სუპერლიგის პირველი წრე დასრულდა
სუპერლიგის პირველი წრე დასრულდა. ბოლო მატჩში საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. "სოხუმმა" 23 ქულის სხვაობით დაამარცხა "არმია" და ჩემპიონატის ცხრილმა საბოლოო სახე მიიღო.

პირველ ადგილზე მხოლოდ 1 წგების მქონე "დინამო" გამაგრდა, შემდეგ კი "არმია" და "ქუთაისი" მოდიან. ამ გუნდებმა ქულების თანაბარი ოდენობა დააგროვეს, თუმცა პირადი მოგების ხარჯზე მეორეზე არმიელები განთავსდნენ.

თანაბარქულიანობაა "სოხუმსა"და "ბათუმს" შორისაც, სადაც უპირატესობა აჭარულ გუნდს აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს. შემდეგ მოდის "შსს-აკადემია" და 3 აუტსაიდერი - "რუსთავი", "ოლიმპი" და "მაკაბი".

რაც შეეხება პირველი წრის ბოლო მატჩს, სოხუმელებმა "არმიას" ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობეს. არმიელებს მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰქონდათ მიხეილ ბერიშვილისა და თემურ ბაბუნაშვილის სახით, თუმც "სოხუმსაც" აკლდა ძირითადი ცენტრი ნიკა მეტრეველი, რომელიც იტალიური ლეგადუეს "როზეტოში" გადავიდა.

დაძაბული მხოლოდ პირველი მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც სოხუმელებმა 15:12 მოიგეს. დიდი შესვენებისთვის სხვაობა 11 ქულამდე გაიზარდა, ხოლო გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც "სოხუმმა" 24:11 მოიგო და გამარჯვება ნაადრევად გაიფორმა. ბოლო 10-წუთეულის წინ "არმია" 24 ქულით აგებდა და თამაშის გადარჩენის არც დრო ჰქონდა და არც შესაძლებლობა.

სოხუმელებს ამერიკელმა ჯოშუა ჯექსონმა 21 ქულით ულიდერა, მეორე ოკეანგაღმელმა ჯერემი სიმონსმა კი გამარჯვებულებს 14 ქულა და 17 მოხსნა მიაშველა. 18 ქულა დაგროვდა ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე. "არმიაში" 13 ქულით საუკეთესო გიორგი შარაბიძე იყო, 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ზვიად ბაბიაშვილმა.

პირველი წრე დასრულდა, 20 დეკემბერს კი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი დაიწყება.

14.12.13, 14:00

არმია-სოხუმი 56:79

არმია 12 10 11 23

სოხუმი 15 18 24 22

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში ("არმიის" მთავარი მწვრთნელი): "მივულოცავ სოხუმს გამარჯვებას, ღირსეულად მოიგეს, ამ სეზონში უვკე მეორედ სირცხვილი გვაჭამეს. თუმცა ეს არ იყო სურპრიზი, სოხუმი ჩვენზე ძლიერი გუნდია. ძალიან ცუდი პროცენტით ვესროლეთ. არ მჩვევია მოთამაშეებს დავაბრალო წაგება, თუმცა დღეს ტაქტიკის პრობლემა არ გვქონია. ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ასე ცუდად ვიასპარეზეთ. რამდენიმე დღე დარჩა ქორქია-საკანდელიძის ტურნირის დაწყებამდე და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, რათა უკეთ ვითამაშოთ. "სოხუმის" დამარცხებაზე ფიქრი ჯერ ადრეა. კიდევ ერთხელ მივულოცავ მეტოქეს და წარმატებას ვუსურვებ დარჩენილ თამაშებში".

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): "დიდი მადლობა "არმიას", რომელიც არის აწყობილი, ჩამოყალიბებული მექანიზმი და ის ყოველთვის იქნება სერიოზული მეტოქე. ბერიშვილი და ბაბუნაშვილი გუნდისთვის დიდი ძალაა და მათი დანაკლისის პირობებში "არმიამ" ნამდვილად კარგად ითამაშა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დღეს 7 გუნდი თითქმის თანაბარი სიძლიერისაა და ყველას ყველასთან შეუძლია წარმატების მიღწევა".

ზვიად ბაბიაშვილი ("არმია"): "მივულოცავ გამარჯვებას სოხუმის გუნდს, რომელმაც აშკარად გვაჯობა დღეს. მოვემზადებით სათანადოდ და ვეცდებით მომავალში უკეთესი წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენს მეტოქეებს".

ჯოშუა ჯექსონი ("სოხუმი"): "პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ "არმია" საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელმაც ქუთაისი დაამარცხა. ეს საკმაოდ კარგად გვქონდა მთელ გუნდს გააზრებული და მასთან შესახვედრად განსაკუთრებით ვემზადებოდით. გუნდურად ვითამაშეთ, ძალები არ დავიშურეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. მივულოცავ მთლიანად ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს".

წყარო: superleague.ge

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა