მწვრთნელები, რომლებმაც გუნდები გაცვალეს
სერია A-ს მე-16 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა "სტადიო სან პაოლოზე" გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ" "ინტერი" მიიღო და მეტოქე დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა, 4:2. მატჩმა სრულად გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი.

სტუმრად სახლში

სანამ უშუალოდ თამაშზე, გოლებსა და სახიფათო მომენტებზე ვიტყოდეთ, მწვრთნელებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ნეაპოლში ვალტერ მაცარი სტუმრის რანგში ჩავიდა, რაც უჩვეულო ამბავი გახლდათ. მთლიანობაში, "სტადიო სან პაოლომ" მწვრთნელი თბილად მიიღო - იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც უსტვინეს, მაგრამ უმეტესად მაინც ტაში ისმოდა.

ამან ვალტერს გული აუჩუყა და ამად იყო, რომ კარგა ხანს თავადაც ტაშს უკრავდა ულტრასებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაფაელ ბენიტესსაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უწევდა დაპირისპირება - ერთი ხანობა, ესპანელი სწორედ "ინტერს" ედგა სათავეში და მაცარის "ნაპოლის" წინააღმდეგაც გაუყვანია მილანური გრანდი. მოკლედ, მწვრთნელებმა ადგილები გაცვალეს და ამჯერად გამარჯვება რაფას დარჩა.

ვალტერ მაცარი (ინტერი): "დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ძალიან თბილად მიმიღეს და მაგრძნობინეს, რომ ჩემი გაკეთებული საქმეები ნეაპოლში დააფასეს. "ნაპოლის" ულტრასებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და უკვე დავრწმუნდი, რომ მომავალშიც ასე იქნება, თუმცა დღეს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ვარ და შესაბამისად, ძალიან დამწუხრებული მარცხის გამო. მით უმეტეს, ბურთს უმეტესად ჩვენ ვაკონტროლებდით, მეტსაც ვუტევდით, მაგრამ სახლში უქულოდ ვბრუნდებით.

ვამაყობ ჩემი შეგირდებით და მჯერა, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, იშვიათად წავაგებთ. ამის შესახებ ბიჭებს მატჩის დასრულებისთანავე ვუთხარი და ეს რწმენა მათშიც დავინახე".

რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი): "კარგ თამაშს ველოდებოდი და ჩემი მოლოდინი სრულად გამართლდა. "ინტერი" შესანიშნავი გუნდია, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, ჩვენი გამარჯვება კი მით უფრო დასაფასებელია. თუმცა, თქმა არ სჭირდება, რომ კიდევ ბევრ კომპონენტში გვაქვს მოსამატებელი - ბურთის უკეთ კონტროლია საჭირო, რადგან ჯერჯერობით კონტრშეტევაზე თამაში უფრო გვიადვილდება. რა თქმა უნდა, ეს არაა "ნაპოლის" მაქსიმუმი, ჩვენ გაცილებით უკეთ შეგვიძლია თამაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. XVI ტური: "იუვემ" და "ფიორემ" გაინავარდეს [VIDEO]

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
"გაათავისუფლეს თუ არა მაცარი?" - ოსიმენმა ფანს უპასუხა [VIDEO]
"ნაპოლის" "ბარსელონასთან" მატჩში უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება
უკვე ოფიციალურად - "ნაპოლის" მწვრთნელად კალცონა დაინიშნა
"ნაპოლი" უფრო მეტს იმსახურებდა, ვიდრე მაცარი იყო" - დე ლაურენტისის პირველი კომენტარი მწვრთნელის გათავისუფლების შემდეგ
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი