გალიანიმ მოლაპარაკება დაადასტურა
მართალია, "მილანი" ერთადერთი იტალიური გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, მაგრამ მთლიანობაში, სეზონის პირველი ნახევარი გუნდმა მაინც ჩააგდო. სერია A-ს დაწყებიდან 17 ტურია გასული და "როსონერი" მე-13 ადგილზეა, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განკარგულებაში მხოლოდ 19 ქულაა და ლიდერ "იუვენტუსს" მთელი 27 ქულით ჩამორჩება!

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ეს სეზონი ალეგრისთვის ბოლო იქნება "მილანში" და ზაფხულში მას 37 წლის კლარენს ზეედორფი ჩაანაცვლებს - დიახ, ჰოლანდიელი ნახევარმცველი, რომელიც სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს. ზეს "როსონერის" თავკაცად დანიშვნა სილვიო ბერლუსკონის ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ მაშინ ადრიანო გალიანის პოზიციამ გაჭრა, რომელიც მასიმილიანოს დატოვებას ემხრობოდა.

თუმცა, "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ამჯერად სილვიო თავისას გაიტანს და გუნდს აუცილებლად ჩააბარებს ზეედორფს. ავტორიტეტული გამოცემა გვარწმუნებს, რომ ამ თემაზე უკვე შედგა შეხვედრა და მხარეებმა წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწიეს. ზეედორფმა თავისი ხედვა გააცნო კლუბის მესვეურებს და ეს პრივატული საუბარი ჟურნალისტებმა ხალხის სამსჯავროზე გამოიტანეს. იტალიელ ჟურნალისტებს ვერაფერს გამოაპარებ, რასაც ადრიანო გალიანის კომენტარი ადასტურებს:

"შევხვდით თუ არა ზეედორფს? - მედიას ვერაფერს გამოაპარებ. დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლარენსი ხვალიდან "მილანის" მთავარი მწვრთნელი იქნება. გავცვალეთ აზრები და იმ კრიზისზე ვისაუბრეთ, რომელშიც დღეს გუნდია. ზემ მართლაც გაგვანდო თავისი ხედვა და მოსაზრებები, თუ როგორი უნდა იყოს მისი აზრით "მილანი". საინტერესო შეხვედრა იყო და ამას ნამდვილად ვერ უარვყოფ".

გალიანის კომენტარმა ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა - თქმა არ სჭირდება, რომ ზეს "მილანის" თავკაცად დანიშვნის შესაძლებლობა არნახულად მაღალია და სავარაუდოდ, ეს ასეც მოხდება. გალიანიმ ზეედორფის ხედვებზე ისაუბრა და "გაძეტამ" ეს თემაც დეტალურად გაშალა; როგორ წარმოუდგენია კლარენსს თავისი "მილანი"? - ამაზე ქვემოთ...

ზეს "მილანი"

კლარენს ზეედორფმა ადრიანო გალიანის და სილვიო ბერლუსკონის თავისი ხედვა გააცნო, რომლის მიხედვითაც, გუნდის საბაზო ტაქტიკა 4-2-3-1 იქნება. აღნიშნული სქემა თანამედროვე ფეხბურთში ყველაზე აქტუალურია და როგორც ჩანს, კლარენსიც აყოლილია მოდას. მისი მოსაზრებით, ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი მარიო ბალოტელი უნდა იყოს, რომელსაც სიღრმიდან სამი შემტევი დაეხმარება: რიკარდო კაკა, სტეფან ელ შაარავი და კეისუკე ჰონდა.

რიკი და "პატარა ფარაონი" ფლანგებიდან გაირჯებიან, იაპონელი კი ლამის გამთამაშებლის პოზიციაზე იმოქმედებს. აქვე აღვნიშნოთ, რომ კეისუკე "მილანის" წევრი 2014 წლის 1 იანვრიდან გახდება.

საყრდენ ხაზზე ზეედორფი თურმე საერთოდ არ ნერვიულობს, რადგან თანაბრად ენდობა ნაიჯელ დე იონგს, რიკარდო მონტოლივოს და სალი მუნტარის. აი, დაცვაში კი ჰოლანდიელი ტრანსფერების აუცილებლობას ხედავს - მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან "მილანს" ადილ რამი ემატება, კლარენსს კიდევ ერთი ცენტრალური და ერთიც განაპირა მცველის დამატება სურს. ზეს ისიც უთქვამს, რომ ძალიან მოსწონს დავიდე სანტონი "ნიუკასლიდან" და დანილო დამბროზიო "ტორინოდან". ჰოლანდიელს არც ის დაუმალავს, რომ ახალგაზრდა გოლკიპერის, მატია პერინის გადაბირება სურს.

მოკლედ, ზეედორფმა თავისი თქვა, დანარჩენი კი "მილანის" მესვეურებზეა დამოკიდებული. "გაძეტას" მტკიცებით, შობის შემდეგ ადრიანო გალიანი ბრაზილიაში გაფრინდება და კლარენსს კიდევ ერთხელ შეხვდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა ბედი ელის იტალიური და მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის გრანდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

Sky Sport Italia: კლარენს ზეედორფი ზაფხულში "მილანის" მთავარი მწვრთნელი გახდება

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
"მონცას" ფეხბურთელებმა ბერლუსკონის მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
გალიანი: "მონცას" მიზანი სერია A-ა, მისაბაძი მოდელი - "ატალანტა"
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
ადრიანო გალიანი: მე და კაპელო მაგრად დავთვერით და ჩემპიონთა ლიგის თასი ნაგვის ურნაში ვიპოვეთ
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ბერლუსკონიმ მითხრა, რომ პოზიცია უნდა შემეცვალა, რაზეც "მილანის" მაშინდელ მწვრთნელს მოვუყევი და მიპასუხა, რომ..."' - პატომ "როსონერის" ყოფილ პრეზიდენტზე ისტორია მოჰყვა
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
"მადლობა, პრეზიდენტო!" - კალაძე ბერლუსკონის გარდაცვალებას ეხმაურება
ზეედორფი: ნეიმარმა დიდი ცოდვა ჩაიდინა, როდესაც "ბარსელონა" დატოვა
ბერლუსკონი ფეხბურთელებს მეძავებით სავსე ავტობუსს დაჰპირდა
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
დაუჯერებელი ისტორია - ცირკიდან პირდაპირ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში [VIDEO]
ადრიანო გალიანი: ვშიშობ, "სან სიროზე" 80 000 მაყურებელს ვეღარ ვიხილავ
"მეტოქის გულშემატკივრებს პატივი უნდა სცე" - ზეედორფმა "რეალი" გააკრიტიკა
კლარენს ზეედორფმა სამწვრთნელო საქმიანობა სანაკრებო დონეზეც დაიწყო
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
კლარენს ზეედორფი კამერუნის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
ბერლუსკონისა და გალიანის "მონცა" პირველად გადავიდა სერია B-ში
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ადრიანო გალიანი სავარაუდოდ, "მილანში" დაბრუნდება
ზეედორფის შვილმა "მილანის" პირველ გუნდში ივარჯიშა
ადრიანო გალიანი: ტევესი-იბრაჰიმოვიჩის ტანდემზე ვოცნებობდი
მარიო ბალოტელი იტალიაში ყოფილ გუნდში დაბრუნდება
"მონცამ" "იუვეს" ისევ მოუგო - ბერლუსკონიმ ფეხბურთელებს მეძავები უნდა დაახვედროს