მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირების წინ მატჩის მოლოდინზე ისაუბრა
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოგებათა სერიას გააგრძელებს და "მანჩესტერ სიტის" ჯგუფში პირველობას არ დაუთმობს.

10 დეკემბერს გასამართ შეხვედრაში ეს გუნდები D ჯგუფში პირველ ადგილს გაითამაშებენ. უპირატესობა მიუნხენელთა მხარესაა, რომლებმაც პირველ დაპირისპირებაში, მანჩესტერში, ანგარიშით 3:1 იმარჯვეს. შესაბამისად, "ქალაქელებს" ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად გერმანიაში დიდი ანგარიშით გამარჯვება მართებთ.

ისე კი, ორივე გუნდს განაღდებული აქვს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაში.

"ხუთი მატჩი ჩემპიონთა ლიგაში და ხუთი გამარჯვება. ჩვენთვის მთავარი ამოცანა შემდეგ სტადიაზე გასვლა იყო. ამასთან, მიზნად ჯგუფში პირველი ადგილი გვქონდა დასახული და არის შანსი, ლიდერობა დავკარგოთ.

წესით, მაღალი კლასის თამაშის მომსწრენი უნდა გავხდეთ. იმედი მაქვს, ფეხბურთელები სრულად აცნობიერებენ მომავალი შეხვედრის მნიშვნელობას. "მანჩესტერ სიტის" არაჩვეულებრივი მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ, მეტოქის კარს საფრთხე შეუქმნან. ჯგუფში პირველობისთვის მათ სამი ბურთის გატანა სჭირდებათ. თუკი ცუდად ვითამაშებთ, მათ ამის გაკეთება სავსებით ხელეწიფებათ.

"ქალაქელებთან" შეხვედრაში დიდ ბრძოლას მოველი. "სიტის" რგოლებს შორის ძალიან ცოტა თავისუფალ სივრცეს დავუტოვებთ. თამაშის დროს, უმთავრესად, სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

თუკი საკუთარ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი შანსი გვექნება ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე დასრულებისთვის. მეორე ადგილს ვარიანტად არ განვიხილავთ.

ჩვენ მომატება კიდევ შეგვიძლია. რეკორდები კარგია, მაგრამ სამუშაო ბევრი გვაქვს. მაგალითად, უნდა ვეცადოთ, რომ ბურთი ნაკლებად დავკარგოთ.

ჯგუფში 18 ქულის მოპოვება - ღირსეული მიზანია. ამასთან, კლუბისთვის თანხებიც უნდა გამოვიმუშაოთ", - აქვეყნებს გვარდიოლას ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტურის წინ: ოცნება, რწმენა, ილუზია, ომი...

PARFIUMER
რაც მინახავს გუარდიოლას ნებისმიერი გუნდის თამაში, ყველგან ჩანს რომ მწვრთნელი ყავს გუნდს და ფეხბურთელი მოედანზე თავის ჭკუაზე არ დარბის... მაგარი გუნდი ყავს და არჩევანზეც ეტყობა რომ მთვარი მოტივაცია ფული არ არი. ყველაზე დასაფასებელი მწვრთნელია კლოპთან ერთად. მე ასე მგონია.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო