შოთა არველაძე ანატოლიის ვარსკვლავის მთავარი სიმდიდრეა

შოთა არველაძის "ქაისერისფორის" წარმატებებს გუშინ ფიფას ოფიციალური ვებგვერდიც გამოეხმაურა. გამოქვეყნდა სტატია სათაურით - "ქაისერისფორი" - მორიგი სენსაცია თურქეთში", რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:

"ბოლო წლებში თურქეთის საფეხბურთო ცენტრი სტამბოლი იყო. ამ ქალაქის გუნდები თურქულ სუპერლიგაში მუდამ ფავორიტთა შორის იყვნენ და მონაცვლეობით ირგებდნენ ტიტულებს. სტამბოლური კლუბების ჰეგემონია გასულ სეზონში "ბურსასფორმა" ოქროს მედლების მოპოვებით დაამხო. მიმდინარე სეზონში მოვლენები ისე ვითარდება, რომ შესაძლოა, თურქული ფეხბურთის ეპიცენტრი კიდევ ერთხელ შეიცვალოს.

სტამბოლის გუნდთა ტრიოდან ყველაზე უკეთეს პოზიციაზე, მეოთხე ადგილზე "ფენერბაჰჩეა". ორი საფეხურით უკან "ბეშიქთაშია", ხოლო "გალათასარაი" სულაც მეათე ადგილზეა.

ჩემპიონი "ბურსასფორი" გათამაშებას კი ლიდერობდა, მაგრამ "ტრაბზონსფორმა" ჩამოაქვეითა. თუმცა, შესაძლოა, თურქეთს ახალი ჩემპიონი ჰყავდეს - "ქაისერისფორი". ამ კლუბის ბოსებმა სეზონის წინ საკმაო ფული გაიღეს, რაც შედეგებშიც აისახა. "ქაისერისფორი" "ბურსასფორთან" ერთად მეორე ადგილზეა და უახლოეს ტურში სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს...

მანამდე კი "ქაისერმა" 4 ფავორიტს ქულები დააკარგვინა. "ბეშიქთაში" და "ფენერბაჰჩე" დაამარცხა, "გალათასარაის" და "ტრაბზონსფორს" ფრედ ეთამაშა. "ქაისერისფორი" 1966 წელს დაარსდა. თურქეთში "ანატოლიის ვარსკვლავს" უწოდებენ. სუპერლიგაში ამ გუნდის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ სამჯერ დაიკავა მეხუთე ადგილი.

შემადგენლობის მიხედვით "ქაისერისფორს" თურქეთში ბევრი მიიჩნევს ჩემპიონობის ერთერთ პრეტენდენტად. ამ გუნდის კარს კამერუნის ნაკრების მეკარე ჰამიდუ სულეიმანუ იცავს. გუნდის დაცვის ხერხემალს თურქეთის ნაკრების ყოფილი მცველი ონდერ თურაჩი, სერდარ კესიმალთან და ალექსანდრე ამისულაშვილთან ერთად ქმნის. კესიმალი და ამისულაშვილი შეტევაშიც ხშირად ერთვებიან და მათ ანგარიშზე უკვე ორ-ორი გოლია. გუნდის ნახევარდაცვაში ბუნდესლიგაში გამოწრთობილი სელიმ თებერი (აინტრახტი) და ჯონათან სანტანა (ვოლფსბურგი) დგანან. გამოცდილების ხარჯზე ქაისერელთა შეტევას სიმწვავეს მატებს ურუგვაელი მარსელო სალაიეტა, რომელსაც არგენტინელი ფრანკო კანგელე და ბრაზილიელი ანდრე მორიტცი უწევენ პარტნიორობას.

თუმცა "ქაისერისფორის" მთავარი სიმდიდრე ახალგაზრდა თავკაცი შოთა არველაძეა. 37 წლის ქართველი მწვრთნელი ჰოლანდიურ "ალკმაარში" ლუის ვან გაალის თანაშემწედ მუშაობდა და მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო სეზონი აქვს. სწორედ არველაძემ შეკრიბა ეს შემადგენლობა. გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელებით ისეთი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელმაც ამ ჩემპიონატში უკვე არაერთი სენსაცია და მოულოდნელი შედეგი მიითვალა.

"ჩვენთვის ჩემპიონობა არავის დაუსახავს მიზნად. სეზონის დაწყებამდე მოწინავე ხუთეულში მოხვედრა ჩავიფიქრეთ. დღეისთვის ბევრად უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ მისია ჯერ არ დაგვისრულებია და მწვრთნელიც გამუდმებით ამას გვეუბნება. სეზონის დასრულებამდე მთელი მეორე წრეა. გვინდა, ხუთეულში ვიყოთ, რაც უფრო მაღალ საფეხურს დავიკავებთ, მით უკეთესი", - აღნიშნავს სელიმ თებერი".

Giorgipirweli
შოთა ძალიან მიყვარს (და არა მარტო მე), ისიც კარგად ვიცი, რომ ძალიან კარგი მწვრთნელია და უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ რა საჭიროა იმის მოგონება, რაც ფიფას გვერდზე არ დაწერილა. შოთაზე ისედაც ბევრი კარგი იწერება, რასაც უდავოდ იმსახურებს და ყველას ძალიან გვახარებს.
state
ედ იგივე სჰინაარსის სტატია თურქეთის სპორტულ გაზეთბშიც დაიბეჭდა.. წარმატებები შოთის!!!
ed
>თუმცა "ქაისერისფორის" მთავარი ესეთი რამე სულ არ არის ფიფა'ს სტატიაში. ასე მოგონილი სისულელებით არველაძეს ეხმარებით გგონიათ?
mitridate pontoeli
არველაძე შენზე გაფანატებული არასოდეს მქონია მარა მაგრა მინდა რო ჩემპიონი გახდე!!!მიაწექი
[VIDEO] გულიაშვილმა "ბარსელონასთან" ერთი საათი ითამაშა - "რასინგი" ბრძოლაში დამარცხდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
პსჟ წაგების შემდეგ და ლიგის წინ - კვარაცხელია ან მაიულუ
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა