აგერ, უკვე მესამე წელია, ანტონიო კონტეს გუნდი სერია A-ში შეუჩერებელია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად ასპარეზობს
გამყინვარება ჯოჯოხეთში

აგერ, უკვე მესამე წელია, ანტონიო კონტეს "იუვენტუსი" სერია A-ში შეუჩერებელია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად ასპარეზობს.

თუ გასულ სეზონში "ვეკია სენიორა" პლეი ოფში გავიდა და მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა, ამჯერად უკვე ჯგუფში ჩარჩა და მსოფლიო მასშტაბით მოიჭრა თავი. ეს ის მომენტია, როდესაც არც შინ ტრიუმფს დაგიფასებენ და ყოველთვის წამოგაძახებენ გარეთ წაქცევას...

იტალიელთა თურქეთში მოგზაურობა ურთულესი გამოდგა - ორ დღეზე გაწელილი მატჩი, გაუთავებელი თოვლი და "ჯოჯოხეთად" წოდებული სტადიონის საშინელი, გაყინული მინდორი, რომელზეც ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელია.

მატჩის ჩატარების წინააღმდეგი იყო ორივე მხარე, თუმცა თამაში შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 1:0.

გეცოდინებათ, გოლი მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გავიდა და მისი ავტორი ვესლი სნეიდერია, რომელიც ნამატჩევს ემოციებს ვერ მალავდა.

იხილეთ ვიდეო

თუმცა ჩვენ სიტყვა მწვრთნელებს გადავცეთ:

რობერტო მანჩინი (გალათასარაი):

"ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში შეუძლებელია და პირადად მე, მატჩის გადადების მომხრე ვიყავი. თუმცა უეფამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. ვამაყობ ჩემი შეგირდებით და მიხარია, რომ გულშემატკივარი გავაბედნიერეთ".

ანტონიო კონტე (იუვენტუსი):

"მატჩის გადადება გვინდოდა მეც და მანჩინისაც, მაგრამ ჩვენი პოზიცია არ გაითვალისწინეს. ვფიქრობ, კარგ მინდორზე ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებდით და მიზნის მიღწევის მეტი შანსი გვექნებოდა. თუმცა თავის მართლებას არ ვცდილობ - აქამდე არ უნდა მიგვეყვანა საქმე".

გადარჩენილი "მილანი"

ვერავინ წარმოიდგენდა, თუ "მილანი" "აიაქსთან" პაექრობას დაცვაში გალევდა და ლომბარდიული გრანდის გულშემატკივრებს ფრე სანატრელი გაუხდებოდათ.

ამსტერდამელებმა 20-მდე დარტყმა განახორციელეს მეტოქის კარის მიმართულებით და ეს მაშინ, როდესაც მასპინძლები სულ რამდენჯერმე გადავიდნენ ხეირიანად სტუმართა ნახევარზე.

მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ "მილანი" არაერთხელ იხსნა გაშვებული ბურთისგან კრისტიან აბიატიმ.

მოკლედ, "მილანმა" სასურველ ფრეს მიაღწია, მერვედფინალში გავიდა, თუმცა გულშემატკივარი აღფრთოვანებული ვერ დატოვა...

და ეს, მიუხედავად იმისა, რომ "აიაქსს" ლომბარდიელები 10 ფეხბურთელით ებრძოდნენ. დიახ, ჯერ კიდევ 22-ე წუთზე არბიტრმა რიკარდო მონტოლივოს წითელი ბარათი აუფრიალა.

გასაგებია, რომ კაცნაკლული თამაში ადვილი არაა, მაგრამ "მილანს" საკუთარ კედლებში მაინც მეტი მოეთხოვება, თანაც, ასეთ არავარსკვლავურ "აიაქსთან".

იხილეთ ვიდეო

მასიმილიანო ალეგრი (მილანი):

"რთული იყო "აიაქსთან" კაცნაკლული თამაში, მაგრამ საბედნიეროდ, სასურველ მიზანს მივაღწიეთ. კარგია, რაც კარგად მთავრდება და შეგირდთა მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. შესანიშნავად ითამაშეს მცველებმა, თუმცა არც მეკარე უნდა დავივიწყოთ. მარიო ბალოტელიმაც დიდი შრომა გასწია და მთლიანობაში, დამსახურებულად გავედით მერვედფინალში".

ფრანკ დე ბური (აიაქსი):

"იმ ორი მატჩის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ჩვენ "მილანთან" ვაჩვენეთ, "აიაქსი" გასავარდნად ცოდო იყო. ვფიქრობ, რომ ამ მატჩით ანტიფეხბურთმა იმარჯვა. რა თქმა უნდა, დღევანდელი თამაშის მიმდინარეობა გაძევებამ გადაწყვიტა, თუმცა მონტოლივოს გაძევება სამართლიანი იყო. ის კი არა, "მილანს" გაუმართლა, მეორე ტაიმში მსაჯმა მას ბალოტელიც რომ არ მიაყოლა. ფეხბურთში ყოველთვის ძლიერი ვერ იმარჯვებს".

დე ლაურენტისი: მხოლოდ ჩვენით ამაყობს იტალია!

სიკვდილის ჯგუფს "მარსელთან" ერთად "ნაპოლი" ემსხვერპლა, თუმცა სამხრეთიტალიელები ტურნირს თავაწეულნი ტოვებენ.

რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა "არსენალს" პირველ ტაიმში ბევრი ვერაფერი დაუპირისპირეს, მეორეში კი გამოცოცხლდნენ და ორი უპასუხო გოლიც გაიტანეს.

თუმცა დორტმუნდის "ბორუსიას" საფრანგეთში გამარჯვების გამო კიდევ ერთი გოლის გატანა იყო საჭირო - ამისთვის ნეაპოლელებს არც დრო ეყოთ და ალბათ, არც კლასი...

იხილეთ ვიდეო

და მაინც, "ნაპოლი" ამაყი ტოვებს ჩემპიონთა ლიგას, რაზეც კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის სიტყვები მეტყველებს:

"დამთავრდა თუ არა მატჩი, გასახდელში ჩავედი და ბიჭები გავამხნევე. ჯგუფური ეტაპი ბრწყინვალედ ჩავატარეთ და უბრალოდ, არ გაგვიმართლა, რომ მერვედფინალში ვერ გავედით.

დღეს ჩვენ ამაყები ვართ - მეტიც, დღეს იტალია მხოლოდ ჩვენით ამაყობს. ვეცდებით, ევროპის ლიგა მოვიგოთ და მომდევნო სეზონისთვის კვლავ მოვიპოვოთ ჩემპიონთა ლიგის საგზური".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. გადადებული მატჩი: "იუვე" თოვლ-ჭყაპში დაიხრჩო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. H ჯგუფი: ნეიმარმა "ბარსელონას" მესი დაავიწყა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. F ჯგუფი: ფინიტა ლა ტრაგედია [VIDEO]

პედრიმ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე არასასურველი მეტოქე დაასახელა
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...
"ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება" - პეპ გვარდიოლა "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
"მილანს" ზაფხულში 6 ფეხბურთელი დატოვებს
კომენტატორიც კი განწირული ხმით ყვიროდა: "დენის ბერგკამპ..." [VIDEO]
იტალიის თასი. 1/2-ფინალის გამოხმაურება: პირველად 2003 წლის შემდეგ
"მამასავითაა" - ლეაომ ალეგრის შესახებ ისაუბრა
ფრანკ დე ბური ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
კრისტიან აბიატი: ბედნიერი ვარ, "არსენალს" რომ შევხვდით
რიკარდო მონტოლივომ კარიერა დაასრულა: ეს "მილანმა" მაიძულა
ფრანკ დე ბური: სასაცილოა - რატომ უნდა გადაუხადონ მამაკაც და ქალ ფეხბურთელებს ერთნაირი ხელფასი?
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს ნაცნობი დე ლაურენტისია - აურელიო კონტეს ემშვიდობება, თანაც უფასოდ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ნამდვილად დე ლაურენტისია? - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
როდესაც ტრენდის გუნდთან გაიგივება არ უნდათ - ხვიჩა სასტუმროში გადავიდა
როდესაც ტრენდის გუნდთან გაიგივება არ უნდათ - ხვიჩა სასტუმროში გადავიდა
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
ლეგენდები, რომლებიც კალჩოს დააკლდებიან
დე ბური საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ტაქტიკით გააკვირვა
სერია A. ბოლო ტურის ფაქტები და სტატისტიკა: "სასუოლოს" შანსი
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
სიტუაცია შეიცვალა - რას შეპირდა დე ლაურენტისი კონტეს?
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
უწინ და დღეს - როგორ გამოიყურებიან "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის"
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
"კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელი არ არის" - "მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
"მილანი" ზაფხულში რიკარდო მონტოლივოს გაუშვებს
ქართველების ძლევით შეგულიანებული დე ბური უკრაინის დამარცხებაში დარწმუნებულია
დე ბური: "ინტერის" ლიდერი ჰანდანოვიჩია და არა იკარდი, ის კაპიტანი არ უნდა იყოს
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს