თბილისის "დინამოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა "პლზენთან" 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
დუშან უჰრინი ოფიციალურად გახდა პლზენის "ვიქტორიას" მთავარი მწვრთნელი - თბილისის "დინამოს" ყოფილ თავკაცთან ჩეხური კლუბის ხელმძღვანელობამ 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"პლზენის" მეპატრონე ტომაშ პაკლიკმა განაცხადა, რომ უჰრინი ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე და პაველ ვრბას შემცვლელად სხვას სერიოზულად არც განიხილავდნენ. უბრალოდ, უჰრინს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა თბილისის "დინამოსთან", რომელიც დეკემბრის დასაწყისში ორმხრივი თანხმობით შეწყდა.

უჰრინმა განაცხადა, რომ "პლზენში" წასვლა მას მამამ, დუშან უჰრინ-უფროსმა ურჩია, რომელიც ასევე თბილისის "დინამოს" ყოფილი თავკაცია:

"მამამ მირჩია, რომ კარიერა "პლზენში" გამეგრძელებინა. არადა, ის "სპარტას" დიდი ფანია, ახლა კი საყვარელი კლუბის გამოცვლა მოუწევს", - იხუმრა "პლზენის" ახალმა თავკაცმა.

"არ ვიტყვი, რომ "პლზენის" გაწვრთნა ძნელი იქნება, რადგან პაველ ვრბამ ძალიან დიდი საფუძველი ჩადო ამ გუნდში და ის ისედაც კარგად მომზადებულია. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ აქ ჩამოსვლის მეშინოდა და თბილისში დარჩენა მინდოდა.

მე აქ ჩამოვედი ერთი მიზნით, კლუბმა ჩეხეთის ჩემპიონატი უნდა მოიგოს. მე ჩემი სათამაშო ფილოსოფია მაქვს, თუმცა ის ვრბას ფილოსოფიისგან დიდად არ განსხვავდება - ჩვენ შემტევი ფეხბურთი გვიყვარს.

მინდა, აქაური კარიერა "შახტართან" მოგებით დავიწყო. ევროპალიგაზე ძალიან კარგი გუნდი შეგვხვდა, მაგრამ ეს გუნდი სტუმრად ცუდად თამაშობს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.

რაც შეეხება ტრანსფერებს, ისინი იქნება, თუმცა ახლავე არა".

უჰრინი 6 იანვარს "პლზენს" ანტალიაში ჩაიყვანს პირველ შეკრებაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უჰრინიდან უჰრინამდე - "დინამოდან" საკუთარი სურვილით არ მიდიან...

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა