ვლადიკავკაზის "ალანიაში" ფინანსური კრიზისია და თვეებია, ფეხბურთელები ხელფასებს ვერ იღებენ
არახალია, რომ რუსეთის ნაციონალური (პირველი) ლიგის ბინადარ ვლადიკავკაზის "ალანიაში" ფინანსური კრიზისია და თვეებია, ფეხბურთელები ხელფასებს ვერ იღებენ.

ოსური კლუბის ბედი ჩვენთვის საინტერესო იმით არის, რომ 2012 წლის ოქტომბერში იქ მისი ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ქართული ფეხბურთის ლეგენდა ვლადიმერ გუცაევი სპორტული დირექტორის როლში დაბრუნდა, ამ ზაფხულს კი "ალანიაში" საქართველოს ნაკრებში ნათამაშები ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა ჩაირიცხნენ.

...მაგრამ კლუბს გაუჭირდა და "ალანიას" პრეზიდენტი ვალერი გაზაევი საფიქრალს მისცემია - რა მოუხერხოს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ყველაზე პოპულარულ კლუბს. მან ისიც კი დაიქადნა - თუ ასე გაგრძელდა, "ალანია" ჩემპიონატს დატოვებს, რადგან ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ბიუჯეტი ბევრს ვერ აუდის, სპონსორი კი არ გვყავსო.

კლუბის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების ლოგიკური შედეგი იყო, ვლადიკავკაზელები 23 ნოემბერს ვლადივოსტოკში "ლუჩ ენერგიასთან" საშემოდგომო ეტაპის ბოლო შეხვედრაზე რომ არ გამოცხადდნენ - გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე ჩამოქვეითდა.

მერე გაირკვა, რომ "ალანია" იანვარში მოსამზადებელ შეკრებაზე გაემგზავრება. რა ხდება რეალურად კლუბში და რა ბედი ელით ვლადიკავკაზელ ჩვენებურებს?

ამის გასარკვევად "ლელო" ვლადიმერ გუცაევს დაუკავშირდა:

"ყველამ იცის, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა კლუბი - 7 თვის დავალიანება დაგროვდა და ამის მიუხედავად, "ალანია" პირველ ლიგაში მაინც წარმატებით თამაშობდა. პირველი წრე მეორე ადგილზე დავასრულეთ. ასეთ ვითარებაში ეს პატარა საქმე არ არის.

დავრჩებით თუ არა მე, ხოჯავა და მარცვალაძე "ალანიაში", პირდაპირაა დამოკიდებული სიტუაციის გამოსწორებაზე. კლუბს ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობა აფინანსებს.

ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს და თუ ის წარმატებით დასრულდება, ხომ კარგი, თუ არა და, "ალანია" დაიშლება და ყველას წამოსვლა მოგვიწევს.

პრობლემა ის არის, რომ თავად რესპუბლიკას კლუბის შესანახად აუცილებელი სოლიდური თანხა არ გააჩნია, მაგრამ პრობლემა უფულობა ნამდვილად არ არის და არც ყოფილ გენერალურ სპონსორს, "რუსჰიდროს" უთქვამს პატრონობაზე უარი.

კომპანიის ხელმძღვანელები "ალანიას" შეძენით დაინტერესდნენ, აქციათა სრული პაკეტის გამოსყიდვა სურთ და არა - მხოლოდ სპონსორობა. ამაზე მიდის მოლაპარაკება და ჩვენც მის შედეგებს ველოდებით", - ამბობს გუცაევი.

როცა კლუბის ბიუჯეტით დავინტერესდით, გუცაევმა გვითხრა:

"კარგად მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან დიდი ფული ტრიალებს. პირველი ლიგის ნორმალური (და არა - ძლიერი) კლუბის შესანახად 40 მილიონი დოლარი მაინც არის საჭირო.

ზოგიერთი ფეხბურთელის ხელფასი 100 ათას დოლარსაც აღწევს. ბევრია ისეთი, ვისაც 70, 60 და 50 ათასი დოლარი აქვს.

ასე რომ, პატარა თანხაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ რუსეთის პირობებში ეს მიუწვდომელი ნამდვილად არ არის. სწორედ ამით ასწიეს ჩემპიონატის და, ზოგადად, ფეხბურთის დონე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
პრო ლიგა 2: ამბიციური ფავორიტები და გასასინჯი უცხოელები
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
"ამ პრობლემის მოგვარების გზა არ ჩანს" - გუცაევმა საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ღმერთია მოწმე, არაფერი დამიშურებია... რაზე სწყდება გული გიორგი დევდარიანს
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ისტორია?
გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
ვლადიმერ გუცაევი: დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირდაპირ უნდა ვთქვა ჩემი აზრი
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა