მოსალოდნელი ტრანსფერები
"შტუტგარტი" იდეაში ამბიციური კლუბია, რომელიც ახლო წარსულში გერმანიის ჩემპიონიც იყო, მაგრამ აგერ, უკვე რამდენიმე წელია, რაც შვაბები საშუალო დონეზე თამაშობენ და ასე ვთქვათ, არც იქით არიან და არც აქეთ.

თუმცა, როგორც ჩანს, "შტუტგარტის" ხელმძღვანელებმა ამ ხნის განმავლობაში გარკვეული თანხის დაგროვება მოახერხეს, რადგან გავრცელებული ცნობების თანახმად, "მერსედესის" მშობლიური ქალაქის გუნდი იანვრის სატრანსფერო ბაზარზე მნიშვნელოვნად გააქტიურებას და ახალ ფეხბურთელებში მილიონების დახარჯვას გეგმავს. ეს ინფორმაცია თავად კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა დაადასტურა.

"უკვე შერჩეული გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი და მოლაპარაკებებსაც მალე დავიწყებთ. თამამად ვიტყვი, რომ ერთ მართლა კარგ ფეხბურთელში 6-7 მილიონი ევროს გადახდა თავისუფლად შეგვიძლია, ოღონდ ასეთ თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიხდით, თუ ფეხბურთელი მართლა მაღალი დონის იქნება," - აცხადებს 41 წლის ბობიჩი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ "შტუტგარტს" ახალ მოთამაშეებში ფულის ხარჯვა 2012 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, შეწყვეტილი ჰქონდა, რადგან შარშან გუნდმა ეკონომიკური წელი 10-მილიონიანი მინუსით დაასრულა. როგორც ირკვევა, კლუბის ახალმა პრეზიდენტმა ბერნდ ვალერმა "შტუტგარტი" ფინანსურად ფეხზე წამოაყენა.

ბობიჩის თქმით, ერთი ან ორი ხეირიანი ტრანსფერი იანვარშივე განხორციელდება, ზაფხულში კი დამატებით გაძლიერება იგეგმება, ოღონდ ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ადგილზე დაასრულებენ შვაბები ამ სეზონს.

"ფული გოლებს ვერ გაიტანს, მაგრამ ფულით წარმატებისკენ მისასვლელი გზის გაადვილება შეიძლება," - დასძენს ბობიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
"ნიუკასლის" ახალი რეკორდი - "კაჭკაჭებმა" ვოლტემადე შეიძინეს
ლევან კობიაშვილი ბერლინის "ჰერტას" მაისურს კიდევ ერთხელ მოირგებს
[VIDEO] გოლი ბოლო წუთზე - გოჩოლეიშვილის კაცნაკლულმა "ჰამბურგმა" "შტუტგარტს" მოუგო
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"შტუტგარტმა" მოა იყიდა
ნკუნკუ ბუნდესლიგის ბომბარდირია - ეს ყოველივე ანტი-რეკორდის ფონზე მოხდა
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს