ბრემენელი მუსიკოსები თავიანთ კლუბში "სანტოსის" 23 წლის ბრაზილიელს უხმობენ

ბრემენის „ვერდერი“ ჩემპიონთა ლიგიდან სამარცხვინოდ გავარდა, რითაც უეფასგან დიდი შემოსავლები დაკარგა. ბრემენული კლუბი ბუნდესლიგაშიც ძალიან ცუდად გამოიყურება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ კრიზისშია. საქმეს უკვე ისეთი პირი უჩანს, რომ სეზონის ბოლოს „მუსიკოსები“ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელსაც დაკარგავენ. მაგალითად, პორტუგალიელ თავდამსხმელ უგო ალმეიდას სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და დღევანდელი გადასახედიდან მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება გამორიცხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში ალმეიდა „ვერდერს“ უფასოდ დატოვებს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ვერდერიდან“ აბარგებაზე სერიოზულად ფიქრობენ დაცვის ბურჯი პერ მერტეზაკერი, მეკარე ტიმ ვიზე და ნახევარმცველი მარკო მარინიც.

„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვართ, რის გამოც სასწრაფოდ უნდა ავმოქმედდეთ. თუკი წელს რომელიმე ევროტურნირის საგზურს ვერ მოვიპოვებთ, წამყვანი ფეხბურთელების გაშვება და სახელფასო ფონდის შემცირება მოგვიწევს,“ - ეს სიტყვები ბრემენული კლუბის სპორტულ დირექტორს, კლაუს ალოფსს ეკუთვნის.

„ბილდის“ ინფორმაციით, „ვერდერი“ ზამთარშივე აპირებს შემადგენლობის გადახალისებას. როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იუწყებიან, „მუსიკოსებს“ ბრაზილიელი ფეხბურთელის, ჟოზე ედუარდო ბიშოფე დე ალმეიდას შეძენა სურთ - ეს არის 23 წლის თავდამსხმელი, რომელსაც შემოკლებით ზე ედუარდოს ეძახიან. ახალგაზრდა გოლეადორი „სანტოსის“ ღირსებას იცავს (50 თამაში, 18 გოლი) და „ბილდის“ ცნობით, ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელები მის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვენ. გაირკვა, რომ 15 დეკემბერს ზე ედუარდოს აგენტი ბრემენში ჩავა და „ვერდერის“ ბოსებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

გოტფრიდ ლენცი

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა