ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარში ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს
თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა განაგრძობს წარმატებით ასპარეზობას ინდური ნავი მუმბაის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი).

მე-8 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ერთეულთა თანრიგის სტარტზე კსენია პალკინას (ყირგიზეთი) ძლევის შემდეგ, 11 დეკემბერს, მასპინძელი ბოსალე დაამარცხა - 6:2, 6:3 და მეოთხედფინალში ყაზახ კამილა კერიმბაევას დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა იტალიელი ბარბიერი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:1.

წყვილებში კალაშნიკოვა, როგორც გაუწყეთ, ლატვიელ დიანა მარცინკევიცასთან არის შეამხანაგებული. 11 დეკემბერს, მეოთხედფინალში ისინი კამონავან ბუაიამისა და პინქტარნ პლიპუჩის (ორივე - ტაილანდი) დუეტს შეხვდნენ.

პირველი სეტი ტაილანდელებმა მოიგეს - 6:4, მეორე ხელში გამარჯვებული ტაი-ბრეიკებმა გამოავლინა - კალაშნიკოვამ და მარცინკევიცამ მეტოქეს 7:6 აჯობეს. მესამე სეტშიც ქართულ-ლატვიურმა დუეტმა იყოჩაღა - 10:6 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას მეტოქეობას მესამე ნომრად განთესილი თურქები - ბასაკ ერაიდინი და მელის სეზერი გაუწევენ.

ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი ტურნირის ძირითად ბადეში იყო თამარ ჭალაგანიძე, რომელიც 11 დეკემბერს ალიონა სოტნიკოვას (უკრაინა) დანებდა - 0:6, 1:6.

ყატარში, ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) წარმატებით ცდის ძალებს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ერთეულებში მესამე ნომერია. 11 დეკემბერს მე-2 წრეში მან ჩუჰან ვანს (ჩინეთი) აჯობა - 3:6, 6:4, 6:3.

წყვილების მეოთხედფინალში ბასილაშვილი იაჰორ იაციკთან (ბელორუსი) ერთად მესამე ნომრად განთესილ ადამ ჩადაჯს (პოლონეთი) და დომინიკ შულცს (გერმანია) შეხვდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეწყვილესთან ერთად ორივე ხელი მოიგო - 7:5, 6:3 და ნახევარფინალში გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
სამ შეხვედრას თუ მოიგებს... ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს აშშ-ის ღია პირველობას იწყებს
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
ქართველი ჩოგბურთელები: მინსკი, ბურსა და რეიტინგები
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
სოფიო შაფათავა რუმინული ტურნირის წყვილთა ფინალშია
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილს ცინცინატის მასტერსზე სტარტი ფინიშად ექცა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილმა აშშ-ის ღიას საკვალიფიკაციო მოგებით დაიწყო
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
სოფიო შაფათავამ ბარსელონას ტურნირი მოგებით დაიწყო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის