რიჩი დიქსონმა ამერიკელებთან მატჩში გუნდის 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრები ხვალ ბ.პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ბორჯღალოსნებმა", რომლებიც აქამდე ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე ვარჯიშობდნენ, გუშინ ეროვნული სტადიონის გაზონზე გადაინაცვლეს.

ვარჯიშის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა გუნდის 22-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, ტრავმირებული მალხაზ ურჯუკაშვილის ნაცვლად ფულბეკის პოზიცია ქუთაისის "აიას" მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ დაიკავა. კანადასთან მატჩში დაშავდა მესამეხაზელი გია ლაბაძეც, რომელსაც ამერიკელებთან სიმონ მაისურაძე შეცვლის. ის ერთი კვირის წინ სათადარიგოთა შორის იყო. მის ადგილს კი სამარქაფო სკამზე დაიკავებს ლელოელი ვიქტორ კოლელიშვილი, რომელიც ნოემბრის ტესტების შემდეგ საფრანგეთის ელიტური დივიზიონის "კლერმონს" მიაშურებს.

დიქსონმა ცვლილებები განახორციელა პირველ ხაზშიც. მარცხენა ბურჯის პოზიციზე (#1) დავით ხინჩაგიშვილის ნაცვლად გოდერძი შველიძე ითამაშებს. მარჯვენა ბურჯ (#3) დავით ზირაქაშვილს კი დავით ქუბრიაშვილი შეცვლის. "ზირაქა" ამერიკელებთან მატჩში თადარიგში იქნება.

სხვა პოზიციებს ცვლილებები არ შეეხო. "ბორჯღალოსნები" თითქმის ყველა ვარჯიშზე ძირითად ყურადღებას დაცვაში თამაშს უთმობდნენ. რაც ბუნებრივიცაა, ამერიკელთა უკანახაზელები, წ კანადელთა ამავე ამპლუის მოთამაშეებზე ბევრად სწრაფნი და უფრო გამოცდილნიც არიან.

ამერიკელთა ირლანდიელმა თავკაცმა ედი ოსალივანმა "ბორჯღალოსენბთან" თამაში უძლირესი შემადგენლობით გადაწყვიტა. ზუსტად ამ მორაგბეებმა ითამაშეს ორი კვირის წინ ლისაბონში, სადაც პორტუგალიის ნაკრები 22:18 დაამარცხეს. ოეკეანისგაღმელები ოდნავ შესუსტებული შემადგენლობით ერთი კვირის შემდეგ, გლაზგოში, შოტლანდიის A ნაკრებს შეხვდნენ და მშრალი ანგარიშით წააგეს - 0:25.

ამერიკელთა შორის გამორჩეულები გარემარბები ნგვენია ტაკუძავა და კევინ სვირინი არიან, საკმაოდ ძლიერი მოთამაშეა გუნდის ლიდერი და კაპიტანი, მესამეხაზელი ტოდ კლევერი. ერთი სიტყვით, "არწივები" უძლიერესი შემადგენლობით დაგვიპირისპირდება და ჩვენ გუნდს უმძიმესი ბრძოლა ელის.

შეგახსენებთ, რომ შარშან "ჩერჩილის თასის" გათამაშებაში, დალასში, საქართველოს ნაკრებმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდთან 13:31 წააგო.

აღსანიშნავია, რომ თუ "ბორჯღალოსნები" 15-ზე მეტი ქულით გამარჯვებას შეძლებენ, მსოფლიო რეიტინგში ამერიკელებსაც გაუსწრებენ კანადელებსაც - მე-16 პოზიციიდან მე-14-ზე გადაბარგდებიან.

საქართველო-აშშ

საქართველო: 15. ბესიკ ხამაშურიძე, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. ირაკლი ჩხიკვაძე, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. გოდერძი შველიძე, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. შალვა სუთიაშვილი, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. სიმონ მაისურაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესო უდესიანი.

16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. დავით ზირაქაშვილი, 18. ვიქტორ კოლელიშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. დავით კაჭარავა, 22. მერაბ კვირიკაშვილი

აშშ: 15. კრის ვაილესი, 14. ტაკუძავა ნგვენია, 13. პაულ ემერიკი, 12. ენდრიუ სუნიულა, 11. კევინ სვირინი, 10. ვალენესე მალიფა, 9. ტიმ უსასზი. 1. მატე მოეაკოლა, 2. ფილიპ თიელი, 3. შონ პიტმანი, 4. სამუ მანოა, 5. ჰეიდენ სმითი, 6. ლუ სტანფილი, 7. ტოდ კლევერი, 8. ინაკი ბასაური.

16. კრის ბლერი, 17. მაიკ მაკდონალდი, 18. სკოტ ლავალა, 19. ნიკ ჯონსონი, 20. მაიკ პეტრი, 21. ტაივალუ ენოზა, 22. სეტარეკი ტუილევუკა.

ნოემბრის ტესტები

პორტუგალია-კანადა, ინგლისი-სამხრეთ აფიკა, უელსი-ახალი ზელანდია, იტალია-ფიჯი, საფრანგეთი-ავსტრალია, შოტლანდია-სამოა, ირლანდია-არგენტინა.

რეპეშაჟი

რუმინეთი-ურუგვაი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა