22 დეკემბერს თბილისის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა" საქართველოს სუპერთასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ
22 დეკემბერს 2013 წლის უკანასკნელი ოფიციალური მატჩი ჩატარდება: თბილისის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა" საქართველოს სუპერთასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

მოგეხსენებათ, რომ სუპერთასი ქვეყნის ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის თამაშდება; მაგრამ, როგორც ცნობილია, წინა სეზონი "დინამოს" ტრიუმფით დასრულდა: გუნდმა ჩემპიონობაც მოიპოვა და თასიც; ამის გამოც არის, რომ კვირას სუპერთასზე "დინამოს" მეტოქე თასის ფინალისტი "ჩიხურა" იქნება.

ასეთი რამ საქართველოს სუპერთასის ისტორიაში ორჯერ მომხდარა (1996 და 1997 წლებში), როცა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის "დინამო" თასის ფინალისტ ბათუმის "დინამოს" ეპაექრებოდა.

ასე რომ, "დინამოს" ეძლევა შანსი, თავის ისტორიაში მესამედ შეასრულოს "ტრიპლეტი": ანუ, ერთი სეზონის განმავლობაში მოიპოვოს ჩემპიონობა, თასი, სუპერთასი.

...ვფიქრობთ, რომ უკვე აშკარად არააქტუალურია იმაზე ლაპარაკი, თუ რატომ ტარდება ასეთ "არასაფეხბურთო თვეში" სუპერთასის გათამაშება: მხოლოდ იმას დავძენთ, რომ მსგავსი პრეცენდენტი ვერც გაგვიხსენებია, სადმე მომხდარიყო, - ყველგან და ყოველთვის, სუპერთასის მატჩი ხომ ზაფხულში, ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე ტარდება-ხოლმე;

თუმცა, ჩვენ ხომ მუდამ გამოვირჩევით "ორიგინალობით" და უკვე იმასაც მივაღწიეთ, რომ ერთი წლის განმავლობაში სუპერთასი... ორჯერ თამაშდება!

ჰო, შარშან ამ ტიტულისათვის ჩასატარებელი მატჩის თარიღი ვერაფრით შეირჩა და საქართველოს 2012 წლის ჩემპიონი და თასის მფლობელი ერთმანეთს წლეულს, 22 თებერვალს დაუპირისპირდნენ; ახლა კი, ზუსტად ათი თვის მერე, უკვე წლევანდელი ნომინანტების "ჯერიც დამდგარა"...

დღევანდელი მონაწილენი დინამო-ჩიხურა

* "დინამო" მერვედ მიიღებს სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობას, "ჩიხურა" კი - პირველად;

* ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში "დინამოს" აშკარა უპირატესობა აქვს "ჩიხურასთან": 7 მატჩი, 6 მოგება და 1 ფრე (ბურთების სხვაობა - 26-6).

* ამ სეზონში "დინამომ" 20 ოქტომბერს ჩემპიონატის IX ტურში უმასპინძლა "ჩიხურას" და დიდი ანგარიშით (6:1) გაიმარჯვა. იმ მატჩში ჰეთ-თრიქი ჩისკომ შეასრულა, დუბლი - ჯაბა დვალმა;

* ჩისკო წინა სეზონშიც "განსაკუთრებული მოტივაციით" ასპარეზობდა "ჩიხურას" წინააღმდეგ: ერთხელ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთხელ - - დუბლი, მესამე მატჩში კი მხოლოდ ერთ გოლს დასჯერდა.

* დღევანდელი მეტოქეები წლეულს საქართველოს თასის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს: 22 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში დუშან უჰრინის "დინამომ" 3:1 მოუგო სოსო ფრუიძის "ჩიხურას". გოლები გაიტანეს: გიორგი მერებაშვილმა, ლევან ხმალაძემ, ირაკლი ძარიამ და ედიკ საჯაიამ.

* "დინამოს" ფეხბურთელთაგან სუპერთასი ორჯერ აქვს მოგებული გიორგი მერებაშვილს (2005, 2008 წლებში), ერთხელ კი ფინალისტობას დასჯერდა (2009); თითო-თითოჯერ გაუმარჯვიათ სუპერთასზე გიორგი შაშიაშვილს (2000), გიორგი სეთურიძეს (2005) და ლევან ხმალაძეს (2008); დავით ხურცილავამ 2009 წელს სუპერთასზე "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში გაიმარჯვა; აი, რაც შეეხება გივი კვარაცხელიას, "დინამოს" ცენტრალურ მცველს სუპერთასი... 1997 წელს აქვს მოგებული!

* "ჩიხურას" ჯერჯერობით არც ერთი ტიტული არ მოუგია, მაგრამ ამ გუნდის ფეხბურთელებს ადრე სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში სუპერთასზე უთამაშიათ და წარმატებებისათვისაც მიუღწევიათ.

ასე, მაგალითად, დავით ოდიკაძე "დინამოს" შემადგენლობაში ორჯერ გახდა სუპერთასის გამარჯვებული (2005, 2008), დიმიტრი ტატანაშვილი სუპერთასის ორგზის გამარჯვებულია "ამერის" შემადგენლობაში (2006, 2007), რატი წინამძღვრიშვილმა ერთხელ "ამერის" მაისურით (2006) გაიმარჯვა, მეორედ კი - "ზესტაფონის" (2012), თითო-თითოჯერ აქვთ სუპერთასი მოგებული გიგა ბეჭვაიას, გიორგი დათუნაიშვილს (ორივეს - 2009 წელს, "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში), შოთა კაშიას (2008 წელს, "დინამოს შემადგენლობაში), გიორგი რეხვიაშვილს (2010 წელს, "ოლიმპის" შემადგენლობაში).

სუპერთასის ისტორია: ფაქტები, მოვლენები

* საქართველოს სუპერთასის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ეს ტიტული ერთ წელიწადში ორჯერ თამაშდება: 22 თებერვალს შარშანდელი ჩემპიონი და თასის მფლობელი არკვევდნენ გამარჯვებულის ვინაობას, ახლა კი წლევანდელი ჩემპიონი და თასის ფინალისტი...

* მიხეილ მესხის სტადიონზე სუპერთასის გათამაშება მეხუთედ უნდა ჩატარდეს, სამჯერ გაიმართა მატჩი ბათუმში, ორჯერ - თბილისში, "დინამო-არენაზე", თითო-თითოჯერ კი - ქუთაისში, გორსა და რუსთავში.

* წინა 12 გათამაშებაში სუპერთასზე მონაწილეობდა 11 გუნდი: თბილისის "დინამო" - შვიდჯერ (5 გამარჯვება), "ზესტაფონი" - სამჯერ (2), ბათუმის "დინამო" - სამჯერ (1), "ამერი" - ორჯერ (2), "მეტალურგი" (იგივე-"ოლიმპი") - ორჯერ (1), "ვიტ ჯორჯია" - ორჯერ (1), "სიონი" - ერთხელ (0), თბილისის "ლოკომოტივი" - ერთხელ (0), "ტორპედო" - ერთხელ (0), "გაგრა" - ერთხელ (0), "დილა" - ერთხელ (0).

* მწვრთნელებს შორის სუპერთასზე ყველაზე მეტი, 3 მატჩი შოთა ჭეიშვილმა (ბათუმის "დინამო") ჩაატარა (1 გამარჯვება); ორ-ორჯერ მონაწილეობდნენ დავით ყიფიანი (თბილისის "დინამო", "ტორპედო"), კახა ცხადაძე (თბილისის "დინამო", "სიონი") , გიორგი ჩიხრაძე ("ამერი"), კახა კაჭარავა (თბილისის "დინამო", "ზესტაფონი"), ნოდარ აკობია (თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი").

თითო-თითოჯერ: მურთაზ ხურცილავა, ოთარ კორღალიძე, რაინერ ცობელი (სამივე-თბილისის "დინამო"), ანატოლი პისკოვეცი, თემურ მახარაძე (ორივე - "მეტალურგი/"ოლიმპი"), გია გეგუჩაძე, გია ჭიაბრიშვილი (ორივე -"ზესტაფონი"), მერაბ კოჭლაშვილი, გელა გომელაური (ორივე - "ვიტ ჯორჯია"), ზვიად ჯელაძე ("გაგრა"), ვალდას ივანაუსკასი ("დილა").

* მწვრთნელებს შორის საუკეთესო შედეგი გიორგი ჩიხრაძეს "ამერი") აქვს - ერთადერთი სპეციალისტი, ვინც საქართველოს სუპერთასი ორჯერ მოიგო.

* საქართველოს სუპერთასის წინა თორმეტ გათამაშებაში სულ ცხრამეტ ლეგიონერს უასპარეზია: ჩასემს, ევოჩეს, ჯუისს (სამივე-კამერუნი), რამონს, ლეონარდოს, ნათან ჟუნიორს (სამივე-ბრაზილია), აკუასაგას, ოვონოს, აკირემის (სამივე-გაბონი), ოვონიკოკოს, ჯერემიას (ორივე-ნიგერია), ედნილსონს (პორტუგალია/გვინეა-ბისაუ), კრშკოს (სლოვაკეთი), სპასოევიჩს (ჩერნოგორია), ინომოვს (უზბეკეთი), ბოტი გოას (კოტდივუარი), პეტკოვს (ბულგარეთი), იელიჩს (სერბეთი), ორიოლ ლოსანოს (ესპანეთი).

* არბიტრებს შორის ორ-ორჯერ უმსაჯიათ სუპერთასის მატჩი ლევან ფანიაშვილს, ლევან სილაგავასა და გიორგი ვადაჭკორიას, თითო-თითოჯერ - ელგუჯა სილაგავას, პაატა დოგრაშვილს, თამაზ ლაცაბიძეს, კახა მესხს, დავით ხარიტონაშვილს, გიორგი კიკაჩეიშვილს.

* საქართველოს სუპერთასის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა - 2013 წლის 22 თებერვალს ჩატარებულ მატჩში "ზესტაფონმა" 11-მეტრიანების სერიაში 4:2 აჯობა "დილას".

ასევე ერთხელ მოხდა, როცა გამარჯვებულის ვინაობა დამატებით დროში გადაწყდა: 2009 წლის 17 დეკემბერს, რუსთავის "ფოლადის" სტადიონის ხელოვნურსაფრიან მოედანზე პირველი ოფიციალური მატჩი რომ ჩატარდა, "ვიტ ჯორჯიამ" მეორე დამატებული ტაიმის ბოლოსწინა წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

* სუპერთასის ისტორიაში 5 ფეხბურთელია მოედნიდან გაძევებული: დავით სოლოღაშვილი (ბათუმის "დინამო"), სანდრო იაშვილი (თბილისის "დინამო"), გიორგი ონიანი (თბილისის "ლოკომოტივი"), სერგი ორბელაძე ("ოლიმპი"), ირაკლი კლიმიაშვილი ("ვიტ ჯორჯია").

* საქართველოს სუპერთასის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გრიგოლ დოლიძეა: "ამერის" შემადგენლობაში ორჯერ იასპარეზა სუპერთასზე და 4 გოლი გაიტანა. ამას გარდა, დოლიძე ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც სუპერთასზე "ჰეთ-თრიქი" აქვს შესრულებული.

სუპერთასზე "დუბლიც" ერთადერთხელ შესრულდა: სულ პირველ გათამაშებაში (1996 წელს) თბილისის "დინამოს" ცენტრფორვარდმა დავით ყიზილაშვილმა ბათუმის "დინამოს" კარში ორი გოლი გაიტანა.

* საქართველოს სუპერთასის აბსოლუტური რეკორდსმენი გივი დიდავა გახლავთ - 5 გამარჯვება (სამჯერ-თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში, ორჯერ - "ამერის" მაისურით); სამ-სამჯერ აქვთ მოგებული სუპერთასი გიორგი დავითნიძეს (თბილისის "დინამო"-1, "ამერი"-2), დავით ბოლქვაძეს ("ამერი"-2, "ოლიმპი"-1), შოთა ბაბუნაშვილს ("ზესტაფონი"-2, თბილისის "დინამო"-1).

ამჟამინდელი მონაწილეთაგან მესამე ტიტულის მოპოვების შანსი აქვთ: გიორგი მერებაშვილს (თბილისის "დინამო"), დავით ოდიკაძეს, დიმიტრი ტატანაშვილსა და რატი წინამძღვრიშვილს (სამივე - "ჩიხურა").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qoga
დზაან მაგარი ტამასჰი იქნება
giga
რაც არ უნდა ცჰაატარონ ქარტულ ფეხბურტს მაინც არაფერი ესჰველება
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
28 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
2023 წლის სუპერთასის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან