გერმანიის ნაკრების კაპიტანი თავს იზღვევს
გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გერმანიის ნაკრების კაპიტან ფილიპ ლამის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც "ბაიერნის" ფეხბურთელი 2013 წელს აჯამებს და 2014 წლის გეგმებზე საუბრობს. ყველაზე საინტერესო მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის შესახებ გამოთქმული მოსაზრებებია - ლამის თქმით, მუნდიალზე ბუნდესგუნდის წარმატებით ასპარეზობა მაინცდამაინც მსოფლიოს ჩემპიონობასთან არ უნდა ასოცირდებოდეს.

"მსოფლიოს ჩემპიონობა გერმანიის ნაკრებმა დღემდე მხოლოდ სამჯერ მოახერხა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მუნდიალის მოგება ასე ადვილი არ არის. თანაც, კონკურენცია ნამდვილად არ შემცირებულა. ვფიქრობ, რომ გერმანიის ნაკრებისთვის მხოლოდ ჩემპიონობის მოთხოვნის წაყენება სხვა საფეხბურთო ქვეყნების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა იქნება," - აცხადებს ლამი.

30 წლის ბუნდესკაპიტანს მიაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი გერმანიის ნაკრების წარმატებად უნდა ჩაითვალოს, თუ: "ბრაზილიაში კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ, გუნდურ სულისკვეთებას გამოვავლენთ, ტაქტიკურად ჭკვიანურ ფეხბურთს ვითამაშებთ, ჩვენს საფეხბურთო კლასს კიდევ ერთხელ წარმოვაჩენთ და, რაც მთავარია, ჩვენი ფეხბურთით ჩვენს ქომაგებს და ზოგადად, მთელ მსოფლიოს აღვაფრთოვანებთ."

მას მერე, რაც გერმანიის ნაკრებს იოახიმ ლიოვი წვრთნის, ბუნდესგუნდმა ყველა დიდ ტურნირზე შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა და მინიმუმ ნახევარფინალში გადიოდა. შესაბამისად, გულშემატკივრები ამით აღარ კმაყოფილდებიან და ნაკრებს უკვე მხოლოდ ტიტულს სთხოვენ. ლამის აზრით, ეს ლოგიკურია, მაგრამ:

"მსოფლიოს ჩემპიონობა ჩვენც ძალიან გვინდა და ჩვენც უმაღლეს მიზნებს ვისახავთ. გვყავს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები და გვაქვს უდიდესი პოტენციალი. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. მაგრამ სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება და მუნდიალზე რაც შეიძლება შორს გასვლა უნდა იყოს."

ლამი გერმანიის ნაკრების კაპიტნად 2010 წლის ზაფხულში დაინიშნა და კითხვაზე, რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში, ბუნდესკაპიტანი ასე პასუხობს:

"უდიდესი გამოცდილება მივიღე და გარკვეულ თემებთან მიმართებაში ახლა უფრო მოქნილად ვაზროვნებ. ვისწავლე, როგორ უნდა წავიკითხო და გავაანალიზო გუნდში მიმდინარე პროცესები. მსოფლიოს ჩემპიონატს ყველანი მოუთმენლად ველით, თუმცა მუნდიალის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. მარტში ჩილესთან ამხანაგური მატჩი გველის, მერე კი ყველანი ბრაზილია 2014-ის ციებ-ცხელებაში ჩავებმებით," - დასძენს ფილიპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
ლიონელ მესი: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ყოველთვის ვინანებ
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფილიპ ლამი ახალი პროფესიის ძიებაშია
ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓘᓘᓡ ᓜᓐᕙᕠᓔᓑᕘ: ᓚᓘᓝᓕᕘᓡ ᓞᕠᓝᓑᓚᓔᕛᓣᕠᓘ ᓢᓠᓘᓝ
ანხელ დი მარია - "ეშმაკებში" გაქცეული ანხელი
ᓤᓔᓚᓘᓥᓡ ᓛᓐᓒᕐᓗᕡ ᓘᓝᓐᓮᓘᓛ ᓚᓘᓝᓕᓘ ᓨᓔᓛᓝᕔᓚᕐᓜᓫᕦᕐ
ᓩᓔᕖᓐᓠᓔ ᓞᓠᓐᓜᕓᕔᓚᓘ: ᕕᓘᓪᕘᓗ, ᓠᕝᕒᓝᕠ ᓒᓐᓕᕘᕓᕔᓗ ᓛᕣᓜᕓᕘᓐᓚᓘᕡ ᓤᓘᓜᕐᓚᓨᓘ!
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ ᓓᓐᕒᓦᓣᓞᓔᓡ ᓨᓔᓜ, ᓥᓐᓚᓔᓑᓛᓐ! - ᓐᓘ, ᓠᕐᓢᓝᓛ ᓐᓠ ᓛᓘᓰᓧᓐᓕᓡ ᓚᕘᓝᓕᓡ ᓙᓠᓣᕖᕔ
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
ბრაზილიაში სურთ, მუნდიალზე გერმანიასთან 1:7 წაგება კალენდარში "შავი ასოებით" აისახოს
გუნდი, როგორც ასეთი! IFFHS-მა დეკადის საუკეთესო გუნდი გამოაქვეყნა [PHOTO]
ლეგენდარული ფეხბურთელები, რომლებმაც 2017 წელს კარიერა დაასრულეს [PHOTO]
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
ევრო 2024. ფილიპ ლამი: საქართველო ევროპაში საკუთარი ადგილისთვის იბრძვის - საუბარი იდენტიფიკაციაზეა
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
ფეხბურთელები და მათი ზედმეტსახელები - რატომ ჰქვია აგუეროს "კუნი"? [PHOTO]
ლამმა 2022 წლის ბუნდესლიგის 2 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა