი: იაია ტურე "ბარსელონადან", დავიდ სილვა "ვალენსიადან" (მართალია "სელტაში" თამაშობდა, მაგრამ ვალენსიელთა საკუთრება იყო) და ჯერომ ბოატენგი "ჰამბურგიდან". ეს სამი ტრანსფერი ისტლენდელებს 60 მილიონი ფუნტი დაუჯდათ, თუმცა ამით დაკმაყოფილებას არ აპირებენ. კერძოდ, მანჩინის "ლაციოდან" სერბი მცველის ალექსანდრ კოლაროვის გადაბირება უნდა. რაც შეეხება დროგბას, მასში "სიტი" 20 მილიონი ფუნტის გადახდას ვარაუდობს.

ასეთი ვაჭრობის შემდეგ კი, მანჩინის შეუძლებელია მომავალი სეზონისთვის დიდი გეგმები არ ჰქონდეს დასახული - ოთხეულში შესვლა და რომელიმე ჯილდოს მოპოვება, ასეთია გეგმა. გახსოვთ, რა იყო გასულ სეზონში? იტალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდმა მეხუთე ადგილი მოიპოვა და ლიგის თასზე ნახევარფინალში გავიდა.

"რასაკვირველია, შემართებული და აღელვებული ვარ - უთხრა მანჩინიმ ჟურნალისტებს - დღესაც კი, როდესაც სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ჯერ ძალიან ადრეა და არ ვიცი კიდევ ვის დავიმატებთ, ვფიქრობ, რომ დიდებული სეზონი გველის. ვგონებ, ასეთი შემადგენლობა მხოლოდ წარმატებისთვის თუ იბრძოლებს და ჩვენი გულშემატკივარიც დიდი ხანია ჯილდოს იმსახურებს. სხვათაშორის, გასული სეზონიც ძალიან კარგი გვქონდა. მართალია, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება კვლავ ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ რაც იყო, მანც ძალიან მომეწონა. ახლა კი უკვე დროა "სიტიმ" დიდების დარბაზში ახალი ჯილდოები გამოფინოს.

ხომ ხედავთ, იაია, ბოატენგი და სილვა უკვე დავიმატეთ. სამივე კარგი მოთამაშეა. თან, სილვა და ბოატენგი ახალგაზრდები არიან, ასე რომ ეს კლუბისთვის ინვესტიციაც არის. რაც შეეხება იაიას, გაიხსენეთ, ის ჯილდოები, რომლებიც მან "ბარსელონაში" მოიპოვა და იოლად დაასკვნით, რა გამოცდილების კაცი დაგვემატა. ასეა, თუ გვინდა პრემიერლიგის საუკეთესო გუნდებთან სხვაობა შევამციროთ, უნდა გავძლიერდეთ".

და კიდევ ერთი საკითხი: მანჩინიმ "სიტის" მთავარი გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელად წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ პლატი დაასახელა.

"მე და დევიდი ორი წლის განმავლობაში ერთად ვთამაშობდით "სამპდორიაში". ის თავის დროზე ინგლისის ნაკრებს კაპიტნობდა და შემდეგ 21 წლამდელთა გუნდს წვრთნიდა. ვფიქრობ, ასეთი ადამიანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ ჩვენ ახალი ეპოქის დაწყება და ტიტულების მოგება გვინდა, კლუბში ყველა პოზიცია უნდა გავაძლიეროთ".

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა