"ფინეთში ტოპ-ჩემპიონატი არ არის, მაგრამ სანამ საშუალება მექნება, მირჩევნია, იქ დავრჩე და ვითამაშო, ვიდრე საქართველოში დავბრუნდე"

ტურკუს "ინტერის" 31 წლის თავდამსხმელისა და მისი კლუბისთვის წლევანდელი სეზონი შარშანდელივით წარმატებული ვერ გამოდგა - შარშან "ინტერი" ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო ირაკლი სირბილაძე - ლიგის ბომბარდირი, პლუს, საუკეთესო თავდამსხმელადაც აღიარეს.

წლეულს კი "ინტერმა" ჩემპიონატი მეცხრე ადგილზე დაასრულა, ხოლო ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 9 გოლით ბომბარდირთა დავაში მხოლოდ VIII-XI ადგილები გაინაწილა.

ამას დაემატა ისიც, რომ თემურ ქეცბაიაც აღარ იწვევდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში...

"ინტერის" ჰოლანდიელ მთავარ მწვრთნელ იობ დრაგტსმას კი მიაჩნია, რომ სირბილაძე კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

”წლეულს ირაკლიმ შარშანდელივით კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ ეს მთელი გუნდის პრობლემის ასახვა იყო და არა - თავად ირაკლის ცუდი მდგომარეობის. მჯერა, ის მომავალ სეზონს გაცილებით უკეთ ჩაატარებს. "სირბისგან" მეტ გოლს უნდა ველოდოთ”.

"ლელომ" სირბილაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა...

- შარშანდელისგან განსხვავებით, წლევანდელ სეზონში თამაში არც თქვენ აგეწყოთ და არც - გუნდს. რა იყო ამის მიზეზი?

- დიახ, მხოლოდ 9 გოლი გავიტანე. მიზეზი ის იყო, რომ "ინტერი" ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და მხოლოდ ორი ახალწვეული გვყავდა, სათანადო შევსებაც არ მიგვიღია და ახალგაზრდული შემადგენლობით ვთამაშობდით.

ამას გარდა, სეზონის მსვლელობისას ბევრი მოთამაშე დაგვიშავდა, რამდენიმეს თვეები გაუცდა და ოპტიმალური შემადგენლობით თითქმის არ გვითამაშია. ცხადია, ასეთ ვითარებაში შეუძლებელი იყო, მე ან რომელიმე ფეხბურთელს თავი კარგად წარმოგვეჩინა.

- ტრავმები თქვენც გაწუხებდათ...

- სამწუხაროდ... მერე ფორმაში არ ვიყავი, სასურველი კონდიციების აღდგენაში კი სეზონიც მიილია. ისიც მიკვირს, ასეთ სიტუაციაში 9 გოლი რომ გავიტანე.

- ამის ფონზე, ალბათ, ეროვნულ ნაკრებში არმიწვევაც ლოგიკური იქნებოდა.

- რა თქმა უნდა, ლოგიკურია. მაგრამ ნაკრებში მიწვევა უდიდესი სტიმულია... იმ პერიოდში უფრო მონდომებული ვიყავი, მეტი და მეტი რომ გამეტანა.

- "ინტერთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივეთ. საინტერესოა, სხვა ქვეყანაში არ გიწვევდნენ?

- კონტრაქტი ახლახან დამიმთავრდა და იყო ვარიანტები ფინეთშიც, ევროპაშიც და სხვაგანაც. მაგრამ "ინტერს" ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურდა და საბოლოოდ, მაინც დარჩენა ვამჯობინე.

- ანუ შეჩვეული ჭირი ამჯობინეთ?

- არა, უბრალოდ, მინდა, კარგი სეზონი ჩავატარო და მერე ვნახოთ...

- სხვაგანაც იყო ვარიანტებიო, თქვით. საქართველოში არ გიწვედნენ?

- ასეთი წინადადება არ ყოფილა და კარგად გამიგეთ: მართალია, ფინეთში ტოპ-ჩემპიონატი არ არის, მაგრამ სანამ საშუალება მექნება, მირჩევნია, იქ დავრჩე და ვითამაშო, ვიდრე საქართველოში დავბრუნდე.

ჯერ ჩვენთან იმასთან მიახლოებული არც პირობებია და არც მაყურებლისა და სპონსორების ინტერესი. რაც მთავარია, ევროპელებიც გაცილებით მეტ ყურადღებას გაქცევენ. თავადაც ხომ იცით, რომ საქართველოში ევროპიდან საკუთარი ნებით არ ბრუნდებიან.

ორიოდე გუნდის გარდა, აქ პირობებიც არასასურველია და ისიც არ იცი, ხვალ ვის ექნება ფული და როდის რომელი კლუბი დაიშლება.

სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ფეხბურთი არავის აინტერესებს. აბა, რა აზრი აქვს დაბრუნებას?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mano
რა სისულელებს ლაპარაკობთ ეგრე დაიწუნეს კალაძე და მერე რამდენს მიაღწია საქართველოში არც ფეხბურთელის შერჩევა არ შეუძლიათ და რა მწვრთნელებზე და დონეზე ლაპარაკობთ შეგრცხვეთ მაინ გიხაროდეთ ჩვენმა ფეხბურთელებმა აქედან თუ გაახციეს და იამაყეთ იქ თუ დიდხანს დაიტოვებენ რა უღმერთო ხალხი ხართ
დუდუ
აქ თუ არავის არ უნდოდა, ე. ი. აქაური მწვრთნელები არიან უცოდინარები, ან/და უზნეოები, თორე ამ კაცმა კი დაამტკიცა, რო თამაში შეუძლია.
daviti
თქვენს კომენტარებზე უნდა ეცინებოდეს კაცს მაგრამ,ამის ნერვებიც რომ,არ არის.მოკლე მარტივი ენით დაწერილი ინტერვიუდან აზრის გამოტანა არ შეგიძლიათ და ვიღაცეების პატრიოტიზმზე ლაპარაკობთ.პირდაპირ ამბობს ეს კაცი ტოპ ჩემპიონატში არ ვთამაშობ მაგრამ აქ დარჩენა მირჩევნია საქართველოში ჩამოსვლასო და რაა ამაში გასაკვირი?იმ თქვენთვის სუსტ და "სასაცილო" ჩემპიონატში ნორმალური მინდვრებია,მაყურებელი და საფეხბურთო გარემო სტადიონებზე,ევროპული დონის ბაზები აქვთ კლუბებს,ვარჯიშის აღდგენის თანამედროვე მეთოდები,ამ სუსტი ჩემპიონატიდან გაცილებით მეტი მიდის ევროპაში სათამაშოდ ყოველ წელიწადს,ვიდრე ჩვენი ჩემპიონატიდან 10 წლის განმავლობაში.ამ ჩემპიონატ გამოვლილი ნაკრები ჩამოდის თბილისში და ისე უგებს ჩვენს ნაკრებს მნიშვნელოვან მატჩს ფეხს არ ანძრევინებს,აღარაფერს ვამბობ ხელფასებზე და პრემიებზე და ჭკუათმყოპელს რატო უნდა უნდოდეს იქედან წამოსვლა და სამტრედიის,მარტვილის ყანებში თამაში რომლებსაც აქ სტადიონებს ეძახიან?mcodne აი შენს კომენტარზე მარტლა გამეცინა,ესიგი ბაზარი არაა იცი რომ,ფინეთის ჩემპიონატი 100 ჯერ ჯობია ჩვენსას,მაშინ ამიხსენი ერთი როგორ მოხდა შენი თქმით,ამ ჩვენს ჩემპიონატში არავის რომ არ უნდოდა და ასე უვარგისმა ფეხბურთელმა სირბილაძემ 100 ჯერ უკეთეს ჩემპიონატსი ბომბარდირი რომ,გახდა?
PARFIUMER
****, რა თქვა ტყუილი ამ კაცმა, ნორმალურ ქვეყანაშია და თამაშობს, აბა ისაა კარგი გუნდში რომ გგონია თავი და ერთ დღეს გამოგიცხადებენ გაახალზრდავებას ვიწყებთ და აბა აქედან დაახვიეთო? რატომ უნდა მობრუნდეს ერთი მიზეზი თქვით... პატრიოტიზმზე ლაპარაკი იოლია შენ რომ არ გეხება საქმე.
kritika
იქ რომ ბობარდირი გახდა,აქ რომ ჩამოიდა ნაკრებსი ხომ გააძლიერა, პიროვნება არ გააცჰნია არანერი ქართულ, ოღონდ კარგად იყოს არიანტა ამის საქმე. მოდით ვნახოთ ეხლა რამდენჯერ გახდება ბომბარდიდი კიდევ, არამგონია ამან რამეს მიაღწიოს, სანამ ფინეტში წავიდოდა რამდენმა გუნდმა დაიწუნა, იგივე საქართველოში და აზერბაიჯანში. კოჭლი რომ სიარულს დაიწყებს ისეა ამის საქმე
tat
რატომ გიკვირთ? ადამიანურად გრძნობს თავს და იმიტომ ურჩევნია ფინეთში, ხელფასს არ დაუგვიანებენ , გუნდი არ დაიშლება და მწვრთნელს შუა ჩემპიონატშია არ გაუშვებენ
არტაგი
ირაკლის ვურჩევ გვარი შეიცვალოს(როგორც ხდება ხოლმე) და გახდეს სირბილაინენი!....შენ რა გინდა საქართველოს ნაკრებში?!?...
fransua
მერე რომ არავის უნდოდა იმ ჩემპიონატში 100ჯერ რომ ჯობია ჩვენსას საუკეტესო ბომბარდირი გახდა სხვის კრიტიკაში კველა მაგრები ხარტ
mcodne
ბაზარი არაა, ჩვენ სასაცლო ჩემპიონატს ფინეთი 100 ჯერ ჯობია, მაგრამ ეს რომ ფილოსოსფოსობს და კიდევ მაღალფარდოვან აზრებს აფრქვევს. აქ რომ არავის აღარ უნდოდი და ყველგან ჩამოწერილი ფეხბურტელი იყავი გაიხსენოს ამ ბუმბერაზ ფეხბურთელმა. ჭაობიდან ბაყაყი რომ ამოზრვრება ისეა ამის საქმე

ეს ისე ლაპარაკობს თითქოს ფინეთის ჩემპიონატი უმაღლესი დონის იყოს არადა ფინური გუნდები მალევე გამოეთიშნენ ევროთასებს. უმრავლესობა პირველივე ეტაპზე თუ არ ვცდები.
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ლეგიონის უქმეეები: ოქრიაშვილი დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]
ირაკლი სირბილაძე ფინეთის მე-3 ლიგაში გადავიდა
ირაკლი სირბილაძე: ბევრს ჰგონია, რომ ფინეთში თამაში ადვილია, მაგრამ ცდებიან...
ფინურ პრესაში ეწერა - ჩვენ მხოლოდ 3 ქართველი გვახსენდება: იოსებ სტალინი, საშა ჩივაძე და ირაკლი სირბილაძე
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ლეგიონის უქმეები: თემურ ქეცბაია იწყებს და იგებს
ირაკლი სირბილაძე შესაძლოა "იაროში" დაბრუნდეს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...