"...როცა ისრაელში გაიგეს ჩემი "ზუგდიდში" მოსვლის შესახებ, კამიკაძე შემარქვეს"
თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც ს/კ "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად საქართველოში ერთი კვირით ჩამოვიდა და უკან აღარ გაბრუნებულა. იგი მეგობრებმა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის აუტსაიდერის გაძღოლაზე დაიყოლიეს და ისიც ჩვეული შემართებით შეუდგა რთულ საქმეს.

მასთან ინტერვიუ განმუხურში თბილისის "დინამოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ ჩავწერეთ.

- ბატონო გიორგი, საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა გხვდათ წილად. არადა, როცა "ზუგდიდში" ინიშნებოდით მთავარ მწვრთნელად, კარგად უნდა გცოდნოდათ, სად და რა პირობებში მოგიწევდათ მუშაობა.

- გეთანხმებით. მართლაც ყველაფერი კარგად ვიცოდი და გადაწყვეტილების მიღების დროსაც ბევრი არ მიფიქრია. უბრალოდ, როცა პრაქტიკულ საქმიანობას შევუდექი, ისეთ პრობლემებს წავაწყდი, რომელთა გადაჭრა ან დღის წესრიგში დაყენება მთავარი მწვრთნელის პრეროგატივა არ უნდა იყოს.

დაწვრილმანებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ ერთს აუცილებლად ვიტყვი - კლუბს ისევ ძველი ხელმძღვანელობა მართავს. უბრალოდ, ერთი გვარი მეორით შეიცვალა. იმ და ამ ხელმძღვანელობას კი ფეხბურთი ისე ესმით, რა ადგილსაც დღეს "ზუგდიდი" სატურნირო ცხრილში იკავებს.

ამ თემაზე ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, ერთსაც ვიტყვი - ხელს თუ არ შეგვიწყობენ, ნუ შეგვიშლიან მაინც. ხოლო ვისაც ნამდვილად ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა ხელეწიფება, დროს ნუღარ გააჭიანურებს - ყველაფერი "ზუგდიდის" საზიანოდ მოქმედებს.

- გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა არა გვგონია, თქვენ ამის ამჟამად თქვენს განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელებით აპირებდეთ.

- შესამჩნევად გადასახალისებელია როგორც გუნდის, ისე კლუბის შემადგენლობა. მე ვალდებულება გუნდზე მაქვს აღებული და შესაბამისი ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მეცოდინება, რომელ ფეხბურთელებთან აწარმოონ მოლაპარაკება ჩვენმა სელექციონერებმა. ჩვენ დროს უქმად არ ვკარგავთ, პროცესი დაწყებულია და გულშემატკივარს ვპირდებით - ახალი წლიდან "ზუგდიდს", ამ სიტყვის კარგი გაგებით, ვერ იცნობთ.

- უცხოელებს თუ უნდა ველოდეთ?

- არაფერია გამორიცხული. სხვათა შორის, უცხოელთან დაკავშირებით მომხდარმა კურიოზმა ჩვენი გუნდი უკვე დააზარალა. დებულებით, ახალ წლამდე გუნდს 3 ლეგიონერის უფასოდ აყვანის (ლიმიტის შევსების შემთხვევაში, თითო უცხოელში სფფ-ში 15 ათასი ლარია გადასახდელი) უფლება ჰქონდა. ეგვიპტელები ამირ აზმი და ჯამალ ჰამზა ალბათ კარგად გახსოვთ. რაც შეეხება მესამე უცნობ უცხოელს, მასთან წინა ხელმძღვანელობამ ისე გააფორმა კონტრაქტი, ფეხბურთელი ზუგდიდში თვალით არავის უნახავს.

არადა, ეს ფაქტი რომ არა, იყო შანსი, ერთი ნორმალური ლეგიონერი ათიოდე დღის წინ დაგვემატებინა, რომელიც ჩვენს საკმაოდ სუსტ თავდასხმის ხაზს უდავოდ გააძლიერებდა.

- თქვენი თავკაცობით გუნდმა ბოლო 3 მატჩი გამართა, "ზუგდიდის" ისედაც მწირ ბალანსს კი მხოლოდ ქულა შეემატა. გულშემატკივარი უკეთესის მოლოდინშია. რა შეგიძლიათ მათ დასაიმედებლად თქვათ?

- თუ ვინმეს გუშინდელ, თუნდაც დღევანდელ კონდიციებში მყოფი ფეხბურთელებით სასწაულების მოხდენა შეუძლია, მას დღესვე დავუთმობ ადგილს.

ფორტუნას ცალი თვალით მაინც რომ გადმოეხედა ჩვენკენ, შესაძლოა 2-3 ქულით მეტი აგვეღო. ეს შესაძლებლობის მაქსიმუმის გამღებ ფეხბურთელებს თავდაჯერებას შემატებდა, თუმცა მათ ამის პრობლემა კი არა, კლასის და პროფესიონალიზმის პრობლემა აქვთ, რაც 1 თვეში არ მოდის.

როცა ისრაელში გაიგეს ჩემი "ზუგდიდში" მოსვლის შესახებ, კამიკაძე შემარქვეს. მოგეხსენებათ, იქ ჩემი სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო წლები გავატარე და ნოემბრის შუა რიცხვებამდე იქაური პირველი ლიგის გუნდები მთავაზობდნენ თანამშრომლობას - უმაღლესში იმ მომენტში ვაკანსია არ იყო. აქ ოფიციალურად ერთი კვირის დაწყებული მქონდა მუშაობა და ისრაელიდან ერთბაშად 2 გუნდი დამიკავშირდა.

გულშემატკივრის კარგად მესმის. მას შედეგი ახლავე უნდა და ვერც გაამტყუნებ. მათთან ერთადერთი სათხოვარი მაქვს - პატარა მოთმინება და მათ აუცილებლად გავახარებთ. კარგია, რომ ისინი არცერთ საშინაო თამაშს არ აცდენენ და გუნდს გვერდში უდგანან. დარწმუნებული ვარ, ახალი წლიდან მათ გასვლით მატჩებზეც ექნებათ თანადგომის საშუალება.

- კარგია რომ ოპტიმიზმი ასეთ სიტუაციაშიც არ გტოვებთ.

- ამის საბაბს იმ ხალხის მოცემული სიტყვა მაძლევს, ვინც გუნდში მოსვლაზე დამითანხმა. მათი თანადგომით, "ზუგდიდი" არაერთ სიურპრიზს შესთავაზებს მაყურებელს. მჯერა, რომ ეს წლის ბოლომდეც მოხდება.

ფრიდონ კერვალიშვილი

მგლები
თავის მართლებას ნუ ეცდები ჩემო ვითომ მწვრთნელო ისედაც ცხადია არაფრის გამკეტებელი არ ხარ 2005 წლიდან ეს კაცი ხემძღვანელობდა ამ გუნდს და ბოლო ადგილზე არასოდეს არ ყოფილა შენი მოსვლის შემდეგ კი ......
gulshematkivari
როგორ და ვითი უნდა გაეტანა გოლები?ეს ხართ ქართველები!!პეხბურთელები ისევ ისინი არიან და მაგ ჯამბაზებიტ როგორ მოიგებს !!Dynamo ხოარაა!არავის უპადესჰკებ უბრალოდ ამ მარაზმს ვერ ვიტან..
dito
ეს ხომ ტკუილია თითქოს ისრაელში გაიგეს და კამიკაძე უწოდეს...გამოაგდეს იქიდან უკვე არავის არაფერში აინტერესებს...კერვალიშვილი კი თვიტონ ჩამოიკვანა ზუგდიდში, პრეს ატაშის ადგილს დაპირდა გუნდში და აწერინებს სტატიებს...
gulsematkivari..
დარასელია მართალი ხარ იმაში რომ ზუგდიდს ვერ ვიცნობთ მომავალ წელს, რადგან პირველ ლიგაში იქნება....შეჭამთ ახალ ბიუჯეტს სამ თვეში და გაიქცევი ციტაიშვილტან ერთად და სხვას დააბრალებთ კველაფერს....ვაი ზუგდიდის და ზიგდიდელების ცოდვა თქვენს ხელში....
niako
ვაი ტქვენს პატრონს
ika
რეებს ბოდავ რეებს... რისი გამკეთებელი ხარ, რომ ხარ რა გააკეთე? ერთი გოლი ვერ გაგიტანია და ერთ ადგილს რომ ტკეპნი ვერ ხედავ? მაგარი გგონია თავი მაგრამ ნოლი ხარ ნოლი.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
მალხაზ ჭეჟია კობა წიტაიშვილს პასუხობს: ეს საერთოდ აღმაშფოთებელია!..
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
"ზუგდიდი" კიდევ ორი ეგვიპტელი ლეგიონერის მოლოდინში
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
"არაფრისმომცემ ეგვიპტელებს "ზუგდიდში" აქაურებზე მეტი ხელფასი ჰქონდათ!"
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა