ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

პროფლიგა თამაშგარეთ - ძალაუფლება ფედერაციას

პროფლიგა თამაშგარეთ - ძალაუფლება ფედერაციას

ხანგრძლივი უსპონსორობის გამო, საქართველოს პროფლიგა, ფაქტობრივად, გაუქმებულია

ხანგრძლივი უსპონსორობისა და უსახსრობის გამო, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა, ფაქტობრივად, გაუქმებულია. თუმცა გუშინ "ლოკომოტივის" სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას ეს ამბავი მსუბუქად მიაწოდეს - ლიგა მაისამდე უფუნქციოდ დარჩაო.

ახლა ყველაფერზე თანმიმდევრობით: გუშინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და მედიას პროფლიგის პრეზიდენტის, გია ფირცხალავას წერილი გააცნო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს

ბატონ დომენტი სიჭინავას

ბატონო დომენტი,

საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგების კლუბების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ვერ შეძლო საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის დადგენილი ყოველწლიური საწევრო გადასახადის გადახდა. შესაბამისად, პროფესიული ფეხბურთის ლიგა უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვეღარ ხერხდება უმაღლეს და პირველ ლიგებში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საორგანიზაციო ხარჯების გასტუმრება და ეს ტურნირები ჩაშლის საშიშროების წინაშე დადგა. გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები.

საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი

გიორგი ფირცხალავა

წერილის პასუხად ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროფლიგა მაისამდე უფუნქციოდ დარჩა:

- განცხადებაზე სასწრაფო რეაგირება იყო საჭირო. ფეხბურთის ფედერაციაში გადაწყვეტილება კლუბებთან კონსულტაციების შემდეგ და სახელმწიფოს დახმარებით მივიღეთ და პროფლიგის ფუნქციები ჩვენს თავზე ავიღეთ. ორშაბათიდან ჩვენთან ამოქმედდება საშეჯიბრო განყოფილება, რომელიც 2010-2011 წლების სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარებასა და ჩამთავრებას უზრუნველყოფს. მთავრობა კი გამოყოფს თანხებს, რათა ეროვნული ჩემპიონატი არ ჩაიშალოს და ტურნირი ყველა კლუბმა ჩაამთავროს.

- ანუ, ლიგა უფუნქციოდ დარჩა?

- მაისამდე ასე იქნება.

- ეს ლიგის გაუქმებას ნიშნავს?

- ამას არ ნიშნავს. ლიგაში მოუწევთ იმის გარკვევა, რა პრობლემებია თავად ორგანიზაციაში. თუკი სპონსორს მოძებნიან და პრობლემებს მოაგვარებენ, მუშაობასაც განაახლებენ. მაისამდე ჩემპიონატზე, სუპერთასსა და ჭაბუკთა ლიგებზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ.

- და ეს სახელმწიფოს დახმარებით მოხდება?

- სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება. კლუბებს და ლიგას ერთმანეთთან საქმე ვერ გაურკვევიათ. ეს ყველაფერი მსაჯების დავალიანებამ გამოიწვია. კლუბებს პროფლიგაში საწევრო არ შეუტანიათ. ეს ბევრს შეუძლია, მაგრამ არ აპირებენ, სანამ ლიგა ჩემპიონატში, თასსა და სუპერთასზე მონაწილეობისთვის შეპირებულ პრემიას არ გადაუხდის, ან ამ დავალიანებაში საწევრო გამოგვიქვითონო. ორშაბათს ყველა ლიგაში მოასპარეზე კლუბების ხელმძღვანელებს შევხვდები და დავილაპარაკებთ.

- სახელმწიფოსგან რა ოდენობის თანხას მიიღებთ?

- ზუსტად იმდენს, ვალები რომ გავისტუმროთ და ჩემპიონატი ჩავატაროთ.

- მაისამდე ლიგა ინვესტიციების მოზიდვას შეეცდება?

რევაზ არველაძე, ფედერაციის გენერალური მდივანი: - კომერციული ორგანიზაციის არსებობა აუცილებელია, მაგრამ ისიც კარგია, ფედერაციას სახელმწიფოს დახმარების იმედი რომ გააჩნია.

ზვიად სიჭინავა: - ორი დღის წინ "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტ გურამ რუხაძეს შევხვდი, რომელმაც სამართლიანი პრეტენზია წამოაყენა, ლიგისგან ჩემპიონატში, სუპერთასსა და თასზე მონაწილეობისთვის პრემია გვეკუთვნის და ბიუჯეტი ამ თანხის გათვალისწინებით დავგეგმეთ, ასე რომ, საწევრო ლიგის დავალიანებიდან გამოქვითონო.

- თუ ეს საწევროები არ შეგროვდა, მსაჯებს ხელფასებს როგორ გაუზრდით?

- ეს სხვა თემაა, სხვა პროექტია. მსაჯების ანაზღაურების გაზრდა ჩვენ პირველ და ჭაბუკთა ლიგებშიც გვსურს. წელს მივაღწიეთ იმას, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშების ჩაწყობაზე არავინ ლაპარაკობს. მსაჯების ხელფასების გაზრდა ამ საუბრებს საერთოდ შეწყვეტს.

- რომელიმე პრობლემურ გუნდს სპონსორი თუ გამოუჩნდა?

- ძველი ფედერაციის შეცდომაა, რომ გუნდების დაფინანსების დეტალები არ იცოდნენ. პორტის და ქალაქის დაფინანსება ერთი და იგივე არაა. ამიტომ უეფას და ფიფას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ასეთი კლუბები სახელმწიფოსგან ფინანასდებოდნენ. წინა პრეზიდენტის განცხადება, რომელიც კლუბების მუნიციპალიტეტებიდან და სახელმწიფოსგან დაფინანსებას კრძალავდა, 2009 წლის 19 დეკემბერს გავაუქმე და გუბერნიებსა და მუნიციპალიტეტებში შუამდგომლობა დავაყენე, რომ გუნდებს შეძლებისდაგვარად დაეხმარონ. მთელ მსოფლიოში ასეა, მუნიციპალიტეტები ინახავენ სტადიონებს, ნაწილობრივ კლუბებს და საფეხბურთო სკოლებს.

ზოგ კლუბში ხელფასებს ვერ იხდიან, ასეთებს 300-400 ათასი ლარიც შეეშველება. გასასტუმრებელია მსაჯების თანხებიც. არადა, პრობლემები მანამდე უნდა მოგვარდეს, სანამ ეს ხალხი ფედერაციასთან პროტესტის გამოსახატავად მოგადგება.

- ნაკრებს წარმატებული წელი ჰქონდა და სპონსორები თუ შემოტრიალდნენ?

- "სოკართან" მიდის მოლაპარაკება, მაგრამ უკვე იმდენს ველაპარაკეთ, იმავე კლუბების თაობაზე, სანამ კონტრაქტი არ გაფორმდება, ვერაფერს გეტყვით. არადა, სლოვენიაში ნაკრებმა საქართველოს პირველობაზე მოთამაშე ბიჭებით მოიგო, ანუ უინტერესო ჩემპიონატი არ გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• zaza

ბოლოს და ბოლოს როდის მოაგვარებენ ეროვნული ჩემპიონატის ფრობლემას?

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა

თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა