ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"ირლანდიის ნაკრების დამარცხება შეგვიძლია"

"ირლანდიის ნაკრების დამარცხება შეგვიძლია"

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი მამუკა ტყეშელაშვილი განვლილ შეხვედრებსა და მომავლის გეგმებზე საუბრობს
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები შემოდგომაზე შეიკრიბა და დაიწყო მზადება 2014 წლის 10-20 აპრილს პოლონეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატისათვის, სადაც ჩვენი მეტოქეები ევროპის ელიტარული ნაკრებები იქნებიან.

მზადების პირველი ეტაპი თბილისში, უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან გამართული ორი მატჩით დასრულდა.

განვლილ შეხვედრებსა და მომავლის გეგმებზე ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ მამუკა ტყეშელაშვილს ვესაუბრეთ.

- რა კრიტერიუმებით მოხდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სპარინგ-პარტნიორების შერჩევა?

- სამწვრთნელო შტაბმა და რაგბის კავშირმა საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ სპარინგ-პარტნიორების არჩევისას. ჩვენი სურვილი იყო, რომელიმე წამყვანი ევროპული სარაგბო ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები მოგვეწვია, ან თუნდაც რომელიმე ძლიერი კლუბის ახალგაზრდული შემადგენლობა.

თუმცა წინასაახალწლო პერიოდი დაემთხვა, მოთამაშეთა უმეტესობა შვებულებაში იმყოფება. ამ მიზეზით ეს ვარიანტი გამოირიცხა, ამიტომ ჩვენი არჩევანი შეჩერდა უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებზე.

ორი წლის წინათ ჩვენ ვიმყოფებოდით ოდესაში, სადაც მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა უკრაინის რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან.

მიუხედავად იმისა, რომ სუსტი მეტოქე აღმოჩნდა უკრაინა, ფსიქოლოგიურად ჩვენს ბიჭებს მაინც ძალიან დაეხმარება ეს მატჩები, რადგან უმეტესმა მათგანმა პირველად ჩაატარა საერთაშორისო მატჩი ნაკრების მაისურით.

მნიშვნელოვანია, რომ ის ეტაპი გადალახონ, რასაც ჰქვია ნაკრების მაისურით საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში.

- ორი მატჩი გამართეთ და ორივე შემთხვევაში დიდი სხვაობით გაიმარჯვეთ. კონკრეტულად რომ განვიხილოთ ორივე მატჩი, რა დადებითი დაინახეთ და რა უარყოფითი?

- ამჟამად შეკრებაზე 35 მორაგბე გვყავს და აბსოლუტურად ყველა მათგანს მიეცა თავის გამოჩენის საშუალება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

პირველი შეხვედრის წინ ნაკრებს მიეცა კონკრეტული დავალება. გვაინტერესებდა, მესამე და მეოთხე ზონაში თუ როგორ გავშლიდით თამაშს, დაცვაში როგორ ვიმოქმედებდით. თუმცა ბიჭებმა დაკისრებულ ამოცანას თავი ძალიან იოლად გაართვეს და ფაქტობრივად, ხუთფასიანი შეტევაც კი არ დაგვჭირვებია, რადგან ინდივიდუალურად ძალიან იოლად გადიოდნენ ბიჭები მეტოქეთა წინააღმდეგობას და 75 ქულის სხვაობით გამარჯვებაც ამან განაპირობა - 84:9.

მეორე შეხვედრაში კი უკვე ნაკრების ყველა კანდიდატს მიეცა მოედანზე გამოსვლის და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება.

პირველი მატჩისგან განსხვავებით, სტუმრებმა გაცილებით მეტი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. რამდენიმე ნიუანსი დავინახეთ, რაზეც გვაქვს სამუშაო, თუმცა საბოლოო შედეგი დამაკმაყოფილებელია - 56:3.

- ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების მეორე ეტაპზე რა გეგმებია დასახული?

- 15 იანვრიდან ისევ შევიკრიბებით და განვაგრძობთ ინტენსიურ ვარჯიშს. როგორც კი ამინდი საშუალებას მოგვცემს, დაგეგმილი გვაქვს, სარაგბო ტურნე მოვაწყოთ დასავლეთში და დასავლეთ საქართველოს ნაკრებს ვეთამაშოთ.

იგეგმება 20-წლამდელთა ნაკრებთან ორი შეხვედრა. თუ საშუალება მოგვეცემა, იქნებ უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბთანაც გავმართოთ სპარინგი, ხოლო მარტში საფრანგეთის ერთ-ერთი კლუბის ესპუარები გვეწვევიან და სავარაუდოდ, ორ მატჩს გავმართავთ.

- აპრილში, პოლონეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ სერიოზული მეტოქე გვყავს. პირველივე შეხვედრაში ირლანდიას ვეთამაშებით...

- ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ ყველანაირი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ვეთამაშებით ელიტარული დონის ნაკრებებს, თუმცა, მეორე მხრივ, "გასახურებლად" ძალიან კარგი იყო თუნდაც პორტუგალიასთან, რუსეთთან და ესპანეთთან თამაშები.

ბიჭები საერთაშორისო გამოცდილებასაც იღებდნენ და ძლიერ მეტოქესთან სათამაშოდაც უფრო მომზადებულნი გადიოდნენ.

გვაქვს ირლანდიის ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე მატჩის ვიდეოჩანაწერი. ძალიან კარგად დაბალანსებული გუნდია, თუმცა ვთვლი, რომ დაუმარცხებლები არ არიან. სამწვრთნელო შტაბმა რამდენიმე სუსტი წერტილი დავინახეთ და შევეცდებით, ეს ფაქტორი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის. ჩვენს ნაკრებში შერკინების მეორე და მესამე ხაზში ყველა საკმაოდ ტანმაღალია (192-198 სმ), რაც ძალიან დაგვეხმარება სტატიკური მდგომარეობების გათამაშებისას.

მჯერა, რომ ამ ნაკრებს ნამდვილად შეუძლია ირლანდიის დამარცხება. ტურნირის ფორმატი ისე არის განაწილებული, რომ თავიდანვე პლეი ოფის სისტემაა.

ირლანდიასთან თუ გავიმარჯვებთ, ტურნირის ნახევარფინალში გავალთ და ზედა ოთხეული გარანტირებული გვექნება.

პირველი მატჩის წაგების შემთხვევაში კი, მაქსიმუმ მეხუთე ადგილისთვის ვიბრძოლოთ და ჩვენი შემდეგი მეტოქე იტალია - საფრანგეთის მატჩში დამარცხებული იქნება. ასე რომ, ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი მატჩის მოგებაა.

ინტერვიუს მიწურულს უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი დიმიტრი ფედიშინი შემოგვიერთდა, რომელმაც ჩვენთვის არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა:

"საქართველოს ნაკრების მოწვევამ ძალიან გაგვახარა, საახალწლო საჩუქარივით იყო ჩვენთვის.

თქვენს ახალგაზრდებთან ჩატარებული ორი შეხვედრის გარდა, გავმართეთ საერთო ვარჯიში, რაც დარწმუნებული ვარ, ძალიან წაადგებათ ჩვენს ბიჭებს, რომელთაც საქართველოში მოწყობილი ტურნედან საკმაოდ დიდი სარაგბო გამოცდილება მიაქვთ.

საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინაში პოპულარულ სპორტის სახეობებში რაგბი მე-11 ადგილზეა. შესაბამისად, სახელმწიფოსგან დაინტერესება და დაფინანსებაც ნაკლებია.

გვაქვს სტადიონის პრობლემები. 2 წლის წინ უკრაინის ნაკრები ერთა თასზე თამაშობდა საქართველოს ჯგუფში, თუმცა იმის შემდეგ ჯერჯერობით უკან მივდივართ.

ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებაც გაჭირვებით მოხერხდა, კიევის გუნდებმა გარკვეული მიზეზების გამო უარი თქვეს ჩემპიონატში ასპარეზობაზე, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია საერთო ფონზე.

ჩემი გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრების 5 წევრი უკვე რეგულარულად თამაშობს უმაღლესი ლიგის გუნდებში. მათ უნდა აიღონ ლიდერის ფუნქციები და დაგვეხმარონ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში სიძლიერით მესამე ჯგუფიდან მეორეში მაინც გადავიდეთ, თუმცა ეს ურთულესი საქმე იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა

18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე

U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა

18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა

U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო

U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ

18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან