სავარაუდოდ, სფფ რუსების შემოთავაზებაზე პასუხს 13 დეკემბერს იტყვის, მანამდე კი ზვიად სიჭინავა ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან გამართავს კონსულტაციებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გარკვეულწილად სენსაციური წერილი გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს "თანამეგობრობის თასზე" იწვევენ.

აი, რას იუწყება სფფ-ის პრესსამსახური:

"დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მიიღო ოფიციალური წერილი რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ნიკოლაი ტოლსტიხისგან, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (1993 წლის 1 იანვრამდე ან მას შემდეგ დაბადებულთა გუნდი) მიწვეულია სანკტ-პეტერბურგში, სადაც 2014 წლის 22 იანვრიდან 2 თებერვლამდე "თანამეგობრობის თასის" 22-ე გათამაშება გაიმართება.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური წერილისა და შემოთავაზების განხილვა სფფ-ში უკვე მიმდინარეობს".

"თანამეგობრობის თასის" ჩატარება 1992 წელს დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის საფეხბურთო ასოციაციის სხდომაზე გადაწყდა. თავიდან ის საკლუბო ტურნირად იყო ჩაფიქრებული და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჩემპიონებს უნდა ეთამაშათ - ეს პოსტსაბჭოეთის არაოფიციალური ჩემპიონთა ლიგა იყო.

1993 წელს პირველი ტურნირი გაიმართა. თავიდან საკმაოდ პოპულარული გათამაშებაც იყო, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ცნობილმა კლუბმა, სრულყოფილი მოსამზადებელი ეტაპის გამართვის მოტივით, დუბლების გაგზავნა დაიწყო, ტურნირის პრესტიჟი დაეცა და რუსები მიხვდნენ, რომ ფულს ტყუილად ყრიდნენ.

2011 წლიდან მათ თანამეგობრობისა და ბალტიის ქვეყნების ახალგაზრდული ნაკრებების (1991 წელს და შემდეგ დაბადებულთა) საერთაშორისო გათამაშებად გადააკეთეს.

ჩვენი გუნდები ტურნირში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღარ მონაწილეობდნენ და ცხადია, არც მერე, როცა თასზე ახალგაზრდული ნაკრებები დაუშვეს. ეს რუსებმაც კარგად იცოდნენ და თავადვე აღარ გვიწვევდნენ.

მომავალ ტურნირს რაც შეეხება, 2014 წლის გათამაშებაში ჯგუფები უკვე დაკომპლექტებულია. A ჯგუფში მოხვდნენ ბელორუსი, ესტონეთი, ლატვია, ტაჯიკეთი; B - ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთი, უზბეკეთი; C - უკრაინა, ლიტვა, მოლდოვა, თურქმენეთი.

ჯერ არავინ იცის (ყოველ შემთხვევაში, ამაზე არაფერს წერენ), საქართველოს რომელ ჯგუფში სთავაზობენ თამაშს და ვის ნაცვლად.

როგორც ფედერაციაში გვითხრეს, ეს მათთვისაც უცნობია, მაგრამ ფაქტია - მიწვევა მივიღეთო.

სავარაუდოდ, სფფ რუსების შემოთავაზებაზე პასუხს 13 დეკემბერს იტყვის. ოღონდ, მანამდე ზვიად სიჭინავა ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან გამართავს კონსულტაციებს.

ამ ინფორმაციამ გულშემატკივრებში აჟიოტაჟი უკვე გამოიწვია. საეჭვოა, ჩვენი ქვეყნის ჭკუათმყოფელ მოქალაქეს რუსული პოლიტიკა მოსწონდეს, მაგრამ სპორტული კუთხით, ახალგაზრდული ნაკრებისთვის ეს ტურნირი სასარგებლო უნდა იყოს და დაფიქრებად მაინც ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ukraina
უარს იტყვის უკრაინა და ალბათ მის ადგილს გვთავაზობენ, რათქმაუნდა უარი უნდა თქვან!
durmishxan gulua
და სენსაციური რატომ არის ავტორი???ძააანაც კარგია,,წავიდნენ ითამაშონ
zvio
სნგ და + საქართველო და არ თანამეგობრობა, თანაც რუსებთAნ არ უნდა წავაგოთ.
leo
სპორტული თვალსაზრისით ამაში ცუდი არაფერია და ძალიანაც კარგს იზამენ თუ მიიღებენ მონაწილეობას ამ ტურნირში,ქართველი ფეხბურთელები და საეღთოდ თუ მოიგებენ მაგ სნგ თასს...
gio
თქვე *** რუსებს ამით იმის თქმა უნდათ რომ ვერსად გაექცევით და დღემდე სნგს წევრად მივაჩნივართ ნახეთ ტელეკომპანია "მირ" ისინი საქართველოს აშუქებენ როგორც სნგს წევრ ქვეყანას და თბილისში წარმომადგენელიც კი ყავთ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
საქართველოს ნაკრები "თანამეგობრობის თასზე" სპორტული პრინციპით არ წავა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება