ბუნდესლიგა. XIV ტურის წინ: საუკეთესო თავდასხმის მქონე გუნდი ყველაზე უსუსური დაცვის წინააღმდეგ

ლიდერს ამ ტურში ისეთი მეტოქე ჰყავს, წესით, ძალიან იოლად რომ უნდა დაამარცხოს: დორტმუნდის „ბორუსია“ მიონხენგლადბახელ სეხნიას უმასპინძლებს. BVB-ს იოლ გამარჯვებას კი პირველ რიგში იმიტომ უნდა ველოდოთ, რომ „შავ-ყვითლები“ პირველ ადგილზე არიან, „გლადბახი“ კი „ბოლოზე“ და კიდევ იმის გამო, რომ საუკეთესო თავდასხმის მქონე გუნდი ყველაზე უსუსური დაცვის მქონე გუნდს მასპინძლობს. ტურის ტოპ-დუელი უდავოდ „ჰოფენჰაიმისა“ და „ლევერკუზენის“ ჯახია. საინტერესო მატჩი უნდა შედგეს ჰანოვერშიც, სადაც „ფრაიბურგი“ ჩადის. „ბაიერნი“ „ათქულიანი გეგმის“ შესრულების დაწყებას „აინტრახტთან“ შეხვედრაში შეეცდება, ხვალ კი კრიზისში მყოფი გუნდების დუელებია...

ფარმაცევტები სტუმრად სოფელში

„ბაიერნის“ თავკაცმა ლუის ვან გაალმა თქვა, პირველი წრე მინიმუმ 30 ქულით უნდა დავასრულოთო, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ 4 მატჩში მიუნხენურმა კლუბმა 10 ქულა უნდა აიღოს. სამშაბათს „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაში, „რომასთან“ ძალიან სულელურად რომ წააგო (2:3), მატჩის შემდეგ რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ვან გაალს სწორედ „ათქულიანი გეგმა“ შეახსენა და მისი შესრულება ფაქტობრივად კატეგორიულად მოსთხოვა. სამშაბათს მიუნხენში „ბაიერნის“ წევრთან ყოველწლიური კრება გაიმართება და დაგვეთანხმებით, ამ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის წინ მიუნხენელებს მორიგი წაფორხილება არაფრით არ აწყობთ. არადა, მეტოქე „აინტრახტია“, რომელიც ცუდად ნაღდად არ გამოიყურება, მაგრამ იმდენი კი ქნა, რომ რვამატჩიანი წაუგებელი სერია წინა ტურში „ჰოფენჰაიმთან“ 0:4-ზე განადგურებით შეწყვიტა.

იმ გამარჯვებით გაგულისებული „ჰოფენჰაიმისა“ და „ლევერკუზენის“ დაპირისპირებას კი ნომინალური ტოპ-დუელი უფრო ეთქმის, ვიდრე ტურის ღირსეულად ცენტრალური მატჩი. თუმცა ამ გუნდების დუელებს ძალიან საინტერტესო ისტორია აქვს: „ლევერკუზენი“ „ჰოფეს“ აქამდე სულ ოთხჯერ შეხვდა და ოთხივე თამაში მოუგო. „სოფლელების“ დამრიგებელ რალფ რანგნიკს კი უნდა, რომ ეს სამარცხვინო სერია ბოლოს და ბოლოს შეწყვიტოს და ყველაზე მეტად გოლეადორ ვედად იბიშევიჩის იმედი აქვს, რომელმაც წინა კვირას, „აინტრახტთან“ შესრულებული დუბლით ყველას თავი შეახსენა. ლევერკუზენელები მესამე ადგილზე ყოფნით უაღრესად კმაყოფილები არიან, მაგრამ თუ უფრო მეტიც უნდათ, სამეულში შესვლისთვის მებრძოლ „ჰოფესთან“ მხოლოდ სამი ქულისთვის უნდა იბრძოლონ.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქმე „ჰანოვერისა“ და „ფრაიბურგის“ მატჩშიც თავის ცხრილის ზედა ნაწილში დამკვიდრებას ეხება. 13 ტურის შემდეგ ორივე გუნდი ძალიან კარგ პოზიციებზეა და ორივე სეზონის აღმოჩენაა. აქვე ვთქვათ, რომ ეს თამაში ფრაიბურგელი იან როზენტალისთვის განსაკუთრებულია, რადგან 24 წლის ნახევარმცველი 2000-დან 2010 წლამდე „ჰანოვერის“ ღირსებას იცავდა და ამ გუნდის აღზრდილია.

ვესტერმანი და როსტი ბრუნდებიან

„ჰამბურგს“ და „შტუტგარტს“ კი, რომლებიც დღეს ერთმანეთს ხვდებიან, სულ სხვა პრობლემები აწუხებთ. ბუნდესლიგის „დინო“ HშშV ცხრილში ისეთ პოზიციაზეა, არაფერი რომ არ ემუქრება, მაგრამ ვერც ვერაფრის პრეტენზია ექნება - „ჰამბურგი“ მეცხრე ადგილზე მწნილდება. ეს იმის ბრალიცაა, რომ მთავარ მწვრთნელ არმინ ფეეს მუდმივად შემადგენლობის ცვლა უწევს, რადგან ძალიან ბევრი წამყვანი ფეხბურთელი ჯერ კიდევ ლაზარეთში ჰყავს. თუმცა დღეისათვის ფეე ცოტათი ამოისუნთქავს - მეკარე ფრანკ როსტი და კაპიტანი ჰაიკო ვესტერმანი გამოჯანმრთელდნენ. „შტუტგარტი“ უფრო უარეს დღეშია, რადგან მწვრთნელის შეცვლით გამოწვეული ეფექტი უკვე საბოლოოდ ჩაიფუშა. არადა, იენს კელერს ჯერ კიდევ დროებითი მწვრთნელი ჰქვია ვერ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც დიდი პასუხისმგებლობები აკისრია. „შტუტგარტს“ სერდარ ტასკი უბრუნდება.

ყურადღება: „შალკე“ გამოცოცხლდა! გელზენკირხენელებმა წინა ტურში „ვერდერი“ ხომ გაანადგურეს (4:0), ოთხშაბათს კი, ჩემპიონთა ლიგაში „ლიონიც“ ზედ მიაყოლეს (3:0) და მერვედფინალის საგზური გაინაღდეს. ორივე მატჩში რაულმა გაიბრწყინა და „შალკეს“ ფანებს „კაიზერსლაუტერნთანაც“ ვეტერანი ესპანელის იმედი აქვთ. ფავორიტი „შალკეა“.

კარგი და ცუდი ბორუსიები

საკმარისია, სატურნირო ცხრილს თვალი ერთხელ გადავავლოთ, რომ მაშინვე მივხვდებით, ვინ უნდა მოიგოს სეხნიების დუელი, რომელიც დორტმუნდის „ვესტფალენშტადიონზე“ დღეს ოდნავ მოგვიანებით, 21:30-ზე დაიწყება. ლიდერს 31 გოლი აქვს გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო თავდასხმა ჰყავს, აუტსაიდერს კი 36 გოლი აქვს გაშვებული, ანუ, ყველაზე სუსტი დაცვა ჰყავს. ლოგიკურად, „გლადბახს“ დორტმუნდში შავი დღე უნდა დაადგეს, მაგრამ პროგნოზებისას ფრთხილად: მიონხენგლადბახელები არც ისე უსუსურები არიან, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

„გლადბახს“ როცა უნდა, ბარე ორს ამწარებს ხოლმე - თუნდაც იმის გახსენება რად ღირს, რომ სეზონის დასაწყისში მიონხენგლადბახელებმა „ლევერკუზენი“ სტუმრად 6:3 გაანადგურეს. მართალია, დორტმუნდში ეს თითქოს არავის აინტერესებს, მაგრამ ფაქტია, რომ BVB-ს უკვე ყველა გერმანიის ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევს. „გლადბახის“ თავკაც მიხაელ ფრონტცეკისთვის დამშვიდების ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ მისი გუნდი სტუმრად თამაშობს. გაგახსენებთ: „გლადბახს“ სულ ორი მოგება აქვს და ორივე გამარჯვება სხვის მოედანზე იზეიმა.

თხები მაიერით, მგლები უდიეგოდ

ხვალ, ბრემენის „ვერდერი“ „ზანკტ პაულისთან“ მატჩში როგორღაც შეეცდება, რომ კრიზისიდან გამოვიდეს, მაგრამ ბრემენში არავინ იცის - როგორ. ფაქტია, რომ ბუნდესლიგის წინა ტურში (0:4 შალკესთან) და მერე ჩემპიონთა ლიგაში განცდილმა კრახმა (0:3 ტოტენჰემთან) იმედის ნაპერწკალიც კი ჩააქრო. თანაც, ბრემენელთა სასოწარკვეთილი მწვრთნელი თომას შააფი ფეხბურთელების ნახევარზე მეტს ხვალაც ვერ გამოიყენებს - „მუსიკოსებში“ დიდი ტრავმიანობაა. „ვერდერის“ შანსი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ბრემენელებს „ზანკტ პაულის“ სახით სუსტი მეტოქე ჰყავთ - „პაულიმ“ ბოლო ხუთ თამაშში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.

მე-14 ტური „კიოლნისა“ და „ვოლფსბურგის“ დაპირისპირებით დაიხურება. შუა კვირაში „კიოლნს“ ყოველწლიური კრება ჰქონდა, რომელზეც ბევრისთვის გასაკვირად, მენეჯერი მიხაელ მაიერი თანამდებობიდან არ გადადგა. პროგრესის გზაზე დადგომა სურს „ვოლფსბურგსაც“, რადგან მე-11 ადგილი 15 ქულით გერმანიის 2009 წლის ჩემპიონისთვის ძალიან ცუდი შედეგია. „მგლებს“ „თხებთან“ დიეგო არ ეყოლებათ - ბრაზილიელი დისკვალიფიცირებულია.

გუშინ

მაინცი-ნიურნბერგი

დღეს

ბაიერნი-აინტრახტი 18:30

ჰამბურგი-შტუტგარტი 18:30

ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 18:30

ჰანოვერი-ფრაიბურგი 18:30

კაიზერსლაუტერნი-შალკე 18:30

ბორუსია (დ)-ბორუსია (მ) 21:30

ხვალ

ვერდერი-ზანკტ პაული 18:30

კიოლნი-ვოლფსბურგი 20:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 13 11 1 1 31-8 34

2. მაინცი 13 9 0 4 22-14 27

3. ლევერკუზენი 13 7 4 2 24-17 25

4. ჰანოვერი 13 7 1 5 17-22 22

5. ჰოფენჰაიმი 13 6 3 4 26-16 21

6. ფრაიბურგი 13 7 0 6 19-20 21

7. აინტრახტი 13 6 2 5 20-15 20

8. ბაიერნი 13 5 5 3 19-14 20

9. ჰამბურგი 13 5 3 5 19-20 18

10. ნიურნბერგი 13 5 3 5 18-21 18

11. ვოლფსბურგი 13 4 3 6 21-22 15

12. ვერდერი 13 4 3 6 19-31 15

13. კაიზერსლაუტერნი 13 4 2 7 20-25 14

14. ზანკტ პაული 13 4 2 7 13-20 14

15. შალკე 13 3 4 6 19-19 13

16. შტუტგარტი 13 3 2 8 25-23 11

17. კიოლნი 13 3 2 8 14-26 11

18. ბორუსია (მ) 13 2 4 7 23-36 10

ბომბარდირები: 11 - გეკასი (აინტრახტი); 10 - პ. სისე (ფრაიბურგი); 9 - ჯეკო (ვოლფსბურგი); 8 - გომესი (ბაიერნი); 7 - ჰუნტელაარი (შალკე), ბარიოსი (ბორუსია დ.), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), გრაფიტე (ვოლფსბურგი).

გოტფრიდ ლენცი

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა