ლებრონი ყველაზე გაყიდვადია
სკანდალურად ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი დენის როდმანი ჩრდილოეთ კორეაში მესამე ვიზიტს გეგმავს, თუმცა ექსჩიკაგოელი არ აპირებს პოლიტიკაში ჩაბმას და უბრალოდ, იქაური ნაკრების გაწვრთნა აქვს განზრახული. მას ასევე დროის მხიარულად გატარება უნდა, - წერს სააგენტო "როიტერი".

ჩრდილოეთ კორეის ნაკრებს რამდენიმე ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი აშშ-ის გუნდებთან და სწორედ ამ შეხვედრებისთვის აპირებს ეროვნული გუნდის მომზადებას როდმანი. მისი განცხადებით, ის არ განიხილავს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მისი ბიძის, ჩან სონ ჩეკის სიკვდილით დასჯას, რის შესახებაც ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა.

"ამას ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის მაქვს მხედველობაში, რომ ასეთი ამბები იქ დიდი ხანია ხდება, - განაცხადა კალათბურთელმა გამგზავრების წინ. - მე იქ მხოლოდ იმისთვის მივდივარ, რომ რაღაც კარგი გავაკეთო ადამიანებისთვის, ვითამაშო და კორეელ ბავშვებს კალათბურთი შევაყვარო".

ამასთან, როდმანმა არ გამორიცხა, რომ შეიძლება ჩრდილოკორეელ ლიდერთან ერთად განიხილოს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამის შესახებ თავად კიმ ჩენ ინი ჩამოაგდებს სიტყვას.

"თუ ისე მოხდება, რომ ის თავად მოინდომებს ამის შესახებ ლაპარაკს, მეც ავყვები, მაგრამ ჩემგან ინიციატივა არ იქნება, რადგან არ მინდა მან იფიქროს, რომ მე, როგორც მისი მეგობარი, ვცდილობ, გამოვიყენო ეს ფაქტორი და უცებ პოლიტიკაზე დავიწყო საუბარი. ეს არ მოხდება", - ახსნა როდმანმა.

ლებრონი ყველაზე გაყიდვადია

ეროვნულმა საკალათბურთო ლიგამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა 2013 წელს მაისურების გაყიდვის შედეგები. ზედიზედ მეხუთედ, პირველ ადგილზეა "მაიამი ჰიტის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი. "ფილადელფია სიქსერზის" გამთამაშებელი მაიკლ კარტერ-უილიამსი ერთადერთი დებიუტანტია ამ სიაში - ის მე-15 ადგილზე იმყოფება.

ადგილები გაცვალეს "ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა და "ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელმა დერიკ როუზმა - კალიფორნიელს ახლა მეორე ადგილი უკავია. სტივენ კარი "გოლდენ სტეიტიდან", ჯეიმს ჰარდენი "ჰიუსტონიდან" და პოლ ჯორჯი "ინდიანადან" პირველად მოხვდნენ ამ სიაში.

გთავაზობთ სიას სრული შემადგენლობით:

1. ლებრონ ჯეიმსი ("მაიამი"), 2. კობი ბრაიანტი ("ლეიკერსი"), 3. დერიკ როუზი ("ჩიკაგო"), 4. კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), 5. კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), 6. სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), 7. დუეინ უეიდი ("მაიამი"), 8. კრის პოლი ("კლიპერსი"), 9. კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), 10. ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), 11. რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), 12. ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), 13. რაჟონ რონდო ("ბოსტონი"), 14. პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), 15. მაიკლ კარტერ-უილიამსი ("ფილადელფია").

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე