ტიმ შერვუდს "უაით ჰართ ლეინზე" დარჩენის იმედი აქვს
"ტოტენჰემმა" კვირას საკმაოდ რთული გასვლითი შეხვედრა მოიგო "საუთჰემპტონთან". "დეზების" 44 წლის დროებითმა დამრიგებელმა ტიმ შერვუდმა მატჩის დასრულების შემდეგ ხელმძღვანელობას მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტოს ანდრე ვილაშ ბოაშის მემკვიდრის ვინაობა.

ამასთან, მან არაორაზროვნად განაცხადა, რომ დაინტერესებულია ამ პოსტზე მუშაობით.

- არასოდეს მითქვამს, რომ "ტოტენჰემის" მწვრთნელობა მინდა, თუმცა არც ის მითქვამს, რომ ამაზე არ ვფიქრობ. იქამდე, ვიდრე საბოლოო პასუხს ვიტყვი, კლუბის მმართველებთან შეხვედრას ვაპირებ. მაინტერესებს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ წარმოუდგენიათ "ტოტენჰემი" სამომავლოდ. ადრე თუ გვიან ფეხბურთელებს დასჭირდებათ ხელმძღვანელი, რომელსაც მოვალეობის შემსრულებელი არ ერქმევა. ამ სტატუსით მუშაობის გაგრძელება ნამდვილად არ მხიბლავს. პირადად ხანგრძლივი თანამშრომლობის იმედი მაქვს.

საბოლოო ჯამში, მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა დღევანდელი პირველი ტაიმით ნამდვილად უკმაყოფილო დავრჩი. ვფიქრობ, რომ აშკარად სუსტად გამოვიყურებოდით. ბურთს მოსალოდნელზე სუსტად ვაკონტროლებდით. მეორე ნახევარში ბიჭებს გარკვეული მითითებები მივეცი. მათ მოახერხეს თამაშზე კონტროლის დაწესება და იმის დამტკიცება, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. განსაკუთრებით მოტივირებული იყო ადებაიორი.

ეს ბუნებრივიც არის, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არ ეძლეოდა თამაშის საშუალება. ემანუელი და რობერტო (სოლდადო) მეტოქეს ხშირად აგდებდნენ გამოუვალ მდგომარეობაში. ის მანერა, რომლითაც შეტევაში ვითამაშეთ, ძალიან მომეწონა. ფეხბურთში არ არსებობს დოგმები, რადგან თამაშის მოგების უთვალავი ხერხია ცნობილი. შენ უნდა აკეთო ის, რისიც გჯერა და გეხერხება. ჩვენი გეგმა ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია გამარჯვებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტიმ შერვუდი დროებით "ტოტენჰემს" გაწვრთნის

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
სამწვრთნელო კარუსელი 2016: სახალისო, მაგრამ ლოგიკური პროგნოზები
ბირმინგემის "ასტონ ვილა": შერვუდის მემკვიდრის ძიებაში
კრისტიან ბენტეკე - ახლოა "ლივერპული"?
რიკელმეს აზრით, პაულიონიო თამაშით ლამპარდს გავს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ზენიტი VS ბენფიკა: შანსები და გოლები
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტიმ შერვუდი: რას ჰგავს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი? პაბში საჩხუბრად მისულ კაცს
ჟოზე და ავტორიტეტები - პრემიერლიგის VI ტურის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა
"ვერდერი": არ გამორიცხოთ ვილაშ-ბოაში!..
ზენიტი-ბენფიკა 1:2 - ევროთასები რუსებისთვის დაიხურა [VIDEO]
ანდრე ვილაშ ბოაში "მარსელში" წარმოუდგენლად დაბალ ხელფასზე იმუშავებს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
"ასტონ ვილა": როცა გუნდში გოლიათი გყავს