უმცროსი უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობას გამოაკლდა

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი სერენა უილიამსი მონაწილეობას ვერ მიიღებს 2011 წლის სეზონის პირველ დიდ ტურნირში - ავსტრალიის ღია ჩემპიონატში. ამერიკელი მიზეზად კვლავაც ფეხის ტრავმას ასახელებს. ასე რომ, სერენა ვერ შეძლებს შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვას.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა უილიამსმა ტრავმა 2010 წლის ივლისში, უიმბლდონზე ტრიუმფის შემდეგ მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩოგბურთელმა რესტორანში გატეხილ ჭიქას ფეხი დააბიჯა და ღრმა ჭრილობა მიიღო. სერენამ სექტემბერში განაახლა ვარჯიშები, მაგრამ ოქტომბერში იძულებული გახდა სეზონის დასრულების შესახებ გამოეცხადებინა. უილიამსს ჭრილობაზე ხელმეორე ოპერაცია დასჭირდა.

"ახლა ხელმეორე აღდგენით კურსს გავდივარ. ძალიან სამწუხაროა, რომ ავსტრალიაში შარშანდელ ტიტულს ვერ დავიცავ.

მივხვდი, რომ ჩოგბურთში სწრაფად დაბრუნების სურვილმა ცუდი სამსახური გამიწია. ახლა ვიცი - ტრავმა ბოლომდე უნდა მოვირჩინო და სრულ გამოჯანმრთელებას დაველოდო.

ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ვპირდები ჩემს ყველა გულშემატკივარს, რომ კორტზე უფრო ძლიერი დავბრუნდები", - განაცხადა სერენა უილიამსმა, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობა ხუთჯერ აქვს მოგებული (2003, 2005, 2007, 2009, 2010).

საფრანგეთის ღია პირველობის კომპლექს როლან გაროსის მოდერნიზაციის სპეციალურმა კომისიამ უარი თქვა სტადიონის პარიზის რომელიმე გარეუბაში გადატანაზე. გადაწყდა, რომ ლეგენდარული არენა ადგილმდებარეობას არ შეიცვლის.

კომისიამ, რომელიც სპორტული ფუნქციონერებისგან, არქიტექტორებისგან და ისტორიკოსებისგან შედგება, დღეს არსებული საჩოგბურთო ცენტრის გაზრდას დაუჭირა მხარი. კერძოდ, აშენდება დამატებით ერთი კორტი, რომელიც 5 ათას მაყურებელს დაიტევს.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე