საქართველოს ნაკრებისა და ჰაიფას "მაქაბის" თავდამსხმელი ებრაული ვებგვერდების ყურადღების ცენტრშია

საქართველოს ნაკრებისა და ჰაიფას "მაქაბის" თავდამსხმელი ვლადიმერ დვალიშვილი, კიდევ ერთხელ მოხვდა ებრაულ ვებგვერდებთა ყურადღების ცენტრში. ამჯერადაც საქმე ჩვენებურის სავარაუდო ტრანსფერს ეხება. ინფორმაცია ასეთია: ზამთრის პაუზისას "მაქაბის" სამი ფეხბურთელი დატოვებს და ამ ტრიოდან ერთ-ერთი დვალიშვილი იქნება. ამ საიტთა მტკიცებით, კრაკოვის "ვისლას" სკაუტები 22 ნოემბერს ჰაიფას "ჰაპოელთან" "მაქაბის" მატჩს დაესწრნენ და ქართველი თავდამსხმელის თამაში კიდევ ერთხელ ნახეს. "ვისლას" სკაუტები ოქტომბერშიც ჩასულან ისრაელში - 31 ოქტომბერს ფეთახ თიკვას "ჰაპოელთან" ჰაიფელთა მატჩი ნახეს. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი სწორედ დვალიშვილმა გაიტანა.

ებრაული საიტების ინფორმაციით, კრაკოველებს გადაწყვეტილი აქვთ ქართველი თავდამსხმელის დამატება და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ამ საკითხის დადებითად მოგვარება სურთ. დვალიშვილი კიდევ წელიწადნახევარი "მაქაბის" ეკუთვნის. ჰაიფელთა კლუბის მესვეურებმა კი გასულ თვეში უკვე განაცხადეს, რომ ქართველ ფორვარდს 1.2 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან.

კრაკოვის "ვისლა" გასულ სეზონში ვიცე-ჩემპიონი გახდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰოლანდიელი რობერტ მაასკანტია. "ვისლა", რომელიც ამჟამად მეორე ადგილზეა, უფულობას არ უჩივის.

ებრაული წყაროები ლადო დვალიშვილით დაინტერესებულ კიდევ ორ კლუბს ასახელებენ - თურქულ "ტრაბზონსფორს" და კვიპროსის ჩემპიონს, ნიქოზიის "ომონიას". ფინანსურად არც ამ კლუბებს უჭირთ, მაგრამ გაიღებენ თუ არა დვალიშვილის სანაცვლოდ 1.2 მილიონ ევროს, ზამთრის პაუზისას გამოჩნდება. "ტრაბზონსფორი" წინა სეზონში მეექვსე ადგილზე გავიდა. ამ გუნდს შენოლ გიუნეში წვრთნის და ამჟამად თურქული სუპერლიგის ლიდერია. "ომონია" კი კვიპროსის ჩემპიონია. ეს გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელი სერბი დუშან ბაევიჩია, ჩემპიონატში მესამე ადგილზეა.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ სამიოდე კვირის წინ უკრაინული საიტები წერდნენ, ლადო დვალიშვილის დამატება დონეცკის "მეტალურგსა" და ხარკოვის "მეტალისტს" უნდა და ზამთრის ტრანსფერებისას ჩანაფიქრის რეალიზაციაზე იზრუნებენო.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა