რუსეთში ჩასვლისგან პოლიტიკოსები თავს იკავებენ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა არ ჩაუდგება სათავეში ამერიკის დელეგაციას სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე.

როგორც გაზეთი "ლოს ანჯელეს თაიმსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სპორტის დიდი თაყვანისმცემელია, ის არ აპირებს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრებას.

"დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ საპრეზიდენტო დელეგაცია სოჭში იქნება, თუმცა ჯერ უცნობია, ვინ ჩაუდგება მას სათავეში. ლონდონის ოლიმპიადაზე პრეზიდენტის მეუღლე იმყოფებოდა; ყოფილა შემთხვევები, როცა ობამას მრჩევლები დასწრებიან დიდ სპორტულ ფორუმებს, მაგრამ ჯერჯერობით, ამ მხრივ, არაფერია ცნობილი", - განაცხადა რუსეთში აშშ-ის ელჩმა მაიკლ მაკფოლმა.

უკვე ცნობილია, რომ ობამას ნაცვლად, სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება კალიფორნიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, შიდა უსაფრთხოების ექსმინისტრი ჯანეტ ნაპოლიტანო. გახსნაზე ასევე ვიხილავთ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეს - რობერტ ნეიბორსს, ლეგენდარულ ჩოგბურთელს - ბილი ჯინ კინგსა და ფიგურულ სრიალში ოლიმპიურ ჩემპიონს - ბრაიან ბოიტანოს.

23 თებერვალს, დახურვის ცერემონიაზე ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება გენერალური მდივნის პირველი თანაშემწე უილიამ ბერნსი. მასთან ერთად იქნებიან ციგურებით სირბილში ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონები - ბონი ბლერი და ერიკ ჰაიდენი; აგრეთვე, ქალების ჰოკეიში ორგზის ოლიმპიური პრიზიორი კეიტლინ კეჰოუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბარაქ ობამა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადას არ დაესწრება

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა