პირლო და პოგბა "იუვენტუსში" დარჩებიან?
როგორც "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბის მესვეურთა მთავარი საფიქრალი არა ახალი ფეხბურთელების დამატება, არამედ წამყვან მოთამაშეებთან კონტრაქტების გახანგრძლივება იქნება.

მით უმეტეს, უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რომ შესაძლოა, ზაფხულში "იუვე" 34 წლის ანდრეა პირლომ და 20 წლის პოლ პოგბამ დატოვონ. პოგბას გადაბირებით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი და მასში კოლოსალურ თანხებსაც გადაიხდიან; აი, პირლოს კი კონტრაქტი უმთავრდება და ჯერჯერობით მისი გახანგრძლივებისგან თავს იკავებს - შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ კარიერის მიწურულს ანდრეას ახალი თავგადასავლების წყურვილი მოეძალა. თუმცა მაროტა უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი:

"ვადასტურებ, რომ ზამთარში ჩვენი მთავარი საზრუნავი წამყვან ფეხბურთელებთან ხელშეკრულებების გახანგრძლივება იქნება. ანდრეა პირლოს შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერება, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ხმები გადაჭარბებულია. ანდრეა ტურინში თავს დიდებულად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს. პირლოს მალე შევთავაზებთ ახალ ხელშეკრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებასაც მივაღწევთ.

რაც შეეხება პოგბას, მასზე დიდი შემოტევა იქნება, რომელსაც უნდა გავუძლოთ. დღეს იტალიური კლუბები ფინანსურად ჩამორჩებიან ინგლისურ და ესპანურ გრანდებს, თუმცა არც ისე დავბეჩავებულვართ, რომ გუნდის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი ვერ შევინარჩუნოთ. ასე რომ, პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლორან ბლანს დიდი თევზები არ უნდოდა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა - ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება გვსურს!
პირლომ "იუვენტუსში" დაბრუნებაზე მზადყოფნა გამოთქვა
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ტურინის "იუვენტუსი" გაძლიერებას არ გეგმავს
მესი "ინტერში" უტოპიაა - ამბობს "ნერაძურის" გენერალური დირექტორი
პირლო: სკუდეტოსთვის ეს სამი გუნდი იბრძოლებს
მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" 2020 წლამდე დარჩა
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მაროტამ "იუვენტუსი" დატოვა და "ინტერში" აპირებს გადასვლას
"რატომ დავტოვე "მილანი"? - პირლომ განმარტა
"იუვენტუსს" ბონუჩი აღარ სჭირდება - ვეტერანი იტალიელი შესაძლოა, იტალიის სერია B-ში აღმოჩნდეს
მაროტა: დიბალას ძალით ვერ დავაკავებთ
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
30 000 ევროს ოდენობის ვალი - უკანონო ფსონების საქმეში პირლოს შვილის სახელმაც გაიჟღერა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..