ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბერნდ ლენო პენალტების მკვლელია!

ბერნდ ლენო პენალტების მკვლელია!

"ლევერკუზენის" მეკარემ ამ სეზონში უკვე 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია
ბუნდესლიგაში მოღვაწე შტატიან თუ უშტატო პენალტისტებს ლევერკუზენის "ბაიერის" მეკარე ბერნდ ლენოსი უკვე სერიოზულად ეშინიათ, რადგან 21 წლის გოლკიპერს გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტი თერთმეტმეტრიანი აქვს მოგერიებული.

გასულ უქმეებზე, ბუნდესლიგის მე-16 ტურში ლენომ "აინტრახტთან" 0:1-ზე წაგებულ შეხვედრაში ამ სეზონში უკვე მესამე პენალტი მოიგერია. ასეთი რამ გერმანიაში ბოლოს 2007/08 წლების სეზონში მოხდა - მაშინ იდენტური შედეგი როსტოკის "ჰანზას" მეკარე შტეფან ვეხტერს ჰქონდა.

რა არის ლენოს წარმატების საიდუმლო? ახალგაზრდა მეკარე დარტყმისას რეაქციას საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით აკეთებს და როგორც ხედავთ, ინტუიცია იშვიათად ღალატობს. "მთლიანად ინტუიციასა და ინსტინქტს ვეყრდნობი, ოღონდ დარტყმამდე ვცდილობ, რაც შეიძლება დიდხანს ვიყო გაუნძრევლად, რათა დამრტყმელმა ჩემი მიმართულება არ გამოიცნოს და საპირისპირო მხარეს არ დაარტყას," - აცხადებს ლენო.

ლევერკუზენის მეკარეების მწვრთნელი დავიდ თილი ამბობს: "ბერნდს მართლაც შესანიშნავი ინტუიცია აქვს, თითქოს ფეხბურთელის მოძრაობაზე ხვდება, საით აპირებს დარტყმას ეს უკანასკნელი. თანაც, ლენოს ბრწყინვალე რეაქცია აქვს და კუთხეებში ძალიან სწრაფად ხტება. სპეციალურად თერთმეტმეტრიანებზე ძალიან იშვიათად ვავარჯიშებ ხოლმე".

ლენო, რომელიც გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების მეკარეცაა და რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, აცხადებს, რომ მეტოქე გუნდის პენალტისტები არასდროს შეუსწავლია. რაც შეეხება სტატისტიკას: ლენოს ბუნდესლიგაში საერთო ჯამში 81 მატჩი აქვს ჩატარებული და 15-დან 6 პენალტის მოგერიება მოახერხა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. შედარებისთვის: "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების პირველმა ნომერმა მანუელ ნოიერმა 17-დან მხოლოდ 5 თერთმეტმეტრიანი მოიგერია და თანაც, ბუნდესლიგაში ლენოზე გაცილებით მეტი, 231 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ცნობისათვის, რეკორდი თომას ცანდერს ეკუთვნის, რომელიც "მიუნხენ 1860"-ის მეკარე გახლდათ და 1979/80 წლების სეზონში 6 პენალტი მოიგერია. გააუმჯობესებს 1992 წელს დაბადებული ლენო ცანდერის რეკორდს? ბერნდის პასუხი: "თერთმეტმეტრიანის დროს იღბალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული..."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევერკუზენში ბერნდ ლენო გმირად შერაცხეს [VIDEO]

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

გააფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ნოიერმა "ბაიერნში" შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა

"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა

ბერნდ ლენო: "ბაიერნი"ისევ ჩემპიონია, ეს მოსაწყენია

"არსენალმა" "ბაიერის" მეკარე ბერნდ ლენო 22 მილიონად შეიძინა

"არსენალმა" "მილანის" ყოფილი მცველი დაიმატა და ზაფხულში მესამე ტრანსფერი განახორციელა

ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გააგრძელა

რენატო სანჩესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება - 2 აგვისტოს სატრანსფერო სიახლეები

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

ბერნდ ლენო "ნაპოლიში" არ გაუშვეს

ლენო "არსენალიდან" წავიდა, მაგრამ ლონდონიდან არა - გერმანელი მეკარის ახალი გუნდი ცნობილია