ხელბურთი. მსოფლიოს ჩემპიონატი
სერბეთში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ქალებს შორის. ფინალური მატჩის წყვილი სენსაციური აღმოჩნდა: მასპინძელი სერბეთი ბრაზილიას ხვდებოდა. ეს იყო ამ გუნდების პირველი გამოჩენა პლანეტის პირველობის გადამწყვეტ მატჩში, რაც უკვე დიდი მოულოდნელობა გახლდათ.

პრინციპში, ორივე გუნდმა დაიმსახურა ამ ეტაზე თამაში. ბრაზილიამ ფინალამდე რვიდან რვა მატჩი მოიგო, მათ შორის ერთი ჯგუფურ ეტაპზე სერბეთთან. მასპინძლებმა კი, პირველ რიგში თავით იმით გამოიჩინეს, რომ მეოთხედფინალში მოუგეს მსოფლიოსა და ოლიმპიადის მოქმედ ჩემპიონ ნორვეგიას.

ფინალში ფავორიტის დასახელება რთული იყო. ბრაზილიის სასარგებლოდ ლაპარაკობდა მისი მოგებათა სერია, სერბეთს კი ზურგს უმაგრებდა ადგილობრივი პუბლიკა - ფინალის დღეს, ბელგრადის "კომბანკ-არენის" ტრიბუნები 20 ათასმა მაყურებელმა შეავსო. აგრეთვე, გასათვალისწინებელი იყო ტურნირის საუკეთესო მეკარის, სერბი კატარინა ტომაშევიჩის ფაქტორი, რომელიც წინა ეტაპებზე სასწაულებს ახდენდა.

მატჩი უკეთ ბრაზილიამ დაიწყო და 5:3 დაწინაურდა, თუმცა იქვე მეტოქის საპასუხო სპურტი მიიღო და სერბეთმა მოახერხა ერთი ბურთით დაწინაურება. გარკვეული ხანი ბურთი ბურთში თამაში მიდიოდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს, ბრაზილიამ ისევ იმძლავრა და 13:10 მოიგო პირველი ნახევარი.

სამხრეთამერიკელების უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ უფრო გაიზარდა და სხვაობა ხუთი ბურთი გახდა, რაც ასეთი დონის მატჩში სერიოზული ფორაა. და აქ კვლავ ბრწყინვალედ ათამაშდა ტომაშევიჩი. მან ერთ წუთში ორი შვიდმეტრიანის აღება შეძლო, მისი დამაჯერებელი თამაში წინა ხაზის მოთამაშეებსაც გადაედოთ და სერბეთმა ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ანგარიში გაათანაბრა - 19:19.

ბრაზილიას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია. სწორედ ამ დროს, განსაკუთრებით კარგად ამოქმედდა სამხრეთამერიკელთა დაცვა. ბრაზილიას გადაჭრა მთავარი ამოცანა - შეძლო სერბეთის საუკეთესო ბომბარდირის სანია დამნიანოვიჩის ნეიტრალიზება. მან 15-ჯერ დაარტყა და მხოლოდ ოთხჯერ გაიტანა.

დარჩენილ ხუთ წუთში, სერბეთმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა შეძლო, ბრაზილიამ სამი შეაგდო და 22:20 მოიგო, რითაც პირველად გახდა პლანეტის ჩემპიონი. საინტერესოა, რომ აქამდე სამხრეთ ამერიკის არც ერთი გუნდი არ ყოფილი მსოფლიოს პირველობის პრიზიორი.

ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა დანიამ, რომელმაც მესამე ადგილისთვის მატჩში პოლონეთი დაამარცხა - 30:26.

სიმბოლური ნაკრები

მეკარე: ბარბარა არენჰარტი (ბრაზილია)

მარცხენა ფრთა: მარია ფისკერი (დანია)

მარცხენა ინსაიდი: სანია დამნიანოვიჩი (სერბეთი)

ხაზი: დრაგანა ცვიჟიჩი (სერბეთი)

გამთამაშებელი: ანიტა გარბიჩი (უნგრეთი)

მარჯვენა ინსაიდი: სუზან მიულერი (გერმანია)

მარჯვენა ფრთა: სუნ-ჰი ვუ (კორეა)

MVP: ედუარდა ამორისი (ბრაზილია)

საუკეთესო ბომბარდირი: სუზან მიულერი - 62 გოლი

საბოლოო კლასიფიკაცია: 1. ბრაზილია; 2. სერბეთი; 3. დანია; 4. პოლონეთი; 5. ნორვეგია; 6. საფრანგეთი; 7. გერმანია; 8. უნგრეთი; 9. ესპანეთი;10. რუმინეთი; 11. ჩერნოგორია; 12. ს. კორეა; 13. ჰოლანდია; 14. იაპონია; 15. ჩეხეთი; 16. ანგოლა; 17. ტუნისი; 18. ჩინეთი; 19. არგენტინა; 20. კონგო; 21. პარაგვაი; 22. ალჟირი; 23. დომინიკა; 24. ავსტრალია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
ლეგიონერები/ცინცაძე მატჩის MVP გახდა, დიხამინჯია კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის